ekologiurad-usafrtxo-aveji
ავეჯის დამზადება

ეკოლოგიურად უსაფრთხო ავეჯი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

879

0

24.06.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი


ეკო სტანდარტების ავეჯი

დღეს, როცა ასე მწვავედ დგას საკითხი ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ნივთებისა და საგნების ეკო სტანდარტებთან შესაბამისობას რომელიც გარს გვაკრავს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს კონტაქტი და რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა- ცხოვრება. ამ ნივთებს შორის ერთ-ერთი უპირველესი კი ავეჯია. იდეალურ შემთხვევაში, ავეჯი სასურველია დამზადებული იყოს მხოლოდ ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალით, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორების გამო, ხშირ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. ამიტომ, ავეჯის წარმოებაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და ნაერთების საფუძველზე შექმნილი მასალები. ამ მასალებს შორის  ყველაზე გავრცელებული მერქან-ბურბუშელოვანი ფილებია (ე.წ. დე-ეს -პე) სწორედ ამ მასალაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

მეტრიქს ავეჯის წარმოება

მეტის გაგება

E1 სერთიფიკატის მქონე მასალა

მერქან-ბურბუშელოვანი ფილების წარმოებას საფუძველი ჩაეყარა მე - 20 საუკუნის ოცდაათიან წლებში. მას შემდეგ, მრავალჯერ დაიხვეწა ტექნოლოგია, პროგრესი განიცადა საწარმოო დანადგარებმა, მაგრამ, უცვლელი დარჩა ფილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები - მერქნის ბურბუშელა და წებო. სწორედ წებოში შემავალი ნივთიერებების გარკვეული დოზით კონცენტრაცია ახდენს არასასურველ ზეგავლენას ჯანმრთელობაზე. არსებობს სტანდარტები, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოები უწესებენ მწარმოებლებს. რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მავნე ნივთიერებათა დასაშვები ზღვარი პროდუქციაში. ამ სტანდარტებს შორის ყველაზე მაღალ მოთხოვნებს პასუხობს ევროკავშირის E1 სერთიფიკატი. სწორედ ამ სერთიფიკატის მქონე ფილების გამოყენებით დამზადებული ავეჯი არის აბსოლუტურად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. მართალია, ასეთი ფილები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ, არა იმდენად რომ სასწორზე ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა შევაგდოთ. ნუ ენდობით მხოლოდ სიტყვაზე, თამამად მოთხოვეთ მწარმოებლებს თქვენი ავეჯის დამზადებისას, გამოყენებული მასალების სერთიფიკატების წარდგენა. თქვენ ამის სრული უფლება გაქვთ!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები