dizaineri-tu-dekoratori
ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინერი თუ დეკორატორი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1461

0

12.07.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

სახლის ინტერიერის განახლება

სახლის ინტერიერის განახლებაზე ფიქრისას, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, თუ რამდენად სწორი კადრის დაქირავებაზე ფიქრობთ. ხშირად ადამიანების უმრავლესობა საკმაოდ მარტივად ურევს ერთმანეთში ინტერიერის დიზაინერის და დეკორატორის მოვალეობებსა და შესაძლებლობებს. სინამდვილეში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ორი პროფესიის მიერ შემოთავაზებული სერვისები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.


განსხვავება დეკორატორს და დიზაინერს შორის

ახლადგარემონტებული ან განახლებისთვის გამზადებული სახლის ინტერიერის სწორად შერჩევისთვის თქვენ სწორედ ინტერიერის დიზაინერი გჭირდებათ. მათ შეუძლიათ იდეალურად ჩამოაყალიბონ თითოეული ოთახის სრული დიზაინი, სივრცითი დაყოფების ფორმები და ოთახის დანიშნულების მიხედვით მათი მთლიანი სახე. ეს საკმაოდ განსხვავდება იმისგან, თუ რისი შემოთავაზება შეუძლიათ დეკორატორებს. ისინი ძირითადად უკვე დასრულებული ინტერიერის დიზაინის მიხედვით არჩევენ ოთახისთვის ყველაზე შესაფერის ვიზუალურ ელემენტებსა და აქსესუარებს.

შეაფასეთ მეტრიქს დიზაინი

მეტის გაგება

სამუშაო ლოკაცია

სამუშაო ლოკაცია, რემონტი და ინტერიერის დიზაინის განახლება საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მათი მიმდინარეობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ ისეთი დეტალები, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაო პროცესების შედარებით უფრო მალე და ხარისხიანად დასრულებაში. მაგალითად, თუკი თქვენი ღია სამზარეულო დაკავშირებულია მისაღებ ოთახთან, მაშინ უმჯობესი იქნება თუ ამ ორი ოთახის რემონტსა თუ დიზაინის შეცვლის პროცესს ერთდროულად წამოიწყებთ და ერთმანეთს შეუსაბამებთ. შენიშვნები და პერსონალური იდეები დიზაინერის დაქირავებისას გარკვევით უნდა ჩამოაყალიბოთ; ის, თუ რა დონეზე შეგეძლებათ მის მიერ ჩამოყალიბებულ გეგმებსა თუ იდეებში თქვენი წვლილი ცვლილებების შეტანა. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ხშირად ბიუჯეტის მმართველი პირის გარდა დიზაინი სახლში მცხოვრებ სხვა ადამიანების ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს. შეიძლება მთლიანი რემონტის ან ინტერიერის დიზაინის განახლების ბიუჯეტს თქვენ აფინანსებდეთ, მაგრამ მაგალითისთვის კარგი იქნება თუ თქვენი შვილის ოთახის ინტერიერის დაგეგმვისას მის ინტერესებსაც გაითვალისწინებს დიზაინერი სამუშაო პროცესის დაწყებამდე. ასევე, წინასწარ უნდა დაელაპარაკოთ დიზაინერს მსგავს საკითხებზე იმ შემთხვევაშიც, თუკი გსურთ, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული და მოწყობილი ინტერიერი თქვენს შინაურ ცხოველებსაც მოერგოს.


გარკვევით გადახედეთ რეკომენდაციებს

გარკვევით გადახედეთ რეკომენდაციებს. კარგი ინტერიერის დიზაინერის შერჩევა , ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მეტად, სწორედ რეკომენდაციების მიხედვითაა შესაძლებელი. მის მიერ წარსულში შესრულებული სამუშაოების შეფასებისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ ის ასპექტიც თუ რამდენად სწორად მოარგო მან შექმნილი დიზაინი მისი დამქირავებლის მოთხოვნებსა და ინტერესებს. ხშირად, შესაძლოა, ინტერიერი ერთი შეხედვით იდეალური ვიზუალით გამოირჩეოდეს, თუმცა არ იყოს ზუსტად ისეთი ხასიათის, როგორზეც დიზაინერი შეუთანხმდა მის წინა დამქირავებელს. კრეატიულ აზროვნებასთან ერთად დიზაინერი ასევე უნდა ფლობდეს თქვენი გემოვნების საკმარისად გათვალისწინების შესაძლებლობასაც.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები