კანალიზაციის ჭის გაწმენდა
ვმუშაობთ 24/7

კანალიზაციის ჭის გაწმენდა

განცხადება:

კანალიზაციის ხელოსანი, ჭის გაწმენდა, მილების გაწმენდა, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ცენტრალური საკანალიზაციო ჭის გასუფთავება

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

 

კანალიზაციის მილების გაჭედვა

კანალიზაციას ისევე როგორც ყველა სანტექნიკურ სისტემას, შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები. ამ პრობლემებს შორის ყველაზე გავრცელებული  კანალიზაციის მილების გაჭედვაა. პრობლემა საკმაოდ არასასიამოვნოა და სწრაფ რეაგირებას და ზომების მიღებას მოითხოვს,მაგრამ ნუ იჩქარებთ და გაეცანით რჩევებს, სანამ კანალიზაციის ხელოსანს გამოიძახებთ.

ხანდახან, ასეც შეიძლება მოხერხდეს, რომ  ხელოსნის გამოძახების გარეშე, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ ამ უსამოვნებას. თუ ხელთ გაქვთ სპეციალური ხსნარები და სითხეები ხომ უკეთესი,მაგრამ თუ არ არის, ნურც მაგაზე იდარდებთ, ხშირად, არც არის საჭირო სპეციალური საწმენდი ნაერთები. გამოიყენეთ ის, რაც შეგიძლიათ იპოვოთ სახლში და რითიც  გაჭედილი კანალიზაციის მილების გაწმენდას შეძლებთ

უნიტაზის გაჭედვა

საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ეს ის პრობლემაა, რომლის წინაშე, მინიმუმ, ერთხელ მაინც აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი. პირველ რიგში  ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა სწრაფად? სწრაფად იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს არის ისეთი საგანგებო ვითარება, რომელიც  მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაჭრას. უმეტეს შემთხვევაში თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სპეციალური ცოდნა. საკმარისია ადგილზე გქონდეთ საჭირო იარაღები და დეტალურად შეისწავლოთ ამ თემასთან დაკავშირებული რჩევები და რეკომენდაციები.

უნიტაზის დაბინძურების ტიპები

განასხვავებენ რამდენიმე ტიპის გაჭედვას. გაწმენდის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპისაა საცობი. უნიტაზის გაჭედვის ძირითადი ტიპებია: ორგანული საცობი, მცირე საგნებისგან გაჩენილი საცობი და მსხვილი საგნებისგან გამოწვეული გაჭედვა. კანალიზაციის ხელოსნების სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველაზე გავრცელებული ტიპი არის ორგანული საცობი. ამ ტიპის გაჭედვა არ ხდება მომენტალურად. ის დიდი დროის განმავლობაში გროვდება, ედება კედლებს და ნელ - ნელა ავიწროებს მილში გასასვლელს და თუ ამას დაემატა უნიტაზში პერიოდულად ჩაღვრილი ცხიმი და ჩაყრილი თმის ღერები, მაშინ რაღაც დროის გავლის შემდეგ, აუცილებლად მიიღებთ ძლიერ გაჭედვას, თუმცა, ხშირად ეს ისეთი ტიპის გაჭედვაა, როცა არ არის ხოლმე საჭირო კანალიზაციის ხელოსნის გამოძახება და შესაძლებელია გაუმკლავდეთ საკუთარი ძალებით. ამ პრობლემის დასაძლევად ხშირად საკმარისია სხვადასხვა ტიპის ქიმიკატი, რითიც მარტივად შესაძლებელია გაჭედილი უნიტაზის გაწმენდა. ეს საშუალებები ყველა სპეც. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ქიმიკატები რამდენიმე სახის შეიძლება იყოს: როგორც სითხის, ასევე გრანულების და ფხვნილის სახით. შემდეგ შემთხვევასთან, ანუ მცირე საგნების გაჭედვით გამოწვეულ საცობთან, ქიმიკატებით ბრძოლა არ გამოგადგებათ, უფრო მეტიც, ქიმიკატები ამ შემთხვევში თითქმის უშედეგოა, რადგან ეს გაჭედვა თავისი სპეციფიკით აბსოლუტურად განსხვავდება ორგანული გაჭედვისგან. მცირე საგნებით მომენტალურად გაჭედილი უნიტაზის გასაწმენდად ეფექტურია დგუშის გამოყენება. ეს ხელსაწყო კარგად უმკლავდება გაჭედილ მცირე დაბინძურებას, მათ შორის ტუალეტის ქაღალდისგან წარმოქმნილ საცობსაც. გამოდის რომ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ კანალიზაციის ხელოსნის გამოძახების გარეშე, თავად გაუმკლავდეთ ამ უსიამოვნო პრობლემას. იშვიათად, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა უნიტაზი გაჭედილია მასში მოხვედრილი სამშენებლო ნარჩენებით, მაგ. როგორიცაა ცემენტი, გაჯი, აგურის ნაფშვენი, შპალერის ან ნაჭრის ნაკუწები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, უკვე ძალიან რთულია საკუთარი ძალით გაუმკლავდეთ ამ სიძნელეს. ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელია სპეციალისტის, ანუ კანალიზაციის ხელოსნის გამოძახება. თუმცა აქაც შეგიძლიათ გამოძახებამდე თავად მოსინჯოთ ძალები. თუ ადგილზე გაგაჩნიათ სპეციალური კაბელი ან  კანალიზაციის ტროსი და გაქვთ რაღაც გამოცდილება ან თუნდაც ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ტროსი, მაშინ შეგიძლიათ მოსინჯოთ. ცდას არაფერი უდგას წინ. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, რომ ტროსის გამოყენებით მოგვარებულა მძიმე გაჭედვის პრობლემებიც.

გაჭედილი პირსაბანის მილი

თუ გაიჭედა პირსაბანის მილი, პირველ რიგში, სანამ შეუდგებით გაჭედილი მილის გაწმენდას, ჯერ მთავარია დაადგინოთ რამდენად ძლიერია საცობი. წყალს სულ ცოტათი მაინც თუ ატარებს, მაშინ შეგიძლიათ მოსინჯოთ საკვები სოდის, ძმრის და მარილის კომბინაცია.ეს პროდუქტები, ასე თუ ისე, ყველას გვაქვს სახლში. სადრენაჟე ხვრელში ჯერ უნდა ჩაყაროთ ერთი ჭიქა მსხვილი მარილი, შემდეგ დააყაროთ ამავე რაოდენობის სოდა და დაასხათ ძლიერი კონცენტრაციის ძმარი. ეს მასა დაიწყებს შიშხინს და  წვას. შეატყობთ, რომ ნელ - ნელა წვას განაგრძობს სიღრმეში, თუ პროცესი შენელდა, ჩაამატეთ ძმარი. გაითვალისწინეთ, რომ წვის დროს წარმოქმნილი  აირები და ბოლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეისუნთქოთ! 5 წუთის შემდეგ ხვრელში ჩაასხით დიდი რაოდენობით ადუღებული წყალი. იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანაში და უნიტაზშიც. კანალიზაციის ჭის გასაწმენდად (თუ ის მსუბუქადაა გაჭედილი) შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკური სოდა და შემდე მიუშვათ ძლიერი ჭავლით წყალი. თუ გაჭედვა ძლიერია, შეგიძლიათ ჯერ გამოიყენოთ სპეციალური ტროსი, თუ არ გაქვთ, სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ კუსტარული მეთოდით დრეკადი მავთულისგან და როცა ცოტა შეამსუბუქებთ გაჭედვას, შემდეგ უნდა ჩაყაროთ ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტის კომბინაცია. ეს მეთოდი ხშირად ამართლებს და თუ მაინც არ გაგიმართლათ და გაჭედვა მაინც უცვლელად დარჩა, მაშინ ის დროა, რომ გამოიძახოთ კანალიზაციის ხელოსანი, თუმცა ჯობს სანამ გამოიძახებთ, წინასწარ იცოდეთ თუ რა სიღმეზეა დაახლოებით საცობი და რამდენად ძლიერადაა გაჭედილი, რადგან კარგი კანალიზაციის ხელოსანი აუცილებლად დაგისვამთ ამ კითხვებს, რათა წინასწარ მომზადებული მოვიდეს შესაბამისი სამუშაო იარაღებით აღჭურვილი  კანალიზაციის გასაწმენდად.

