aveji-stomatologiuri-klinikistvis
ავეჯის დამზადება

ავეჯი სტომატოლოგიური კლინიკისთვის

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

578

0

01.05.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

საქართველოში ავეჯის დამამზადებელი ბევრი კომპანიაა წარმატებული თავის საქმეში და მაღალი კლასის ავეჯს ამზადებს, მაგრამ როცა საქმე სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ავეჯის დამზადებას ეხება, აქ სურათი იცვლება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა ავეჯის ხარისხი პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანია ამ მიმართულებით ფლობდეს სპეციალურ ცოდნას და  სამუშაო გამოცდილებას და გააჩნდეს შესაბამისი დამადასტურებელი სერთიფიკატი.


ძირითადი მახასიათებელი

სტომატოლოგიური ავეჯი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამედიცინო ავეჯი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა დადგენილ სტანდარტსა და ნორმას. ასეთი ავეჯი აუცილებლად გათვლილი უნდა იყოს უსაფრთხოებაზე, ჰიგიენურ ნორმებზე, ერგონომიკაზე და კომფორტზე. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვისაც, რადგან სამუშაო პროცესის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ავეჯის ყველა დეტალი იყოს გამძლე და სტაბილური, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოება. თუ თქვენი კლინიკა არასტანდარტული განლაგებით გამოირჩევა ან უბრალოდ გჭირდებათ შექმნათ კრეატიული და განსხვავებული სივრცე, მაშინ სჯობს ავეჯის ინდივიდუალური შეკვეთა თქვენზე მორგებული დიზაინით. ავეჯის შეკვეთის დროს გაითვალისწინეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის უხარვეზო მუშაობას. ავეჯი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და იყოს:

უსაფრთხო:

1. მკვეთრი კუთხეების გარეშე, გლუვი ზედაპირებით;
2. მყარი კონსტრუქციის;
3. რეკომენდებულია, დამზადებული იყოს ჰიპოალერგიული მასალით;
4. თუ ოფისში გამოიყენება ვერცხლისწყლის ამალგამი, მაშინ კონტრტოპები უნდა იყოს დამზადებული გაუმტარი მასალისგან, კიდეების გასწვრივ აღჭურვილი საიმედო საზღვრებით. ასეთ შემთხვევაში ღია ვარანტი აკრძალულია.


სამედიცინო ავეჯი

კომფორტული:

1. მარტივი კონსტრუქციებით, რაც ხელს შეუწყობს მუშაობის პროცესის გამარტივებას;
2. მარტივად გადასაადგილებელი;
3. ერგონომიული.

ჰიგიენური:

1. ტენიანობის და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ მდგრადი;
2. მისი ცალკეული ნაწილები დამზადებული უნდა იყოს სპეციალური მასალისგან;
3. ასეთი ავეჯი არ უნდა აგროვებდეს ჭუჭყს და კარგად ექვემდებარებოდეს გაწმენდას;
4. სასურველია იყოს ეპოქსიდური საღებავებით დაფარული, ასეთი მოდელები სრულიად  აკმაყოფილებს ჰიგიენურ მოთხოვნებს;
5. მექანიკური, ქიმიური, თერმული და ყველანაირი აგრესიული საწმენდების და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მდგრადი.


სტომატოლოგიური ავეჯი

საიმედო:

1. ხარისხიანი მექანიზმებით, რომელიც გაუძლებს ყოველდღიურ ინტესნიურ დატვირთვას;
2. ჩარჩოებისთვის უნდა იყოს გამოყენებული ფოლადი, ფხვნილით დაფარული ალუმინი კი მოძრავი ნაწილებისთვის, აგრეთვე მობილური მაგიდებისთვის და ა. შ...

ესთეტიკური:  

1. ავეჯის ესთეტიკური მხარე პაციენტში უნდა იწვევდეს სიმშვიდის და კომფორტულობის შეგრძნებას.
2. ავეჯის ვიზუალმა ექიმს უნდა შეუქმნას ყოველდღიური სამუშაო განწყობა.

ეკოლოგიურად უსაფრთხო ავეჯი

მეტის გაგება

ავეჯის განთავსება ფუნქციური ზონების მიხედვით

სტომატოლოგიურ დაწესებულებაში ავეჯის განთავსება ხდება ზონალურად, ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით. ყველა ზონისთვის შეირჩევა ინდივიდუალურად მასზე მორგებული ავეჯი და ნივთები. ასეთი ზონებია:

1. მოსაცდელი და მისაღები ოთახები:

მოსაცდელში, უმჯობესია, მოათავსოთ მარტივი ფორმის რბილი ავეჯი, დაფარული ტყავით ან სხვა გამძლე საფარით. ასეთი ავეჯი გამოიყურება ელეგანტურად, აქვს ხელმისაწვდომი ფასი და გამძლეა ვიზიტორების დიდი ნაკადის შემთხვევაშიც კი.
მისაღებში აუცილებელია ადმინისტრატორის მაგიდა, კარადები ან საკიდები პაციენტის გარე ტანსაცმლისთვის. მისაღებში უნდა იყოს განთავსებული კომფორტული დივნები, სავარძლები ან რბილი სკამები, რათა მომლოდინე პაციენტებმა არ იგრძნონ დისკომფორტი.

2. სტომატოლოგიური კაბინეტი:

სტომატოლოგიური კაბინეტის აღჭურვილობა ორი სახისაა: ძირითადი და დამხმარე. ძირითადია აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მკურნალობისთვის. დამხმარეა, როცა გამოიყენება კონკრეტული მანიპულაციებისთვის.
ექიმის ძირითადი აღჭურვილობაა: სტომატოლოგიური სკამი, ექიმის სკამი, ასისტენტის სკამი, სამანიპულაციო მაგიდა. დამხმარე აღჭურვილობა: სხვადასხვა მოწყობილობა კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციების შესასრულებლად.
ექთნის ძირითადი აღჭურვილობაა: სამუშაო მაგიდა, დოკუმენტაციის შესანახი კარადა, კომპიუტერის მაგიდა და სკამი. დამხმარე აღჭურვილობა: ხელების დასაბანი ნიჟარა, კონტეინერები და სათავსოები სადეზინფექციო ხსნარებისთვის, საკეტიანი კარადა ტოქსიკური და ძლიერი მედიკამნეტებისთვის, სანიტარული მოწყობილობები და ა. შ...


სტომატოლოგიური ავეჯი

3. ლაბორატორია:

ძირითადად აღჭურვილია შემინული კარადებით და სპეციალური ღია ტიპის ლითონის თაროებით.

4. საწყობი:

გამოიყენება სპეციალური კარადები ინვენტარისა და  პრეპარატებისთვის, გამძლე მასალისგან დამზადებული სათავსოები აღუჭურვილობის შესანახად, დახურული და ღია ტიპის მაღალი სტელაჟები სხვადასხვა დანიშნულებისთვის. (სასურველია ჭერამდე).

5. სივრცე არქივის განსათავსებლად:

ხის ან ლითონის ნესტგამძლე ღია ტიპის თაროები, დახურული კარადები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბუთებისთვის.

6. პერსონალის დასასვენებელი სივრცე:

კარადები, ბუფეტი, მაგიდა, საკიდი, რბილი ავეჯი: დივანი, სავარძლები, რბილი სკამები.


ავეჯი დასვენებისთვის


სამედიცინო ავეჯისთვის შესაფერისი მასალები

რადგან სტომატოლოგიური ავეჯის ექსპლოატაცია მიმდინარეობს ინტენსიური დატვირთვით და ყოველდღიური გამოყენების გამო ხდება მისი მაღალი ხარისხით დაბინძურება, ამიტომ მის დასამზადებლად საჭიროა მაქსიმალურად გამძლე მასალა, რომელიც გაუძლებს ყოველდღიურ გაწმენდა-დასუფთავებას აგრესიული საშუალებებით ისე, რომ მრავალი წლის განმავლობაში არ შეელახება ესთეტიკური გარეგნობა და  შეუნარჩუნდება პირვანდელი ვიზუალი.

ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს შემდეგი მასალები:

• ლამინირებული მერქანბურბუშელას ფილა (ЛДСП) ყველაზე ხშირად გამოიყენება ამ ტიპის ავეჯის დასამზადებლად;
• მერქანბურბუშელას დაფა პოლიმერული ეპოქსიდური შემცველობის დაფარვით;
• მერქანბოჭკოვანი ფილა (MDF);
• უჟანგავი ფოლადი - ყველაზე გამძლე მასალა, რომელიც გამოირჩევა უსასრულო ექსპლოატაციის ვადით და შესანიშნავად უძლებს ყოველდღიურ დატვირთვას;
• ალუმინით დაფარვა, რომელიც მდგრადია გამხსნელების, ქიმიკატების, მჟავების და ტუტეების მიმართ;
• მინა - გამოიყენება კარადების, თაროებისა და ტიხრებისთვის. უძლებს ყველა ტიპის ჰიგიენურ დამუშავებას;
• ნატურალური ან ხელოვნური ტყავი - იმის გამო რომ ეს მასალა მგრძნობიარეა აგრესიული სადეზინფექაციო საშუალებების მიმართ, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება უშუალოდ სტომატოლოგიურ კაბინეტში და ისეთ ზონებში, სადაც აუცილებელია აგრესიული ჰიგიენური ზომების მიღება. ამიტომ ავეჯი ასეთი დაფარვით რეკომენდებულია განთავსდეს პაციენტების მოსაცდელ სივრცეში, ვესტიბიულში, დერეფანში და პერსონალის დასასვენებელ ზონაში.


მოსაცდელის ავეჯი


ფერები

სტომატოლოგიური ავეჯის ფერთა გამა ჯანმრთელობასთან ასოცირედება. შესაფერისია ნეიტრალური, დამამშვიდებელი შუქ-ჩრდილები. ყველაზე აქტუალური თეთრი ფერის გარდა კარგი არჩევანია ღია ცისფერი, სალათისფერი, რძიანი ვარდისფერი, ლიმონისფერი. ასეთ ტონებზე ადვილია დაბინძურების შემჩნევა და მისი დროული ლიკვიდაცია.
არ არის რეკომენდებული ზედმეტად ნათელი და მოციმციმე ფერები, ის გააღიზიანებს პაციენტს და ხელს შეუშლის სტომატოლოგს მუშაობის პროცესის დროს. ასეთ ტონებს  შეუძლიათ შეცვალონ ფერის სწორად აღქმა, რაც ასეთი მნიშვნელოვანია სტომატოლოგისთვის.


ავეჯი მოსაცდელისთვის



                                               კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები