kanalizaciis gawmenda milebis gawmenda
ვმუშაობთ 24/7

kanalizaciis gawmenda milebis gawmenda

განცხადება:

საკანალიზაციო სამუშაოები, კანალიზაციის ხელოსანი, მილების გაწმენდა, კანალიზაციის ჭის ამოტუმბვა, გამოძახებიდან უმოკლეს დროში

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

კანალიზაციის სისტემა - ნაკლებად ცნობილი ფაქტები

მას ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თანამედროვე ცხოვრება მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურობის ერთ - ერთი მთავარი კომპონენტი. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ არც მეტი, არც ნაკლები - კანალიზაციის სისტემაზე. და მაინც, რა არის კანალიზაციის სისტემა? თითქოს ამაზე პასუხი ყველამ ვიცით, ეს ხომ ასე ნაცნობი და ახლობელი თემაა. მაგრამ, დამეთანხმებით, რომ პასუხის დროს ზუსტი განმარტება არც ისე ადვილია. რატომღაც, ამ თემის ხსენებისას, ჩვენ წარმოგვიდგება არა მთლიანი სისტემა, ასოცირება ხდება ყოველთვის პრობლემასთან, ანუ კანალიზაციის მილების გაწმენდასთან ან უბრალოდ გვახსენდება კანალიზაციის ხელოსანი. ამიტომ, მოდით, მეტ - ნაკლებად განვიხილოთ ეს თემა და ვისაუბროთ კანალიზაციის სიტემის რაობაზე, მის ფუნქციებზე, ძირითად სახეობებზე, მონტაჟის და ექსპლუატაციის თავისებურებებზე და ბოლოს მის პრობლემებზე; მათ შორის ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე - გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის სახეობებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.

 

რა არის კანალიზაცია?

თვითონ სიტყვა კანალიზაცია გამომდინარეობს სიტყვიდან არხი (канал - არხი). ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის ტექნიკური აღჭურვილობის და მილსადენის ქსელების ერთობლიობა. კანალიზაციის სისტემა არის თანამედროვე ურბანული და სოფლის მეურნეობის აუცილებელი ელემენტი. მისი მუშაობის გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს დასახლებულ პუნქტებში სავალალო შედეგები, ისეთები, როგორიცაა სანიტარული დაბინძურება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება. კანალიზაცია მთავრდება გამწმენდი ნაგებობის შესასვლელთან ან გარემოში ჩადინების წერტილთან. დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ტიპის საერთო და ცალკე საკანალიზაციო სისტემა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ წარმოდგენილ სახეობას აქვს უპირატესობები და რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეები. ასე რომ, საკანალიზაციო სისტემა სინამდვილეში არც ისე რთულია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ჩამდინარე წყლების განკარგვის პროცესი.

 

კატეგორიები:

არსებობს საკანალიზაციო სისტემის სამი ძირითადი კატეგორია:

1.    წვიმის (თოვილის) წყალი. ეს  სადრენაჟე სისტემაა, რომელიც განკუთვნილია მიწისქვეშ ზედმეტი ტენიანობის მოსაშორებლად.

2.     სამრეწველო - კვების, სამრეწველო და სამედიცინო -ფარმაცევტულ დაწესებულებებიდან გამოდინებული წყლების შეგროვება და გაწმენდა. 3.     საყოფაცხოვრებო (საყოფაცხოვრებო ფეკალური) - ადამიანის ორგანული დაბინძურებების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, გაწმენდა.

განვიხილოთ მესამე ტიპი ანუ საყოფაცხოვრებო. საყოფაცხოვრებო კანალიზაცია ორი სახისაა: ადგილობრივი ანუ როცა ის განთავსებულია კონკრეტულ შენობაში და ცენტრალიზებული - ქალაქის მასშტაბით.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების სისტემის ორივე ტიპი განსხვადება როგორც ექსპლუატაციის, ისე მოვლა - შეკეთების თვალსაზრისით, მათი განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე. როცა ცენტრალიზებულ სისტემაში საჭირო ხდება კანალიზაციის მილების გაწმენდა, ეს უმეტესად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. კონკრეტულ შენობაში, ანუ კერძო სახლში, განთავსებული საკანალიზაციო სისტემის მოვლა უფრო რთულია, გამომიდნარე იქიდან, რომ შეკეთების ან გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის დროს მთელი პასუხისმგებლობა, კანალიზაციის ხელოსნის გამოძახება და ფინანსური დანახარჯები ევალება მხოლოდ ერთ ადამიანს, სახლის მფლობელს. კანალიზაციის გაჭედვით გამოწვეული წყალგაყვანილობის პრობლემები სახლის მფლობელისთვის საკმაოდ „ძვირი სიამოვნება“ შეიძლება აღმოჩნდეს. რადგან გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა ძვირი და შრომატევადი პროცედურაა. ამიტომ სანამ კანალიზაციის ხელოსანს გამოიძახებდეთ, გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს. კარგად თუ დააკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოსვლის წინ თითქოს წინასწარ გატყობინებთ ამის შესახებ და უშვებს ეგრეთ წოდებულ „სიგნალებს“.  ამ „სიგნალების“ ანუ გამაფრთხილებელი ნიშნების მიხედვით უფრო ადვილია მიხვდეთ თუ რამდენად სერიოზულადაა საქმე და არის თუ არა იმის საჭიროება რომ გამოიძახოთ კანალიზაციის ხელოსანი.

 

კანალიზაციის გამაფრთხილებელი  ნიშნები

თუ იქნებით ყურადღებით და დააკვირდებით ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომელიც ახასიათებს გაჭედილ საკანალიზაციო სისტემას და ამ ნიშნების აღმოჩენისთანავე მიიღებთ ზომებს, ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ისეთ სერიოზულ და ძვირადღირებულ პროცედურებს, როგორიცაა ძვირიანი სანტექნიკური მოწყობილობების შეძენა, დაზიანებულის სანაცვლოდ ან თუნდაც კანალიზაციის ხელოსნების გამოძახება. თუ მაქსიმალურად უფრთხილდებით და ასუფთავებთ კანალიზაციის სისტემის ჩადინების წერტილებს და მიუხედავად ამისა, მაინც ატყობთ, რომ გადინება შენელებულია; თუ მოსინჯეთ ყველა ის რჩევა, რაც გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდას ეხებოდა და შედეგი მაინც ვერ მიიღეთ, მაშინ, ჩათვალეთ, ეს მინიშნებაა პრობლემის დასაწყისის თქვენს  საკანალიზაციო სისტემაში. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გაიჭედოს ერთდროულად რამდენიმე სანტექნიკური წერტილი ანუ თუ თქვენი აბაზანა, სამზარეულოს ნიჟარა, უნიტაზი ან საშხაპე თითქოს შეთანხმებულებივთ გაპრობლემდნენ, ესეც საყურადღებო სიმპტომია და იმის მანიშნებელია, რომ საქმე გვაქვს კანალიზაციის სიტემის დაბინძურებასთან. სანტექნიკურ მოწყობილობებს შორის ყველაზე პირდაპირ გამავალი გზა კანალიზაციაში აქვს უნიტაზს. ეს არის ყველაზე ფართო სადრენაჟე ხაზი.  ყველაზე ადრე პრობლემა აქ იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ, როცა პრობლემა კანალიზაციის სისტემაშია, უნიტაზის მიხედვით მიხვდებით თუ უნიტაზი უპრობლემოდ მუშაობს და ირეცხება შეუფერხებლად და ამავე დროს სხვა სანტექნიკური მოწყობილობები მდორედ და შეფერხებით ატარებენ წყალს,  ეს ნიშნავს, რომ კანალიზაციის გამავალ სისტემას კი არ აქვს პრობლემა, არამედ პრობლემა ლოკალურია და უნდა ვეძიოთ გამავალ მილებში და არა მთავარ  საკანალიზაციო სისტემაში ანუ უნიტაზის მუშაობაზე დაკვირვებით, თქვენ შეგვიძლით განსაზღვროთ დაბინძურების სირთულე და ამის მიხედვით მიხვდეთ, არის თუ არა საჭირო სპეციალისტის (კანალიზაციის ხელოსნის) ჩარევა.

1. თუ შეამჩნიეთ ასეთი შემთხვევა, რომ ტუალეტის ჩარეცხვის დროს ვანაში ან საშხაპეში აიწია წყლის დონემ უცაბედად, ეს საკმაოდ დიდ და საყურადღებო პრობლემაზე მიანიშნებს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა კანალიზაციის სიტემის რომელიღაც მონაკვეთში იწყება გაჭედვა. ამ დროს ჩარეცხილი წყალი ვეღარ გადის გაჭედილ სისტემაში და უკან ბრუნდება,რაც იწვევს ამოსვლას სახლის ყველაზე დაბალი წერტილიდან. ეს წერტილი, ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად არის ხოლმე საშხაპე. ასეთი შემთხვევის აღმოჩენისას სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები და შეუდგეთ  გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდას, სანამ პრობლემა უფრო არ გართულდა.

2. თუ ნიჟარაში წყლის გაშვების დროს შეამჩნიეთ, რომ უნიტაზში ბუშტები ამოქაფდა და უნიტაზმა უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო, მაშინ უნდა შეამოწმოთ ასეთი მეთოდით: უნიტაზთან მდებარე უახლოეს პირსაბანის ნიჟარაში ან საშხაპე ნიჟარაში გაუშვით წყალი და თუ უნიტაზში წყლის დონემ აიწია, თან ისევ ბუშტუკების გამოშვება დაიწყო, მაშინ ის დროა, რომ კანალიზაციის მილების გაწმენდაზე იზრუნოთ, რადგან ბუშტუკების მიზეზი შეიძლება იყოს სანტექნიკურ სისტემაში დაგროვილი ჰაერი. ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვება, დროთა განმავლობაში, შეიძლება პრობლემად იქცეს.

3. როცა სარეცხის მანქანას ჩართავთ, ამავდროულად გახსენით საშხაპეში წყალი და დააკვირდით, თუ მანქანაში წყლის ნაკადის შედინება და გადინება მოქმედებს შხაპიდან გამოსულ წყლის ნაკადზე, თითქოს წყალი გადმოსკდომაზეა საშხაპის ტელეფონიდან, ეს შესაძლოა არის ნიშანი იმისა, რომ დამანშავე თქვენი სახლის  კანალიზაციის მთავარი გადინების ხაზია და საქმე გვაქვს სერიოზულ სანტექნიკურ პრობლემასთან, რომლის გამოსასწორებლად  კანალიზაციის ხელოსანი შეიძლება დაგჭირდეთ.

4. ჰიგიენურ საშუალებებთან მიმართებაშიც, როგორიცაა ქაღალდის ხელსახოცები, ქალის ჰიგიენის საგნები, სველი ხელსახოცები ან თუნდაც სქელი ტუალეტის ქაღალდი, სიფრთხილე გმართებთ. ამ ყველაფრით შესაძლებელია ისე დაბლოკოთ კანალიზაცია, რომ ხელოსნის გამოძახება გახდეს საჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდია მილის დიამეტრი. რაც ფართოა მილი, მით ნაკლებად არის გაჭედვის შანსი. გაჭედილმა საკანალიზაციო - სადრენაჟო ხაზმა შეიძლება გავლენა იქონიოს მთელი სახლის პერიმეტრზე განლაგებულ წყალგაყვანილობის სისტემაზე.  თუ ეს პრობლემა გართულდა, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე შემთხვევა, როგორიცაა  დაბინძურებული წყლის და მასში გახსნილი ფეკალური მასების ამოდინება ისეთი ღია სივრცეებიდან, როგორიცაა უნიტაზი, ტრაპი, საშხაპე და ასე შემდეგ.  კანალიზაციის ხელოსნები თვლიან, რომ ეს არის ერთ - ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა, რომელიც შეხვედრიათ  საკანალიზაციო სისტემის დაზიანების დროს. ასეთი შემთხვევები უმეტესად ფიქსირდება მრავალსართულიან კორპუსებში, როცა ზედა სართულის მაცხოვრებლის დაუდევრობით რამე დიდი საგანი მოხვდება საკანალიზაციო სისტემაში, ძირითადად უნიტაზის მეშვეობით. კანალიზაციის ხელოსნების მონათხრობით, მათ დახვედრიათ კორპუსულ სახლში პირველი სართულის ბინა დატბორილი უნიტაზიდან ამოსული სიბინძურით. ეს არის ყველაზე მძიმე და შრომატევადი სამუშაო, ასეთ დროს გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა მოითხოვს დიდ გამოცდილებას და ასეთ შემთხვევაში არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სანტექნიკოსი, ამ დროს კანალიზაციის ხელოსნების ბრიგადის გამოძახებაა საჭირო და ასეთ დროს კორპუსულ სახლს რამდენიმე საათის განმავლობაში უწყდება კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მიწოდება.

 

კანალიზაციის გაჭედვის ნაკლებად ცნობილი გამომწვევი მიზეზები

რა იწვევს კანალიზაცისს გაჭედვას? ამაზე პასუხი მარტივია და თუ არის ვინმე, ვინც არ იცის, რა თქმა უნდა, მიმართავს საძიებო სისტემას. საძიებო სისტემის ყველაზე გავრცელებული პასუხია: ორგანული გაჭედვა, მსუბუქი და მძიმე საგნებით გამოწვეული გაჭედვა, მაგრამ რატომღაც თითქმის არსადაა ნახსენები გაჭედვა, რომელიც მცენარეების ფესვებითაა გამოწვეული. არადა, ძალიან ხშირად, კანალიზაციის ისეთ გაჭედვას, რომლის გაწმენდაც საკუთარი ძალებით შეუძლებელია და აუცილებლად კანალიზაციის ხელოსნის გამოძახება ხდება საჭირო, იწვევს ზუსტად ხის ფესვები. გაგიკვირდებათ და ეს სულაც არაა იშვიათი შემთხვევა და კიდევ ორმაგად გასაკვირია, თუ რატომ არის ასეთი მწირი ინფორმაცია ამის შესახებ, როცა სულაც არ არის ეს პრობლემა ხელწამოსაკრავი. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა კანალიზაციის მილების გაწმენდა საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელია. თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლის მოსინჯვაც ღირს და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

მოდით, მოკლედ გავეცნოთ ამ ნაკლებად ცნობილ მოვლენას. ეს პრობლემა უმეტესად თავს იჩენს ძველ სახლებში, სადაც, შესაბამისად, კანალიზაციის სიტემაც მოძველებულია. ძველად ხომ ძირითადად კანალიზაციის სისტემის გასამართად თუჯის მილებს ხმარობდნენ, ამ მილებს კი კარგა ხანია გაუვიდათ ექსპლუატაციის ვადა. დროთა განმავლობაში ამ მილებს გაუჩნდათ ნახეთქები, ბზარები და  სხვა დაზიანებები. რადგან კანალიზაციაში გამდინარე წყალი სითბოს და ტენს გამოყოფს, ამით იზიდავს ხის ფესვებს. ფესვი საკმაოდ ძლიერია. მას აქვს ძალა, რომ იპოვოს მილის უმცირესი დაზიანება და შეაღწიოს მასში და რადგან ფესვებს მილში ხვდება მისთვის ხელსაყრელი პირობები და უხვი საკვები, ის სწრაფად იწყებს ზრდას და ნაწილობრივ ახშობს კანალიზაციის მილს. სრულ გაჭედვას კი იწვევს უნიტაზში და საშხაპეში ჩაყრილი ტუალეტის ქაღალდები, თმის ღერები და სხვა ნარჩენები. ეს ყველაფერი ეხვევა ფესვებს და იწვევს ისეთ მყარ და ძლიერ საცობს, რომლის გაწმენდა სახლის პირობებში უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია და მისი გამკლავავება მხოლოდ გამოცდილ კანალიზაციის ხელოსანს ხელეწიფება.

