ავეჯის დამზადება

VIP მასტერი

დიზაინერი

რემონტი

ავეჯის შერჩევა მცირე ზომის სახლისთვის
ავეჯის დამზადება

ავეჯის შერჩევა მცირე ზომის სახლისთვის

1442
76
10.07.2020 ავტორი: კომპანია მეტრიქსი

გაზარდეთ ავეჯის მოცულობითი აღქმა

ოთახის ინტერიერის დიზაინის ჩამოყალიბებაში ავეჯი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. მისი სწორად შერჩევა თქვენს სახლს გახდის უფრო მყუდროსა და მომხიბვლელს. რაც მთავარია, ავეჯის დამზადება თუ მაღაზიაში ყიდვის პროცესი საკმაოდ დიდ არჩევანს გთავაზობთ ნებისმიერი ზომის სახლის სწორად მოსაწყობად. ამისათვის საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა. მათი დახმარებით თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პატარა ოთახიც კი საკმაოდ კომფორტულ და იდილიურ კერად აქციოთ.


ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სტილის და ვიზუალის მქონე ავეჯს შეარჩევთ თქვენი სახლისთვის. ხშირ შემთხვევაში, თქვენს მიერ ამორჩეულ ფერსაც კი შეიძლება საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა სახის ავეჯის შერჩევისას.


ავეჯი მაღალი ფეხებით: მაღალ ფეხებზე მდგომი, გამოკვეთილი ხაზების მქონე ავეჯი თქვენს ოთახს მსუბუქ ვიზუალურ ელფერს შესძენს და უფრო ფართოს გამოაჩენს. მაღალფეხებიანი ავეჯის ქონის პლიუსი ასევე ადვილი დასუფთავების პერსპექტივაცაა. ღია ფერის სტრუქტურა მცირე ზომის ოთახში განსათავსებლად უკეთესი იქნება თუ ღია ფერის ან შუშის, გამჭირვალე ავეჯზე შეაჩერებთ არჩევანს.


მეტრიქს ავეჯი

გაზარდეთ ავეჯის ეფექტი და ვიზუალური აღქმა

გამჭირვალე სტრუქტურა ავეჯს, ერთი შეხედვით, საერთოდ ამოაგდებს ოთახის ვიზუალიდან და უფრო დიდი სივრცის შთაბეჭდილებას შექმნის. აირჩიეთ მრავალმხრივი გამოყენების ავეჯი, როგორც წესი, პატარა სახლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მცირე სათავსო სივრცეა. შესაბამიად, შესანახი სივრცის მქონე ავეჯის შეძენა ამ პრობლემის შემსუბუქებაშიც დაგეხმარებათ.


ჭკვიანური იქნება, მაგალითად ისეთი მაგიდების შეძენაც, რომელიც ბევრი სტუმრის ყოლის შემთხვევაში ზომაში უფრო მეტად გაიზრდება დაფარული ნაწილების დახმარებით.

 კედლის მორთულობა და სარკეები

გაამკვეთრეთ თქვენი ოთახის სიღრმე და სივრცის მოცულობა ღია ფერის შპალერის გაკვრით. ასევე კარგი იქნება თუ ფანჯრის მოპირდაპირე კედელზე სარკეს ჩამოკიდებთ. იგი გარედან შემოსულ შუქსა და პეიზაჟს აირეკლავს, რაც დამატებითი ფანჯრის ილუზიას შექმნის.


მოერიდეთ მსხვილ ავეჯს, თქვენი ოთახის შედარებით მცირე ზომებს ყველაზე მეტად წვრილი და დახვეწილი დიზაინის მქონე ავეჯი მოუხდება. კარგი იქნება თუ შეარჩევთ, მაგალითად ისეთ დივანს, რომლის მისაყუდებელი მხარეც თხელია უკანა მხრიდან.


სრულიად შეავსეთ კუთხე

პატარა სახლის ინტერიერის დიზაინი ყველაზე მეტად სივრცის სრულყოფილად გამოყენებაზეა დამოკიდებული. ცარიელი კუთხის სივრცის სწორად გამოსაყენებლად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სპეციალური ფორმის ავეჯი. კუთხის მთლიანად გამოყენების შემთხვევაში მთლიანი სივრცე უფრო დალაგებულ და მყუდრო იერს მიიღებს.


გააზიარე:
მსგავსი სტატიები