როგორ მოვიძიოთ  კანალიზაციის ხელოსანი

გაჭედვის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ - ერთი მიზეზია არასწორი მონტაჟი. დიახ, ყველაზე ხშირად საცობები ჩნდება თავიდან არასწორად შესრულებული სამუშაოს გამო. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის უპასუხისმგებლო ან უცოდინარი ხელოსნების ბრალი, რომლებმაც თავის დროზე უგულისყუროდ და წესების დარღვევით დაამონტაჟეს ეს სანტექნიკური სისტემა. ამიტომ თუ თქვენი ძალებით ვერ გაუმკლავდით პრობლემას, მაშინ დროა მოიძიოთ კანალიზაციის ხელოსანი. ეს უნდა გააკეთოთ დიდი ყურადღებით და დაკვირვებით,რადგან არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს თუ რამდენი რამაა დამოკიდებული კარგ ხელოსანზე. ხელოსნის მოძიების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ყველაზე კომფორტული არის საძიებო სისტემების გამოყენება. საჭირო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ განახორციელოთ გუგლის საძიებო სისტემის ყველაზე გავრცელებული საძიებო ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა: კანალიზაციის ხელოსანი, კანალიზაციის ჭის გაწმენდა, გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა, თუმცა გრამატიკულად არასწორია, მაგრამ ლათინური ასოების გამოყენებითაც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას. მაგ. ისეთი სიტყვების ჩაწერით, როგორიცაა “kanalizaciis xelosani” ან “kanalizaciis gawmenda”. აგრეთვე შეგიძლიათ ინტერნეტში, სარემონტო ჯგუფებში მიიღოთ რეკონედაციები. მერწმუნეთ, კარგი კანალიზაციის ხელოსნის პოვნა ნიშნავს იმას, რომ უამრავი არასასიამოვნო პრობლემა გექნებათ აცილებული შემდგომში ,რასაც წამდაუწუმ სანტექნიკოსის გამოძახება და ხშირ - ხშირად კანალიზაციის გაწმენდა ჰქვია. კანალიზაციის გაჭედვის მიზეზები: მილები დიდი მნიშვნელობა აქვს  თუ რა მასალისგანაა დამზადებული  მილები. თუ თქვენი კანალიზაციის მილები თუჯისაა, ის  უფრო ხშირად გაიჭედება. თუჯის მილის ტექსტურა შიგნიდან არის უხეში და ოდნავ ხორკლიანი, ამის გამო დაბინძურება, განსაკუთრებით კი ცხიმი, ადვილად რჩება ასეთ ზედაპირზე და ფენებად ლაგდება დროთა განმავლობაში, რაც საბოლოოდ მილის დაცობას იწვევს და აუცილებელი ხდება კანალიზაციის გაწმენდა. არასწორი მონტაჟი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაჭედვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი კანალიზაციის არასწორი მონტაჟია: თუ მილები მკვეთრი მოხვევით არის ჩალაგებული, თუ მილებს არასწორი დახრა აქვთ  და თუ ჰიდროდინამიკური მახასიათებლები მცდარი გათვლებით არის გაკეთებული, მაშინ ჩათვალეთ რომ, ასეთი კანალიზაციის გაჭედვა რაღაც დროის გასვლის შემდეგ გარდაუვალი იქნება. კლიმატური პირობების არგათვალისწინება თუ თქვენი საცხოვრებელი ისეთ ზონაში მდებარეობს სადაც ხშირი ყინვები იცის, მაშინ უნდა გააკონტროლოთ, რომ კანალიზაციის მილები განლაგებული იყოს სათანადო სიღრმეზე, რათა თავიდან აიცილოთ მისი გაყინვა. მცოცავი ნიადაგი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ ნიადაგი, სადაც აპირებთ კანალიზაციის სისტემის დამონტაჟებას. თუ მილები ისეთ ადგილას ჩაყარეთ სადაც მცოცავი ქანებია, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შედეგად მიიღებთ დაზიანებულ სისტემას. არასწორი ექსპლოატაცია დაბინძურება ხშირად არასწორი ექსპლოატაციის შედეგია. ხდება ისე, რომ ქსოვილის ნაჭრები, მინის ნამსხვრევები, საკვების ნარჩენები და სხვა ამდაგვარი უამრავი ნაგავი ჩვენი მეოხებით ხვდება კანალიზაციის სისტემაში. ამ ნარჩენებს შეუძლიათ სწრაფად გაანადგურონ გადინების სისტემა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ამგვარად გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა, უნდა ეცადოთ რომ ეს ყველაფერი არ მოხვდეს სადრენაჟე მილებში. გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდა საკუთარი ძალებით კერძო სახლში სანამ გადაწყვეტთ რომელი მეთოდებით უფრო უპრანი და მოსახერხებელი იქნება თქვენთვის კანალიზაციის გაწმენდა, უნდა იპოვოთ ის წერტილი, სადაც უშუალოდ წარმოიქმნა საცობი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა შემოწმდეს მთელი სისტემა. თქვენ უნდა დაიწყოთ სისტემის შემოწმება იმ გადინების ხვრელიდან, რომლიდანაც წყალი არ გამოდის. ყველაზე ხშირად საცობები ჩნდება: 1. ხელსაბანის ნიჟარის გამდინარე მილის მოხრილ ადგილებში 2. აბაზანასა და