ფარდა ჟალუზების მონტაჟი
ვმუშაობთ 24/7

ფარდა ჟალუზების მონტაჟი

განცხადება:

ფარდაჟალუზების მონტაჟი, საფარდეების დაყენება, კარნიზების მოწყობა, ხელოსანი გამოძახებით მუდამ მზათ თანადგომისთვის

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

რა უპირატესობა აქვს ინტერიერში ფარდა ჟალუზის დაყენებას

ძველი რემონტი გაქვთ და განახლება გადაწყვიტეთ? უამრავ სხვა დეტალთან ერთად ფარდა-ჟალუზების მონტაჟი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც თქვენს რემონტს დასრულებულ სახეს მისცემს და ინტერიერს გაახალისებს. თუმცა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგაბნევენ და გკითხავენ, ფარდა ჟალუზებს ჩვეულებრივი ფარდები ხომ არ აჯობებდა? შევეცდებით, ყველა ის მიზეზი ჩამოგითვალოთ, რომელიც თქვენს გადაწყვეტილებაში 100%-ით დაგარწმუნებთ და ეჭვი აღარასოდეს გაგიჩნდებათ.

ზოგ ინტერიერს ნაჭრის ფარდები უფრო უხდება, ვიდრე ფარდა-ჟალუზები. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ტრადიციული ფარდები დღეს ცოტა ძველმოდურად ითვლება და უფრო კლასიკური სტილის დიზაინს უხდება. თანამედროვე სტილის ინტერიერისთვის ფარდა-ჟალუზი გაცილებით ადაპტირებული ვარიანტია, რადგან მეტად შეესაბამება მინიმალისტურ დიზაინს და კომფორტულია თანამედროვე პირობებში საცხოვრებლად. მაგალითად, ფარდა ჟალუზებს არ სჭირდება ყოველ კვირას ან ყოველ თვეს გარეცხვა, გაუთოება, სარჭებით დამაგრება, დღისა და ღამის ფარდების შეხამება. ზონრის ერთი გადატრიალება და ჟალუზი მთლიანად დაფარავს ფანჯარას. ერთი უკან გადმოტრიალება და ოთახს მზის ან მთვარის შუქით აავსებს - ნამდვილად მარტივი და კომფორტულია.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რატომ ჯობს ფარდა ჟალუზი ტრადიციულ ფარდებს, კიდევ რამდენიმე მიზეზს გთავაზობთ. ის გაცილებით მსუბუქია, დიზაინიც მრავალფეროვანი აქვს და მისი მოხმარებაც გაცილებით მარტივია. უფრო დიდხანს ძლებს, არ წარმოადგენს მტვრის ბუდეს, ნესტიანი ნაჭრის ერთი გადასმით იწმინდება და სახლის დალაგებისას მთელი დღით ფანჯარაზე ჩამოკიდებაც არ გიწევთ მის გამოსაცვლელად. გარდა იმისა, რომ ფარდა ჟალუზების მოხმარება მარტივია და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, ასევე სხვა უპირატესობებიც აქვს - მეტად ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და უძლებს მაღალ ტენიანობასაც კი.

ასევე, თუ ფიქრობთ, რომ ტრადიციულ ფარდებთან შედარებით ფარდა ჟალუზს მწირი არჩევანი აქვს, ცდებით. იმაზე მეტი არჩევანიც კი არსებობს, ვიდრე ტრადიციული ფარდების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელია. მაგალითად, ვერტიკალური ფარდა ჟალუზი ინტერიერში უფრო მეტი სივრცის განცდას ტოვებს, თითქოს ჭერის სიმაღლეც იზრდება და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. ჰორიზონტალური ფარდა ჟალუზები უფრო მყუდრო, ოჯახურ გარემოს ქმნის. ნაჭრის ფარდა ჟალუზი თბილ განათებას უზრუნველყოფს, ხოლო ხის ჟალუზები სიმყუდროვეს მატებს ინტერიერს. რაც შეეხება რკინის ფარდა ჟალუზებს, მათ გარე სივრცისთვის იყენებენ. მაგალითად, მაღაზიებისთვის, ავტოფარეხებისთვის და ..

იმის მიხედვით, თუ რომელ ფარდა ჟალუზს შეარჩევთ, ინტერიერშიც შესაბამის განწყობას შეიტანთ და უფრო მეტიც, შესაბამის დანიშნულებას შემატებთ მას. მაგალითად, ინტერიერში საკმაოდ განსხვავებული სტილის შექმნა შეუძლია რომაულ ფარდა ჟალუზს, მაშინ როცა ჰორიზონტალური ჟალუზებით შეგიძლიათ, ფოტო-სტუდიაც კი მოაწყოთ და საკმაოდ კრეატიული ფოტოებიც გადაიღოთ. ასევე, რომაულისგან განსხვავებით, ჰორიზონტალური ფარდა ჟალუზის მონტაჟისას შეგიძლიათ, მზის შუქის დონე თქვენი სურვილის მიხედვით აკონტროლოთ.

დიდ ვიტრაჟებს ვერტიკალური ფარდა ჟალუზები ამშვენებს. ფარდა ჟალუზის ამ სახეობას განსაკუთრებით ოფისურ გარემოში შეხვდებით. თითქოს ის სივრცეს უფრო დახვეწილ, გემოვნებიან და საქმიან განწყობას მატებს. ვერტიკალურ ფარდა ჟალუზებს ასევე აქტიურად იყენებენ მისაღებ ოთახში აივნის კართან, თუ ის შუშისაა და მთლიან კედელს ფარავს.

