aveji-verandistvis
ავეჯის დამზადება

ავეჯი ვერანდისთვის

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

336

0

12.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ვერანდა რომ მყუდრო და კომფორტული გამოვიდეს, მთავარი აქცენტი გააკეთეთ ავეჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის დამამზადებელი კომპანიები ფეხდაფეხ მისდევენ ევროპულ ტენდენციებს და ინოვაციებს და პარალელურად მზა ავეჯის ბაზარზეც დიდი არჩევანია, ავეჯის შერჩევა ვერანდისთვის მაინც რთულ პროცესად ითვლება. ვერანდის ავეჯის შეკვეთისას თუ გაითვალისწინებთ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომელსაც ეს ავეჯი უნდა აკმაყოფილებდეს, თავიდან აიცილებთ ისეთ უსიამოვნო პროცესს, როგორიცაა ყოველ წელს ავეჯის შეცვლა.


მნიშვნელოვანი კრიტერიუმები:

მდგრადობა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ -  შეგიძლიათ ასეთ ავეჯს უბრალოდ გადააფაროთ დამცავი საფარი და დატოვოთ ვერანდაზე შემდეგი სეზონის დადგომამდე. ავეჯის შეტანა სახლში აღარ მოგიწევთ წელიწადის დროის ცვლილებების გამო.
გამძლეობა - რაც უფრო გამძლეა ავეჯი, მით იშვიათად მოგიწევთ მისი გამოცვლა, ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი ფინანსების დაზოგვაზე.
პრაქტიკულობა - ადვილად მოსავლელი და პრაქტიკული ავეჯი ცალსახად ნიშნავს ნაკლებ ნერვიულობას და მეტ თავისუფალ დროს.
დახურული ვერანდის შემთხვევაში ნაკლები კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო. დასაშვებია ხის, რბილი და ნაქსოვი ავეჯით სარგებლობაც კი, რადგან ავეჯი დაცულია წვიმის, თოვლისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.


ავეჯი ვერანდისთვის

ავეჯი მილიმეტრის სიზუსტით

მეტის გაგება

ნაირსახეობა:

ვერანდისთვის გამოიყენება ხის, ქვის, მეტალის, პლასტმასის, ნაქსოვი, მოწნული, აკრილის და დაშპონილი MDF-ით დამზადებული ავეჯი. მისი შერჩევა უნდა მოხდეს სახლის ფასადის, ვიზუალის, გადახურვის ტიპის, ფასის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. მაგალითად, ქანთრის სტილის ხის ავეჯი ბევრად პრესტიჟულად გამოიყურება, ვიდრე პლასტმასის, თუმცა მისი შეძენა ყველას არ შეუძლია მაღალი ფასის გამო. ამ შემთხვევაში, სიტუაციიდან გამოსავალია თანამედროვე პლასტმასის პროდუქტების გამოყენება ხის იმიტაციით. ამიტომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად მეტ-ნაკლებად უნდა იცნობდეთ ზემოთ ჩამოთვლილი მასალების დადებით და უარყოფით თვისებებს და სახასიათო დეტალებს.


ხის ავეჯი

ხის ავეჯი ვერანდისთვის

1. სწორი მოვლის შემთხვევაში გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადით;
2.  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ავეჯია;
3. შეღბვა და განახლება სჭირდება იმის მიხედვით თუ რა სიხშირით ხვდება თოვლსა და წვიმაში და მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ. ასეთი მანიპულაციების სიხშირე პირდაპირ დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილ მეტეოროლოგიულ მოვლენებზე და ხარისხიან დაფარვაზე. როდესაც ავეჯი დაფარულია სპეციალური ლაქით, მას პრაქტიკულად არ ეშინია მზის სხივების ზემოქმედების. ასეთ შემთხვევაში ავეჯის განახლება მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ გახდება საჭირო;
4. ტენიანობის მიმართ ნაკლებად რეზისტენტულია, მისი ზემოქმედებით ხე დეფორმირდება და დროთა განმავლობაში ნაპრალებით იფარება, ამიტომ სჯობს მოარიდოთ თოვლსა და წვიმას;
5. ხის ავეჯი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, ასეთი ინვესტიცია არ ითვლება წამგებიანად, რადგან მისი ვიზუალი, ხარისხი და გამძლეობა ფასზე მაღალია.


ლითონის ავეჯი

ლითონის ავეჯი

1. ლითონის ავეჯს უმეტესად თანამედროვე ტენდენციების მოყვარულები ირჩევენ;
2. ასეთი ავეჯი საოცრად მყარი და გამძლეა. მისი დეფორმირება ფაქტობრივად შეუძლებელია;
3. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროდუქტია ბაზარზე, მაგრამ უსასრულო ექსპლოატაციის ვადა მას აქცევს ეკონომიურად მომგებიან ვარიანტად;
4. ლითონის ავეჯი ზაფხულში ძლიერ ხურდება მზეზე, ამიტომ რეკომენდაციაა მოათავსოთ საჩრდილობლის ქვეშ. ყინვის დროს განსაკუთრებულად კომფორტულია მოსახსნელი რბილი ბალიშები, რომელსაც მარტივად მოხსნით წვიმის დროს და მისი რეცხვაც შესაძლებელია ჩვეულებრივ მანქანაში;
5. ლითონის ავეჯის სრული დაცვა კოროზიისგან საკმაოდ რთულია. შესაბამისი ტემპერატურული პირობების დროს, დროთა განმავლობაში ის აუცილებლად იჩენს თავს, ამიტომ რეკომენდაციაა მაქსიმალურად მოარიდოთ ტენს და სისველეს. თუმცა სპეციალური ნივთიერებით შეღებვის შემთხვევაში ჟანგს დაივიწყებთ მინიმუმ 4 -5 წლის განმავლობაში;
6. მოსავლელად მარტივია. კარგად ეგუება ტუტეშემცველ საწმენდ საშუალებებს. ნუ გაწმენდთ რკინის ავეჯს აბრაზიული საწმენდი საშუალებებით, ისინი ტოვებენ ზედაპირზე ნაკაწრებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლოა გაიზარდონ;
7. ხშირად ლითონის ავეჯის ფეხები საკმარისად ღრმად ჩადის მიწაში, ამიტომ განთავსება რეკომენდებულია მყარ ზედაპირზე.


ქვის იმიტაცია

ავეჯი ქვისგან

1. ქვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამძლე მასალად. მასზე არ მოქმედებს თოვლი, წყალი და მზე. ზამთრის სეზონისთვის შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი თბილი მოპირკეთება. ზაფხულში კი ქვა საკმაოდ ძლიერად თბება;
2. ძირთადად გამოიყენება გარე ტერასებისთვის და ეზოს გასაფორმებლად. ვინაიდან ასეთი ავეჯი ფაქტობრივად საუკუნეებს უძლებს, ფასიც შესაბამისად ძვირი აქვს;
3. მოსავლელად მარტივია, რადგან წყლის ჭავლიც საკმარისია მის გასასუფთავებლად. არ საჭიროებს დაცვას ცუდი ამინდისგან და მზის მცხუნვარე სხივებისგან.


რატანი

რატანის (მოწნული) ავეჯი

1. რატანით  მზადდება თითქმის ყველა მოწნული ავეჯი;
2. რატანი ნატურალური მასალაა, თუმცა გააჩნია სინთეზური ანალოგი - პოლირატანი და ტექნორატანი;
3. ხელოვნური რატანის პრივილეგიაა ხელმისაწვდომი ფასი, არ ახასიათებს სპეციფიკური სუნი;
4. ბუნებრივი რატანისგან მოწნული ავეჯი ადვილად დეფორმირდება, რასაც ვერ ვიტყვით მის ხელოვნურ ანალოგზე, მისგან დამზადებული ავეჯი უძლებს მნიშვნელოვან დატვირთვას დეფორმაციის გარეშე;
5. რატანისგან მოწნული ავეჯი ყინვაგამძლეა. არ ეშინია ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილების, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ზამთარში დატოვოთ ვერანდაზე;
6. ვიზუალურად საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება;
7. მოსავლელად მარტივია, საკმარისია დროდადრო ის ნესტიანი ქსოვილით გაიწმინდოთ.


პლასტმასის ავეჯი

ავეჯი პლასტმასისგან

პლასტმასის უპირატესობები ძალიან მაცდურია:
1. ყველაზე იაფია ზემოთჩამოთვლილ ვარიანტებს შორის;
2. მსუბუქი წონის გამო ადვილია მისი გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე;
3. კომპაქტურია - დიდ ადგილს არ იკავებს;
4. ვიზუალურად მიმზიდველია;
5. აქვს ფერების დიდი არჩევანი;
6. თანამედროვე პლასტმასის მოდელებს გააჩნიათ მოწნული რატანის კარგად მიმსგავსებული იმიტაცია.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები