კომპანიის შესახებ

სარემონტო კომპანია მეტრიქსი სამშენებლო სარემონტო სფეროში არსებულ, ინოვაციურ-კრეატიულ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მრავალწლიანი ანალიზის შედეგად 2018 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენ ვხედავთ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ ვქმნით განსაკუთრებულ მომსახურებებს, რომელთა ერთიანობაც საბოლოოდ გადაწყვეტს ამ სფეროში დაგროვილ უამრავ პრობლემას.
მეტრიქსი მანქანამეტრიქსის ხელოსანი

მეტრიქსის მომსახურებები

დიზაინერი-ინტერიერის დიზაინი
​​​​​​​მომსახურება თქვენი სივრცის იდეალური და კრეატიული გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კვადრატულ მეტრზე.  მეტრიქსის დიზაინერები ქმნიან გამორჩეული ხასიათის პროექტებს, სივრცეს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით.

რემონტი სახლის, ბინის, ოფისის, აგარაკის 
მოქნილი გუნდი თანამედროვე აღჭურვილობით, რომელსაც გასაოცრად მოკლე დროში შეუძლია დიზაინერის თუ თქვენი იდეების სისრულეში მოყვანა, შეკვეთის დასრულება უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით და ყველა სამშენებლო-სარემონტო ნორმის დაცვით

ავეჯის დამზადება
ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალა, იდეალურად შერჩეული ფერი და ფაქტურა, უმაღლესი ხარისხის დამხმარე მექანიზმები, მეტრიქსის გუნდი აღნიშნულ მასალას მილიმეტრების სიზუსტით არგებს ერთმანეთს, ჩვენს მიერ შესრულებული ავეჯი გიქმნით სრულ კომფორტს და იდეალურ განწყობას მასთან შეხებისას.

ვიპ მასტერი-ხელოსანი გამოძახებით
ხელოსანთა ჯგუფი რომელიც სწრაფად და მაღალი პასუხისმგებლობით აგარიდებთ თავიდან, მოულოდნელად წარმოჩენილ უსიამოვნებებს, ვიპ მასტერი თქვენი ოჯახის ხელოსანია

სამშენებლო მასალები-ს ონლაინ მაღაზია
​​​​​​​ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით საქართველოს მასშტაბით, ყველასგან გამორჩეული, დახვეწილი, მარტივი და პრაქტიკული  სამშენებლო მასალების ონლაინ მაღაზია, რომელსაც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ გააჩნია დღესდღეობით ალტერნატივა, კომპანია მეტრიქსი ამ მხრივ სულ უფრო და უფრო მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ, ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ  ამ სფეროს განვითარებაზე.

ფასეულობები

პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა- ეს მეტრიქსის ფასეულობათა სისტემაა, ამ სისტემის საყრდენ ცენტრს წარმოადგენს ადამიანური ურთიერთობები და კომპანიის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. მიგვაჩნია, რომ  კომპანიის გაცემულ სარგებელზე და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე დგას მეტრიქსის მომავალი.

მისია

კომპანია მეტრიქსი შექმნილია იმისთვის, რომ გარდაქმნას ქართულ სარემონტო ბაზარზე არსებულ, რთულ და საშინელ პრარაბულ სისტემაზე აწყობილი მდგომარეობა, ჩვენ შევცვლით სრულად ქართულ რეალობას და სარემონტო სივრცეს ვაქცევთ ადამიანებისთვის ბედნიერების და სრულყოფილების განცდის ადგილად.