Metrix-ის, ფარდა-ჟალუზის, ხელოსანი გამოძახებით

დღეს Metrix-ის დახმარებით ფარდა ჟალუზის დაყენება/მონტაჟი საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. ფარდა ჟალუზის ხელოსანი მზადაა, ყურადღებით მოისმინოს თქვენი ნებისმიერი რეკომენდაცია, დაგეხმაროთ მასალის, ფერის, ჟალუზის სტილის შერჩევაში. მსგავსი დეტალების გარკვევის შემდეგ ხელოსანი თქვენთან შეთანხმებულ დროს მოვა მითითებულ მისამართზე და ობიექტს მილიმეტრის სიზუსტით აზომავს. ამის შემდეგ მოხდება ფასის დათვლა და თუ თქვენთვის ყველაფერი მისაღები იქნება, ჩვენი ხელოსნები სამუშაოს შესრულებას დაიწყებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ Metrix-ის ერთ-ერთი უპირატესობა, რაც კონკურენტებისგან გამოარჩევს, სისწრაფე და ხარისხია. ჩვენი ხელოსნები ზუსტად იმ დროში შეასრულებენ სამუშაოს, როგორც დაგეგმილი იქნება. ასევე, ფასიც ზუსტად ის დაჯდება, რასაც ხელოსანი აზომვის შემდეგ დაითვლის. ასე რომ, ჩვენთან თანამშრომლობისას დაცული ხართ, როგორც ფასის ცვლილებისგან, ასევე რემონტის გაწელილი ვადებისგან. Metrix-ის, ფარდა ჟალუზის, ხელოსნის გამოძახება თბილისის ნებისმიერ უბანშია ხელმისაწვდომი. ასევე, მისი გამოძახება დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზე, შეგიძლიათ.

ასევე, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ფარდა ჟალუზის ტიპის მიხედვით. ასე რომ, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის შეკვეთის დამზადება შეგვიძლია, იქნება ის რომაული ფარდა ჟალუზი, იაპონური (პანელური) ფარდა, ვერტიკალური ფარდა ჟალუზი, ჰორიზონტალური ფარდა ჟალუზი, რკინის ფარდა ჟალუზი, ხის ფარდა ჟალუზი, ნაჭრის ფარდა ჟალუზი, აივნის ფარდა ჟალუზი თუ გარე დამცავი ჟალუზი.

ფარდა ჟალუზის მონტაჟის გარდა, ჩვენი ხელოსნები შეაკეთებენ დაზიანებულ ჟალუზებს და მის ჩამოხსნაშიც დაგეხმარებიან. ასევე, თქვენი სურვილის შემთხვევაში მზად არიან საფარდეების მონტაჟი ან საფარდე კარნიზების გაკეთება უზრუნველყონ.

როგორ გავწმინდოთ ფარდა ჟალუზი

ფარდა ჟალუზის გასაწმენდად სხვადასხვა ხერხი არსებობს და ის თავად ფარდა ჟალუზზეა დამოკიდებული. მაგალითად, ხის ფარდა ჟალუზების ნესტიანი წესით გაწმენდა დაუშვებელია. გვირჩევენ, რომ მშრალი ჯაგრისით გავწმინდოთ ან მტვერსასრუტი გამოვიყენოთ. მეტალის ფარდა ჟალუზებზე დაგროვილ მტვერთან საბრძოლველად თქვენი ძველმანებიც დაგეხმარებათ. საკმარისია, ოდნავ დაანესტიანოთ და თითოეულ არხს თბილად გადაუსვათ ან საპნიანი წყალი შეასხუროთ, რამდენიმე წუთი დაელოდოთ და შემდეგ ნესტიანი ნაჭრით ფრთხილად გაწმინდოთ. ნაჭრის ფარდა ჟალუზების გასაწმენდად მათი ფრთხილად ჩამოხსნა, რულონებად დახვევა და საპნიან წყალში ჩალბობა დაგჭირდებათ. ამის შემდეგ მოგიწევთ, ფრთხილად გაწმინდოთ და ნესტიან მდგომარეობაში დააბრუნოთ უკან, ფანჯარაზე, რათა თავისი სიმძიმის წყალობით იდეალურად ჩამოსწორდეს. ბამბუკის ფარდა ჟალუზის შემთხვევაში ასევე მშრალი წმენდა დაგჭირდებათ. ის მტვერსასრუტით ან მშრალი ღრუბლით უნდა გაწმინდოთ. ლაქების ამოსაყვანად კი ავეჯის საწმენდი საშუალება გამოიყენოთ.

რა არის ფარდა ჟალუზის ფასი?

ფარდა ჟალუზის ფასი კვადრატულობით ითვლება და განსხვავდება მასალისა და დიზაინის მიხედვით. Metrix-თან თანამშრომლობისას შეკვეთამდე ჩვენი ხელოსნები ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდიან ფასების შესახებ, რომელიც 100%-ით უტყუარი იქნება და სამუშაოს მსვლელობისას არ შეიცვლება. ამისთვის ჩვენი ხელოსნები შეკვეთამდე აიღებენ ზუსტ ზომებს და თქვენთან შეთანხმებით შეარჩევენ მასალას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Metrix- ხელოსნები მზად არიან, ნებისმიერი ტიპისა თუ სირთულის ფარდა-ჟალუზის დამზადება უმაღლესი ხარისხით უმოკლეს დროში უზრუნველყონ.

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010