რკინის კარის დამზადება | 597 70 10 10

რკინის კარის დამზადება

დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის კორპუსის ბინის, სადარბაზოს და ჭიშკრის კარებებს, კარზე ფიგურების მრავალფეროვანი არჩევანით, დახვეწილი უზორებით და გადაბმებს შორის სუფთა ნახელავით.

ხელმისაწვდომია 364 სპეციალისტი

რკინის კარის დამზადება ან გამოცვლა გადაწყვიტეთ და არ იცით, ვის მიმართოთ? მომხმარებლების უმეტესობა სწორედ ამ ეტაპზე ხარჯავს ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას იმაზე ფიქრში, თუ ვის მიანდოს ეს მნიშვნელოვანი საქმე. კარგ მემონტაჟეზეა დამოკიდებული, დროულად მოაგვარებთ თქვენს პრობლემას თუ უსაშველოდ გაგეწელებათ და რამდენიმე დღის შეცვლილი კარი მალევე ისევ შესაცვლელი გექნებათ. სწორედ ამიტომ, რკინის კარის ხელოსანის მოძიებისას ჩვენი რჩევაა, განსაკუთრებით ფრთხილად და გონივრულად იმოქმედოთ.

რკინის კარის მემონტაჟის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. არასწორად აღებულმა ზომებმა, არასაკმარისმა გამოცდილებამ, საქმის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა, კარის დამზადების ვადები და ბიუჯეტი საგრძნობლად გაზარდოს. დიდია შანსი, რომ კარი ცუდად ან საერთოდ ვერ დაიხუროს. მასალაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამ ეტაპზე დაზოგილმა თანხებმა შესაძლოა, ჯამში მეტი ხარჯი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რკინის კარის ხელოსნის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ დამოკიდებულება.

თუ რკინის კარის  შეცვლა გადაწყვიტეთ და მაღაზიებში სიარულის დრო არ გაქვთ, Metrix საუკეთესო გამოსავალია. მეტრიქსის კარის ხელოსანი თქვენთან შეთანხმებულ დროს მოგაკითხავთ, 100%-იანი სიზუსტით აიღებს ზომებს და თქვენი რეკომენდაციებისა და სურვილების შესაბამისად უმოკლეს დროში დაგიმზადებთ და დაგიმონტაჟებთ კარს. რაც მთავარია, გთავაზობთ კარზე ფიგურების მრავალფეროვან არჩევანს, დახვეწილ უზორებსა და გადაბმებს შორის სუფთად შესრულებულ სამუშაოს. თუ რკინის კარის გამოცვლას არ გეგმავთ და ძველის რესტავრაცია გადაწყვიტეთ, არც ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. რკინის კარის გამოცდილი ხელოსნები თქვენი სურვილის შესაბამისად განაახლებენ მას და უმოკლეს დროში ჩაგაბარებენ შეკვეთას. აქვე ორიოდე რეკომენდაციასაც გაგიზიარებთ. თუ გსურთ, რკინის კარის გამოცვლა მალევე არ მოგიხდეთ, საჭიროა, კვირაში ორჯერ მაინც გაწმინდოთ. ასე დიდხანს შეუნარჩუნებთ ხასხასა ფერს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეკორატიულ ჩანართებს, რათა თავიდან აიცილოთ ჩამჯდარი ჭუჭყი. სასურველია, თუ კარს რბილი ნაჭრით გაწმენდთ და სპეციალურ ხსნარებს გამოიყენებთ.

შესასვლელი კარის გარდა, ჩვენი ხელოსნები სადარბაზოს შესასვლელ კარსაც დაგიმზადებენ. საჭიროების შემთხვევაში სადარბაზოს ჩაკეტილი კარის გაღებაშიც დაგეხმარებიან და მის შეცვლასაც უზრუნველყოფენ. თუ კოდირებული საკეტის დაყენებას გადაწყვეტთ, არც ეს იქნება პრობლემა. უმოკლეს დროში მოგემსახურებიან და საქმეს უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ.

თუ რემონტის შემდეგ კარის შეღებვის პროცესი გაგეწელათ, არც ეს იქნება პრობლემა. ზარი Metrix-ში და ჩვენი ხელოსანი უმალ თქვენთან გაჩნდება. ის დაგეხმარებათ ინტერიერის შესაბამისი ფერის არჩევაში და შეღებვასაც დროულად უზრუნველყოფს. რაც მთავარია, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ჩვენ მიერ შერჩეული საღებავი აუცილებლად იქნება უმაღლესი ხარისხის და თქვენს სამსახურშიც დიდხანს დარჩება.

რკინის კარის შეკვეთით დამზადების გარდა ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება რკინის კარის საკეტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა. წარმოიდგინეთ, საღამოს სამსახურიდან ბრუნდებით, დაღლილი ხართ, ერთი სული გაქვთ, როდის მოკალათდებით დივანზე და თქვენს საყვარელ სერიალს ჩაუჯდებით. ამ დროს კი აღმოაჩენთ, რომ შესასვლელი კარის საკეტი გაფუჭდა და აღარ იღება. თუ Metrix-ის რკინის კარის ხელოსნის გამოძახებას გეგმავთ, სანერვიულო ნამდვილად არაფერია. მას მრავალწლიანი გამოცდილებისა და ცოდნის დახმარებით შეუძლია, უპრობლემოდ გააღოს ჩაკეტილი კარი. საჭიროების შემთხვევაში კი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოცვლის როგორც კოდირებულ, ასევე ჩვეულებრივ საკეტს. რაც მთავარია, რკინის კარის საკეტის შესაძენად სირბილი თქვენ არ მოგიწევთ. ამ პროცესს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ თავად უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ Metrix-ის რკინის კარის ხელოსნების გამოძახება დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა, შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სერვისით სარგებლობა დაგჭირდებათ. ისინი უსწრაფესად და უმაღლესი ხარისხით მოგემსახურებიან, იქნება ის:

  • რკინის კარის შეკვეთით დამზადება
  • რკინის კარის ჩასმა/მონტაჟი
  • რკინის კარის რესტავრაცია თუ რეგულირება
  • რკინის კარის დაშპონვა
  • რკინის კარის გაწმენდა
  • რკინის კარის შეღებვა
  • ჩაკეტილი რკინის კარის გაღება
  • რკინის კარის საკეტის დაშლა თუ აწყობა
  • სადარბაზოს კარის დამზადება
  • სადარბაზოს კარის გაღება/საკეტის დამზადება და სხვა.

რკინის კარის დამზადება და ფასები ინდივიდუალურია და სრულად თქვენს შეკვეთაზეა დამოკიდებული: რა ზომისაა კარი, რა სირთულის სამუშაოა შესასრულებელი, რომელი მასალა გაქვთ შერჩეული  და ა.შ. ამ დეტალებს ხელოსანი ზომების აღების შემდეგ გაგაცნობთ, შეკვეთის გაფორმება კი მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ მოხდება.

 

მოითხოვე სპეციალისტი +995 597701010
ადამ მიცკევიჩის 29 ბ
@
info@metrix.ge