სამზარეულოს შორის დამაკავშირებელ მილებში 3. უნიტაზის გამავალ მილში 4. უნიტაზის გამავალი მილისა და კანალიზაციის შეერთების ადგილას. კანალიზაციის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს. რომელ მეთოდს აირჩევთ დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ეს ფაქტორებია: დაბინძურებული ადგილის მდებარეობა, თუ რა მასალისგანაა გაჭედილი მილი დამზადებული და რამდენად ძლიერია გაჭედვა. გაჭედილი კანალიზაციის გაწმენდის მეთოდი კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რამდენიმე სახისაა: ქიმიური დასუფთავება, წმენდის მექანიკური მეთოდი, თერმული მეთოდი და ჰიდროდინამიკური წმენდა. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, თუჯის მილები ყველაზე ადვილად იჭედება სხვა მასალის მილებისგან განსხვავებით. მაგ. პლასტმასის მილები ნაკლებად იჭედება, მაგრამ თუ მაინც გაიჭედა, მაშინ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილი გაწმენდის ყველა მეთოდი. არსებობს გარკვეული ტიპის პლასტმასის მილები, რომლის თერმული გაწმენდა დაუშვებელია. აგრეთვე არასასურველია თხელკედლიან მილებზე ისეთი საწმენდების გამოყენება, რასაც გამოვიყენებდით ლითონის მილების შემთხვევაში.თუ საქმე ასეთ მილებთან გაქვთ, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ ქიმიური დასუფთავების მეთოდი. და ბოლოს, თავიდან რომ აიცილოთ სტატიაში აღწერილი პრობლემები, საჭიროა ამისთვის დაიცვათ მარტივი წესები. ვიმედოვნებთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები, მეტ - ნაკლებად აგაცილებთ კანალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შესაბამისად დიდხანს არ დაგჭირდებათ კანალიზაციის ხელოსნის გამოძახება. კანალიზაციის გაჭედვის პრევენცია იმისათვის, რომ კანალიზაციის სისტემის პრობლემები წინასწარ აიცილოთ და მისგან თავი დაიზღვიოთ, უნდა დაიმახსოვროთ რამდენიმე ოქროს წესი: წინასწარ თავი დაიზღვიეთ და აღჭურვეთ ყველა სადრენაჟო ხვრელი ბადით, რომელიც წყალს გაფილტრავს დაბინძურებისგან. არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდოთ კანალიზაციაში ქსოვილის ნაკუწები, ან ისეთი ტიპის ქაღალდი, რომელიც წყალში ძნელად იშლება ან საერთოდ არ იშლება. ასეთი ქაღალდებია: ეგრეთ წოდებული სველი ხელსახოცები, შპალერის ტიპის ქაღალდი, ერთჯერადი ხელსახოცების რაღაც კატეგორია და ა. შ. თუ სახლში გყავთ პატარები, გააკონტროლეთ რომ ბავშვებმა არ ჩაყარონ უნიტაზში მცირე ზომის ნივთები და სათამაშოები, მერწმუნეთ, მათ ამის გაკეთება ძალიან უყვართ. კატეგორიულად არ შეიძლება საკვები ნარჩენების ჩაყრა უნიტაზში ან სხვა სადრენაჟო ხვრელებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ნარჩენები ცხიმს შეიცავს. ამისთვის უკეთესია ნაგვის ურნის გამოყენება,  მისი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის. დასუფთავების დროს ნუ დაგეზარებათ მდუღარე წყლით დაამუშაოთ სანიაღვრე ხვრელები. წელიწადში ერთხელ მაინც, პროფილაკტიკის მიზნით, ეცადეთ, რომ კანალიზაციის სადრენაჟე ხვრელები ქიმიური ნაერთებით დაამუშაოთ. ეს მცირე პროფილაკტიკური სამუშაოები დაგიცავთ ისეთი დიდი პრობლემებისგან, რასაც კანალიზაციის გაჭედვა ჰქვია და ბევრმა თქვენგანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რაოდენ უსიამოვნოა და რთულია მასთან გამკლავება სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებთან შედარებით. დაიცავით წესები: ნუ დაგავიწყდებათ, რომ  უნიტაზი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ამიტომ გამოიყენეთ ნაგვის ურნა საკვების ნარჩენების და სხვადასხვა ტიპის ნაგვის მოსაშორებლად. სახლის დალაგების შემდეგ, სანამ ჩაღვრით ჭუჭყიან წყალს უნიტაზში ან სხვა სადრენაჟე სივრცეში, აუცილებლად შეამოწმეთ ხომ არ დაგრჩათ ტილო ჭურჭელში. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კანალიზაციის გაჭედვის მიზეზი არის ტილო, რომელიც მასში ასეთი გზით მოხვდა. იზრუნეთ ,რომ აბაზანის და ნიჟარების სადრენაჟო ხვრელებზე იყოს ხარისხიანი ბადეები. სამზარეულოში გარეცხეთ ჭურჭელი მაქსიმალურად ცხელი წყლით, რადგან, სტატისტიკური მონაცემებით, სამზარეულოს მილების გაჭედვის მაქსიმალური რაოდენობა ხდება ზაფხულში. ეს აიხსნება იმით, რომ წყლის გამაცხელებელში ცხელი წყლის ტემპერატურის შემცირება ხდება 40-45 გრადუსს ქვემოთ, რაც იწვევს ცხიმის დაგროვებას მილის კედლებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010