ატმორის შეკეთება
ვმუშაობთ 24/7

ატმორის შეკეთება

განცხადება:

ატმორის ხელოსანი გამოძახებით, ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკურ სამუშაოებს, მრიცხველების, სადენების, ინტერნეტის კაბელის, ჩამრთველების, როზეტების და ა.შ მონტაჟს

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

ატმორის მონტაჟი/შეკეთება

წყლის გამაცხელებლის მონტაჟი გსურთ და არ იცით, არჩევანი რომელ მოდელზე გააკეთოთ? პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ, რომელი ვარიანტი უფრო მისაღები და მოსახერხებელია თქვენთვის - გაზის წყლის გამაცხელებელი, დენის წყლის გამაცხელებელი თუ .. ატმორი. ყველა ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ამ სტატიაში კი ვეცდებით, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ატმორებისა და მათი მონტაჟის შესახებ.

ატმორის მონტაჟი ყველაზე მეტად იმ მომხმარებელზეა მორგებული, ვინც უპირატესობას ერგონომიულობასა და საიმედოობას ანიჭებს. დენის წყლის გამაცხელებელი, იგივე ატმორი, საკმაოდ კომპაქტურია და მისი დაყენება რამე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ის არ საჭიროებს დამატებითი მილების გაყვანას, კედლის გამონგრევასა და მსგავს სამუშაოებს. მთავარია, მონტაჟის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ნორმები და საქმის შესრულება ატმორის გამოცდილ ხელოსანს მიანდოთ.

რატომ ვირჩევთ დენის წყლის გამაცხელებელს, იგივე ატმორს?

სხვა გამაცხელებლებისგან განსხვავებით ატმორი გამოირჩევა გამძლეობით, ექსპლოატაციის ხანგრძლივი პერიოდითა და საიმედოობით. ასევე, მისი მოხმარება საკმაოდ კომფორტულია, რადგან მომენტალურად აცხელებს წყალს თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე და არ გიწევთ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. რაც მთავარია, ტემპერატურის დარეგულირება თქვენი სურვილის მიხედვით მასზე მოთავსებული რეგულატორის დახმარებით შეგიძლიათ. ატმორს სხვა გამაცხელებლებისგან უსაფრთხოების მაღალი ნორმებიც გამოარჩევს.

ატმორის ხელოსანი გამოძახებით

სახლში ატმორის მონტაჟს თუ გადაწყვეტთ, Metrix თქვენზე მორგებულ სერვისაა და 100%-იან უსაფრთხოებას გთავაზობთ. Metrix-ის მთავარი ღირებულება მომხმარებლის კომფორტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელოსნები ხელმისაწვდომები არიან დღის ნებისმიერ დროსა და ადგილას თბილისის მასშტაბით. არავისთვის არის ახალი, რომ თანამედროვე ცხოვრების პირობებში, როდესაც დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად მხოლოდ საღამოს საათები გვრჩება. სწორედ ასეთი შემთხვევებისას Metrix გთავაზობთ ხელოსნის ადგილზე გამოძახების სერვისს. ერთი ზარი და დენის წყლის გამაცხელებლის ხელოსანი თქვენთან გაჩნდება - თუნდაც ღამის 3 საათი იყოს. Metrix-თან თანამშრომლობისას ატმორის დამონტაჟებისთვის საჭირო მასალებზე ფიქრიც არ მოგიწევთ, რადგან თქვენი სურვილის შემთხვევაში მათ შეძენასაც ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

იმისთვის, რომ ატმორმა დიდხანს და უპრობლემოდ იმუშაოს, აუცილებელია, მისი დამონტაჟება მაღალკვალიფიციური ხელოსნების მიერ მოხდეს. ეს არა მხოლოდ დაგიზოგავთ ფინანსებს, არამედ მოულოდნელი შემთხვევებისგანაც დაგიცავთ და სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. ატმორის გამოცდილმა ხელოსანმა აუცილებლად იცის, რომ ელექტრო ატმორის სწორად დამონტაჟება პირდაპირ კავშირშია გამძლეობასთან. ხშირ შემთხვევაში ატმორის მწყობრიდან გამოსვლა არასწორი მონტაჟისა და მნიშვნელოვანი დეტალების არ გათვალისწინების შედეგია. თუმცა, თუ დენის წყლის გამაცხელებელი დროთა განმავლობაში მაინც გამოვა მწყობრიდან, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. შესაძლოა, დაზიანების მიზეზი უმნიშვნელო იყოს და მხოლოდ რომელიმე პატარა დეტალის შეცვლას საჭიროებდეს. სწორედ ამიტომ გირჩევთ, სანამ დაზიანებულ ატმორს ნაგავსაყრელზე გადასაგდებად გაიმეტებთ, Metrix-ის ხელოსანი გამოიძახოთ და დაზიანებული ატმორის შეკეთების სერვისით ისარგებლოთ.

დაზიანებული ატმორის შეკეთება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს კომფორტი გაცილებით მეტად ფასობს. იმისთვის, რომ ყოველდღიურობაში წარმატებულ ადამიანებად რეალიზება შევძლოთ, აუცილებელია, ყოველმხრივ კომფორტულ გარემოში ვცხოვრობდეთ და ყველა იმ საჭიროებაზე მიგვიწვდებოდეს ხელი, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო. წარმოიდგინეთ, დილით სამსახურში ხართ წასასვლელი და დენის წყლის გამაცხელებელი გაფუჭდა. ჩათვალეთ, მთელი დღის გეგმები წყალში ჩაგეყრებათ და სამსახურში წასვლის ნაცვლად ხელოსნებთან სირბილი მოგიწევთ. ასეთ დროს, პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად მოგვარებისთვის არსებობს Metrix, რომელიც უმოკლეს დროში ცხოვრების რელსებზე დაგაბრუნებთ და უამრავ თავსატეხს ჩამოგაცილებთ. მრავალწლიანი პრაქტიკის დახმარებით Metrix-ის ხელოსნებისთვის დაზიანებული დენის წყლის გამაცხელებლის შეკეთება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. გამოძახების შემთხვევაში ჩვენი მაღალკვალიფიციური ხელოსნები დეტალურად დაათვალიერებენ დაზიანებულ ატმორს და თუ ის შეკეთებას ექვემდებარება, პრობლემას უმოკლეს დროში უმაღლესი ხარისხით მოაგვარებენ.

გარანტია მეტი სიმშვიდისთვის

გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი სპეციალისტები სამონტაჟო სამუშაოებს 100%-ით უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ. სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილება ჩვენთვის უპირველესია, ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით მათ უკუკავშირს და მათ მიერ მოცემულ რეკომენდაციებს სერვისის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელით შესრულებული სამუშაო ყოველთვის საუკეთესო და გამორჩეული იყოს. ახალი ატმორის მონტაჟისას თუ ძველის შეკეთებისას ჩვენს მომხმარებელს გარანტიას ვთავაზობთ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010