 

გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის ხერხები

როგორც კი აღმოაჩენთ გაჭედვის სიმპტომებს, უნდა იმოქმედოთ დაუყოვნებლივ, რადგან, ამ შემთხვევაში, დრო თქვენი წინააღმდეგია. თუ კერძო სახლის მაცხოვრებელი ხართ და შეამჩნიეთ გაჭედვის სიმპტომები, ნუ იჩქარებთ ხელოსნის გამოძახებას. პირველ რიგში გამორთეთ წყალი ძირითადი მიმწოდებლიდან. საჭიროება თუ მოითხოვს უნდა გადაიკეტოს ქუჩიდან. შემდეგ უნდა დაათვალიეროთ ეზო, სარდაფი, სხვენი  და ყველა ის ლოკაცია, სადაც დასაშვებია რომ გადიოდეს კანალიზაციის გაწმენდის ხაზი. ეს ხშირად არის ხოლმე მოკლე და შედარებით მცირე დიამეტრის თეთრი მილი, რომელიც დალუქული უნდა იყოს ხრახნიანი სახურავით. როგორც კი ამ მილს იპოვნით, დაუყოვნებლივ მოუშვით ხრახნიანი სახურავი. ამ ქმედებით თქვენ დააგდებთ საკანალიზაციო სისტემაში წნევას და არის შანსი იმისა, რომ ამან გამოიწვიოს დაგროვილი სითხის დაწკრეტა საკანალიზაციო მილებიდან.

ქიმიური  გაწმენდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანალიზაციის გაჭედვის მიზეზი ხშირად ხის ფესვები არის ხოლმე. თუმცა ამის შემოწმება რთულია, რადგან დიდ სიღრმეზე შეიძლება იყოს ფესვები შეჭრილი მილში, რაც პრაქტიკულად მის დანახვას შეუძლებელს ხდის. ამიტომ, გამორიცხვის მეთოდით (როცა სხვა საშუალებებით შედეგი ვერ მიიღეთ) უნდა დაუშვათ ,რომ ეს არის ფესვები. ფესვების გაწმენდა რთულია და საჭიროა გამოცდილი ხელოსანი, თუმცა სანამ ხელოსანს გამოიძახებდეთ, შეიძლება მოსინჯოთ კანალიზაციის ქიმიური გაწმენდის მეთოდი. არის სანტექნიკოსების კატეგორია, რომლებიც თვლიან, რომ უნიტაზში ჩასხმული სპილენძის სულფატი, კლავს ხის ფესვებს.ეს დიდად წარმატებულ მეთოდად არ ითვლება, რადგან სითხე სწრაფად ირეცხება და ამის გამეორება მრავალჯერ მოგიწევთ, სანამ მოსალოდნელ შედეგს მიიღებთ, თანაც არც მთლად უსაფრთხოა კანალიზაციის სისტემისთვის. უფრო ეფექტური მეთოდია სისტემაში ჩაასხათ ქაფი, რომელიც შეიცავს ჰერბიციდ - დიკლობენილს. ეს ქაფი მილებს ედება და აქვს უნარი რამდენიმე საათში მოკლას ფესვები. ამ პროცედურის ცუდი მხარე ის არის, რომ მკვდარი ფესვის გახმობას დაფშვნას და კანალიზაციის სიტემიდან გამოდევნას თვეები დასჭირდება. თუმცა თუ სანტექნიკოსის გამოძახებთ, ასეთ შემთხვევაში ის შეძლებს მაღალი წნევის წყლის ჭავლით კანალიზაციის მილების გაწმენდას ფესვებისა და სხვა ნარჩენებისგან.

მექანიკური გაწმენდა

კანალიზაციის მექანიკური გაწმენდა ხდება სპეციალური ხელსაწყოებით. კანალიზაციის ხელოსნებს ამ შემთხვევისთვის აქვთ რამდენიმე ხელსაწყო კანალიზაციის მთავარი ხაზების გასაწმენდად. ყველაზე ეფექტური მათ შორის არის სპეციალურად შექმნილი მოქნილი კაბელი, რომელსაც საკანალიზაციო ტროსსაც ეძახიან. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ეს ხელსაწყოები იყიდოთ ან დაიქირაოთ და კანალიზაციის სისტემის გაწმენდა თავად ითავოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, არასწორად გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დააზიანოთ მილები, ამიტომ როცა მექანიკურ გაწმენდას გადაწყვეტთ, სჯობს ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
 

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010