საკეტის ხელოსანი | 597 70 10 10

საკეტის ხელოსანი

კოდირებილი და ჩვეულებრივი კარის საკეტების გამოცვლა, საკეტის დაყენება, ჩაკეტილი კარის გაღება, კარზე საკეტი მექანიზმების მიტანა მონტაჟი, პროფესიონალი ხელოსნების გუნდი მოგემსახურებათ სწრაფად და ხარისხის ნორმების დაცვით.

ხელმისაწვდომია 364 სპეციალისტი

Metrix-ის სპეციალისტების გუნდი სახლთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევის სადარაჯოზე

Metrix.ge გაძლევთ საშუალებას, ერთ სივრცეში ისარგებლოთ ნებისმიერი მიმართულების სპეციალისტის მომსახურებით. ამ შემთხვევაში კი თქვენს სამსახურშია - კარის ხელოსანი გამოძახებით. ის თქვენი გამოძახებიდან უმოკლეს დროში მოვა თქვენთვის სასურველ ობიექტზე და დროულად მოგიგვარებთ პრობლემას. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება გასაკეთებელი: საკეტების შეკეთება, საკეტების შეცვლა და ახალი საკეტის დაყენება, კარის გაღება თუ უბრალოდ საკეტი მექანიზმის მონტაჟი. ის ყოველგვარი გართულების გარეშე მოგიგვარებთ პრობლემას, რომელიც რკინის კარისა თუ საკეტების შეკეთებას ეხება.

 

საკეტის ხელოსანი

ვის უყვარს თავს დატეხილი მოულოდნელი სიურპრიზები? რა თქმა უნდა, არც არავის, თუ რამე პოზიტიურ მოვლენასთან არ ასოცირდება. სხვა შემთხვევაში სიურპრიზი მხოლოდ არასასურველ თავსატეხს წარმოადგენს, რომელიც ხასიათს გვიფუჭებს და კარგად დაგეგმილ დღეს თავდაყირა გვიყენებს. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს პოზიტიური განწყობით გაიღვიძეთ და პირდაპირი მნიშვნელობით მზად ხართ, მთები გადადგათ. ერთი სული გაქვთ, სამსახურში მიხვიდეთ და დილისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საგულდაგულოდ შესრულებული პროექტი წარადგინოთ. გადიხართ სახლიდან და ყველაფერი უკუღმა ტრიალდება. სახლიდან გასვლისას აღმოაჩინეთ, რომ რკინის კარის საკეტი გაფუჭდა და აღარ იკეტება. სახლს ღიას ხომ არ დატოვებთ? იძულებული ხართ, იდეალურად დაწყებული დილის ნარჩენები ხელოსნის ძიებასა და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების მცდელობაში გაატაროთ.

რატომ ვირჩევთ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს, როდესაც საქმე საკეტების შეკეთებას ეხება

საკეტის ხელოსნები, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულები, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. საკეტის გამოცვლისას ან ჩაკეტილი კარის გაღებისას ისინი ძალიან ფრთხილად და სუფთად მუშაობენ. ისე, რომ ამით კარი არ დააზიანონ და ზედმეტი საფიქრალი არ გაგიჩინონ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული საქმის შესრულებისას თქვენი სახლი და კომფორტი გამოცდილ, პროფესიონალ ხელოსნებს მიანდოთ. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ ნერვიულობას, დამატებით გამოჩენილ პრობლემებსა და რაც მთავარია, ზედმეტად გამოწვეულ ხარჯებს.

Metrix-ის საკეტისა თუ რკინის კარის ხელოსანთან თანამშრომლობისას თქვენ ყველანაირი შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან ხართ დაცული. როდესაც Metrix-ის გუნდი თქვენ გვერდითაა, თავს დატეხილ ნებისმიერ მოულოდნელობას შეგიძლიათ, შესაშური სიმშვიდით შეხვდეთ. გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენთან თანამშრომლობისას ზოგავთ არა მხოლოდ დროსა და ბიუჯეტს, არამედ თავს იცავთ სამომავლო გართულებებისა და დისკომფორტისგან.

როგორ ვიგრძნოთ თავი მეტად უსაფრთხოდ

მეტი უსაფრხოებისთვის რკინის კარზე ე.წ. გლაზოკის დაყენებას თუ გადაწყვეტთ, Metrix-ის რკინის კარის ხელოსანი გამოძახებით ამაშიც დაგეხმარებათ. ის თქვენი სურვილის მიხედვით დაიჭერს თადარიგს და თქვენთან გავლილი რეკომენდაციების საფუძველზე უზრუნველყოფს კარზე ,,გლაზოკის“ ამოჭრას. თუ უბრალოდ რამე მიზეზით დაგიზიანდათ, არც ეს წარმოადგენს სირთულეს - ამაშიც ჩვენი სპეციალისტი დაგეხმარებათ და პრობლემას უმოკლეს დროში მოგიგვარებთ.

რადგან უსაფრთხოებას შევეხეთ, ალბათ დაგვეთანხმებით, მნიშვნელოვანია, რომ სადარბაზოს შესასვლელი კარი საგულდაგულოდ კონტროლდებოდეს და მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ შიგნით შესვლა, ვისაც კოდთან აქვს წვდომა. ეს დღეს ალბათ სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ თქვენს სადარბაზოს ჯერ კიდევ არ აქვს კოდირებული საკეტი, აუცილებლად გამოიძახეთ Metrix-ის ხელოსანი და დარწმუნებული იყავით, რომ ამ კუთხითაც არანაირი საფრთხე აღარ დაგემუქრებათ.

თუ დროთა განმავლობაში სადარბაზოს კარი დაზიანდა, საკეტი მწყობრიდან გამოვიდა და ვეღარ ახერხებთ მის ჩაკეტვას ან გაღებას, ამ შემთხვევაშიც ჩვენი სპეციალისტის იმედი გქონდეთ. ჩვენი კარის საკეტის ხელოსნებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კოდირებული კარის შეკეთაბა ან კოდირებული კარის საკეტის შეცვლა.

საკეტის ხელოსანი გამოძახებით 24/7-ზე

ხელოსანთან დაკავშირებული სერვისებით დღეს ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ის, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს გამოცდილება, პოფესიონალიზმი, ადვილად ხელმისაწვდომობა და სანდოობაა. ანუ ყველაფერი ის, რაც თქვენი პრობლემის დროულ და ხარისხიან მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენი სპეციალისტების გამოძახება დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რადგან ისინი 24/7-ზე არიან ხელმისაწვდომები და პრობლემის გაჩენისთანავე მზად არიან, თქვენთან გაჩნდნენ. მითუმეტეს, რომ წინასწარ ძალიან ძნელია განსაზღვრო, დღის რომელ მონაკვეთში გამოვა მწყობრიდან ესა თუ ის მოწყობილობა. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვეევბისგან თავის დასაცავად ვართ მუდამ თქვენი საჭიროებების სადარაჯოზე.

რაც მთავარია, შეგიძლიათ, საკეტის ხელოსანი თუ რკინის კარის ხელოსანი თბილისის ნებისმიერ უბანში გამოიძახოთ. იქნება ის საბურთღალო, ვაკე, დიდი დიღომი, გლდანი თუ თემქა. ჩვენი ხელოსნები ნებისმიერ ლოკაციაზე მოვლენ და თან საჭირო ხელსაწყოებსაც წამოიყოლებენ. თქვენი სურვილის შემთხვევაში მაღაზიებში სიარულის დისკომფორტსაც აგაცილებენ თავიდან და საჭირო მასალას თავად შეიძენენ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

რა არის საკეტის შეცვლის ფასი?

საკეტის შეცვლის ფასი სრულად სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული. გააჩნია, უბრალოდ რკინის კარის საკეტია დაზიანებული, თუ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული დეტალი. რომელ საკეტზე შეაჩერებთ არჩევანს და რა არის თქვენი მიზანი: საშუალო ხარისხის საკეტით ჩანაცვლება თუ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კიდევ დიდხანს იყოთ მშვიდად. თუ სადარბაზოს კარის კოდირებულ საკეტს ცვლით, რა თქმა უნდა, ფასები აქაც განსხვავებულია. ჩვენი სპეციალისტები სამუშაოს დაწყებამდე აუცილებლად დეტალურად გაგაცნობენ მომსახურების ფასებს და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ შეუდგებიან დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

გარანტია მეტი სიმშვიდისთვის

ჩვენი ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე 100%-ით ვართ პასუხისმგებელნი. მომხმარებლის უკუკავშირი გვეხმარება, დღითი დღე გავაუმჯობესოთ სერვისი და მომხმარებელს მას კომფორტზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ. მეტრიქსისთვის კმაყოფილი მომხმარებელი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, მთელი რიგი პროცესები გვაქვს გათვალისწინებული ხელოსნების შესარჩევად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელით შესრულებული სამუშაო ყოველთვის საუკეთესო და გამორჩეული იყოს. რკინის კარის საკეტების შეცვლისას თუ სადარბაზოს კარის კოდირებული საკეტის გამოცვლისას ჩვენს მომხმარებელს გარანტიას ვთავაზობთ და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

მოითხოვე სპეციალისტი +995 597701010
ადამ მიცკევიჩის 29 ბ
@
info@metrix.ge