დამაფონის დაყენება მონტაჟი
ვმუშაობთ 24/7

დამაფონის დაყენება მონტაჟი

განცხადება:

დაგიმონტაჟებთ დამაფონებს კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებში, თქვენთვის სასურველი დიზაინით და მაღალი ხარისხის ფუნქციონალით

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

რა უპირატესობა აქვს დომოფონის მონტაჟს?

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად თქვენი სახლისა თუ ოჯახის დასაცავად უკვე უამრავი საშუალება არსებობს. დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს სადარბაზოების უმეტესობა კოდირებული საკეტით არის აღჭურვილი და არასასურველი ,,სტუმრებისგანგვიცავს. წარმოიდგინეთ, ღამე ბრუნდებით სახლში და სადარბაზოში თქვენთვის უცხო ადამიანი გხვდებათ - ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეტი უსაფრთხოებისთვის სადარბაზოს შესასვლელ კარს კოდირებული საკეტი ჰქონდეს.

თუმცა, კიდევ უფრო მეტი სიმშვიდისთვის გთავაზობთ - დომოფონის დაყენებას. და მაინც, რა უპირატესობა აქვს დომოფონის დამონტაჟებას და რატომ არის ის კიდევ უფრო უსაფრთხო, ვიდრე მხოლოდ - კოდირებული საკეტი. მთავარი უპირატესობა თქვენთან სტუმრად მოსული ადამიანების ხმის გაგონება ან უფრო მეტიც, ვიზუალური გამოსახულების ნახვაა. ასე თავიდან აიცილებთ თქვენთვის არასასურველი სტუმრის ვიზიტს ან უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, როდესაც სახლში მოზარდების მარტო დარჩენა მოგიწევთ.

ასევე, თუ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ დღის განრიგს და არ გსიამოვნებთ, როდესაც მას მოულოდნელი სტუმარი თავდაყირა აყენებს - დომოფონის დახმარებით მარტივად აიცილებთ თავიდან გაუგებრობას. ასევე, ალბათ ხშირად გხვდებათ კართან დატოვებული სარეკლამო ბროშურები ან რამე სარეკლამო შეთავაზებით სადარბაზოში შემოღწეული ადამიანები - დომოფონის დახმარებით მსგავს ვიზიტებსაც შეამცირებთ და მშვიდად გააგრძელებთ ცხოვრებას.

დომოფონის დაყენება შესაძლებელია როგორც კერძო სახლში, ასევე მრავალსართულიან კორპუსსა და ოფისებშიც. რაც მთავარია, დომოფონი არ საჭიროებს მრავალი კაბელით დაქსელვას და მისი მონტაჟისას მხოლოდ ორწვერი კაბელი დაგჭირდებათ.

დომოფონის ხელოსანი გამოძახებით

თუ გადაწყვეტთ, თქვენი საცხოვრებელი ადგილი უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს, მზად ვართ, METRIX-ის სერვისის შესახებ მოგიყვეთ. კომპანია უკვე მრავალი წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს სწრაფი, ხარისხიანი და საიმედო მომსახურებით უზრუნველყოფს. კომპანია აერთიანებს გამოცდილ, პროფესიონალ ხელოსნებს, რომლებიც მზად არიან, უმოკლეს დროში და უმაღლესი ხარისხით შეასრულონ დავალება, იქნება ის - დომოფონის დაყენება თუ დაზიანებული დომოფონის შეკეთება. ჩვენი სპეციალისტების დახმარებით არ მოგიწევთ დაზიანებული დომოფონის გადაგდება და მისი ახლით ჩანაცვლება. ჩვენ უმოკლეს დროში შევაკეთებთ მას და თან ისე, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ მოგიწიოთ შეცვლა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ METRIX-ის დომოფონის ხელოსანი ხელმისაწვდომია დღის ნებისმიერ დროს და მისი გამოძახება 24/7-ზე შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სერვისით სარგებლობა დაგჭირდებათ. ისინი უსწრაფესად და უმაღლესი ხარისხით დაამონტაჟებენ დომოფონებს კერძო სახლებსა თუ საცხოვრებელ კორპუსებში - თქვენთვის სასურველი დიზაინითა და მაღალი ხარისხის ფუნქციონალით.

დომოფონის ხელოსნის გამოძახება მხოლოდ თბილისის მასშტაბითაა შესაძლებელი. მხოლოდ ერთი ზარი და ჩვენი სპეციალისტი ადგილზე მოგაკითხავთ, იქნება ის ვაკე, საბურთალო, ბაგები, დიდუბე, დიდი დიღომი, დიღმის მასივი, ნახალოვკა, სანზონა, ავლაბარი, ვარკეთილი, სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი, თემქა, მუხიანი, ფონიჭალა, ავჭალა, ლილოს დასახლება თუ სხვა.

ასევე, თუ მაღაზიებში სიარულის დრო არ გაქვთ საჭირო პროდუქტების შესაძენად, ჩვენი სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით თავად უზრუნველყოფს მათ შეძენას. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ უამრავ სარემონტო ჰიპერმარკეტთან ვთანამშრომლობთ და მათთან მეგობრობის ფარგლებში მომხმარებელს საკმაოდ საინტერესო ფასდაკლებებს ვთავაზობთ პროდუქტებზე.

რა ღირს დომოფონის დაყენება?

დომოფონის დაყენების ფასი დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. გააჩნია, რა ფუნქციონალს აირჩევთ და როგორ დიზაინს მიანიჭებთ უპირატესობას. რაც მთავარია, ფასის შესახებ METRIX-ის ხელოსანი წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ დავიწყებთ სამონტაჟო სამუშაოებს.

გარანტია მეტი სიმშვიდისთვის

გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი სპეციალისტები სამონტაჟო სამუშაოებს 100%-ით უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ. სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილება ჩვენთვის უპირველესია, ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით მათ უკუკავშირს და მათ მიერ მოცემულ რეკომენდაციებს სერვისის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელით შესრულებული სამუშაო ყოველთვის საუკეთესო და გამორჩეული იყოს. ახალი დომოფონის დაყენებისას თუ ძველის შეკეთებისას ჩვენს მომხმარებელს გარანტიას ვთავაზობთ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

 

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010