feri-da-ganateba-interieris-dizainshi
ინტერიერის დიზაინერი

ფერი და განათება ინტერიერის დიზაინში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1518

0

25.06.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ფერის და განათების ურთიერთ თავსებადობა

ინტერიერის დიზაინში გარდამტეხი შტრიხები შეაქვს განათებას და ფერს. განათება ოთახს სითბოთი და სიმყუდროვით ავსებს. განათებას შეუძლია ვიზუალურად გაზარდოს, ხაზი გაუსვას ანდა დაფაროს ზოგიერთი ელემენტი. განათება თანამედროვე დიზაინში  ერწყმის სტილს. თბილი ფერები კლასიკური გაფორმებისთვის გამოიყენება, ხოლო ცივი - მოდერნის ან hi-tech-ის. ნებისმიერი განათების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ფერი. ელფერის მრავალფეროვნება დამოკიდებულია განათების წყაროზე. მაგალითად, თუ განათების წყაროში არაა იისფერი და ლურჯი სხივი, ცისფერ და მწვანე საგნებს მის შუქზე ადამიანის თვალი სულ სხვაგვარად აღიქვამს ვიდრე ბუნებრივ განათებაზე.

მეტრიქს დიზაინერის ნამუშევრები

მეტის გაგება

განათების ნაკადი

თბილი ფერის მისაღებად გამოიყენება სპილენძის ფირფიტის სპეციალური ჩანართები. განათების ფერთან ერთად ინტერიერის დიზაინში გამოიყენება სხვადასხვაგვარი სინათლის ნაკადი. ეს საშუალებას იძლევა ვიზუალურად დაიყოს შენობა ცალკეულ ზონებად. არსებობს სამი სახეობის ნაკადი: ზუსტი, როცა განათებას აქვს ლოკალური ხასიათი და კონცენტრირებულია გარკვეულ მონაკვეთზე (ხშირად გამოიყენება სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე, საწერი მაგიდის განათებისთვის...) დისპერსიული, განათების ფართო დიაპაზონით, რომელიც მოიცავს შენობის უდიდეს ნაწილს (მას ხშირად იყენებენ ნაწილობრივი დაჩრდილვის ეფექტის მისაღებად, რადგან ასეთი განათება სივრცეში არათანაბრად ნაწილდება). არეკლილი: ასეთი ნაკადი აირეკლება გარშემო საგნებიდან და ანათებს კონკრეტულ უბანს. რბილი და გაფანტული ხასიათის გამო ადამიანის თვალისთვის უკეთ აღქმადია. განათებისა და ფერის სხვადასხვა ტიპების კომბინაციით მიიღება განუმეორებელი ეფექტი და იქმნება განსაკუთრებული ატმოსფერო.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები