gebvis-dros-dashvebuli-shecdomebi
რემონტი

ღებვის დროს დაშვებული შეცდომები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

555

0

02.06.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ვინც ფიქრობს, რომ კედლების ღებვა მარტივი სამუშაოების რიცხვს განეკუთვნება და სულ რაღაც ნახევარ საათში შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება, რა თქმა უნდა, ცდება. არსებობს ბევრი ისეთი ნიუანსი, რისი ცოდნის გარეშეც, თითქოს მარტივი სამუშაო რთულდება და იწვევს იმაზე დიდი დროის და ფინასების ხარჯვას, ვიდრე თავიდან იყო ნაგულისხმევი. ამის მიზეზი კი ისეთი ელემენტარული დეტალების არცოდნაა, როგორიცაა შეუფერებელი სამუშაო ინსტრუმენტები, არასწორად შერჩეული დღის მონაკვეთი, შეუსაბამო საღებავი,  და ა. შ...  ამიტომ, თუ გსურთ, რომ ღებვა სასიამოვნო პროცესად იქცეს და თან მიიღოთ იდეალური შედეგი ნუ დაუშვებთ შემდეგ შეცდომებს:


შეცდომა N 1 - არასწორად შერჩეული დრო

უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მზის პირდაპირ სხივებს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ღებვის პროცესზე. სიმხურვალე იწვევს ნაერთის ძალიან სწრაფად გამოშრობას, ამის გამო კი შეუძლებელია ზედაპირზე საღებავის  თანაბრად განაწილება, საბოლოო შედეგი კი უხარისხო ნამუშევარია ზოლებით და  ხარვეზებით. ღებვა არც ხელოვნური განათების დროსაა რეკომენდებული, რადგან ასეთ შუქზე რთულია დეფექტების შემჩნევა. 
გამოსავალი: შესაღებად შეირჩეთ დღის ის მონაკვეთი, როცა სამუშაო ზედაპირს არ ადგება მზის პირდაპირი სხივები, მაგრამ, ამავდროულად, განათება საკმარისია მცირე დეტალების დასანახად. თუ სწარაფად შრობადი საღებავით მუშაობთ, სამხრეთისკენ მდებარე კედლის შესაღბად სჯობს შეარჩიოთ დილის საათები.


მზეზე ღებვა


შეცდომა N 2 დაუმუშავებელი კედლის შეღბვა 

შეღბვის წინ ყველა კედელი საჭიროებს მოსამზადებელ სამუშაოებს, განსაკუთრებით თუ კედლების ზედაპირი პრობლემურია. ასეთ შემთხვევაში შეღბვამდე საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების მთელი სერია. გაითვალისწინეთ, კედელზე ოდნავ შესამჩნევი დეფექტები, შეღებვის შემდეგ აუცილებლად იჩენს თავს. ამ უსიამოვნო შედეგს ან უნდა შეეგუოთ ან მოგიწევთ ორმაგი სამუშაოს შესრულება, საღებავის მოშორება და ხელახლა გადაღებვა. 
გამოსავალი: ფინანსურ, ფიზიკურ და დროის გაორმაგებულ ხარჯვას თავიდან აიცილებთ თუ კედელს წინასწარ მოამზადებთ სამღებრო მანიპულაციებისთვის. ამისთვის დაგჭირდებათ ზუმფარას ქაღალდი, ცოცხი, ფუნჯი და ცოტაოდენი საპონი. ჯერ ზუმფარას ქაღალდით დაამუშავეთ მცირე დეფექტები და უსწორმასწორო ადგილები, ხოლო შემდგომ ცოცხით ან ფუნჯით გაასუფთავეთ კედელი მტვრისგან და ქვიშის მარცვლებისგან. ცხიმის ლაქებს მოაშორებას მარტივად შეძლებთ თბილი წყლისა და საპნის გამოყენებით.


ღებვისთვის მომზადება

გაარემონტე სწრაფად და ხარისხიანად!

მეტის გაგება

შეცდომა N 3 - არასწორად განზავებული საღებავი

საღებავი შესაძლოა თავიდანვე იყოს სქელი კონსისტენციის ან მუშაობის პროცესში გასქელდეს. მისი დათხელება თვალის ზომითაცაა შესაძლებელი, მთავარია საღებავის განსაზავებელი ხსნარები სწორად იყოს შერჩეული,რადგან შესრულებული სამუშაოს შედეგი დიდწილად მასზეა დამოკიდებული. არაშესაბამისმა გამხსნელმა შესაძლოა წყალში ჩაყაროს მთელი შრომა და მასალაც გამოუსადეგარი გახადოს. მაგალითად:
1. ზეთოვანი ემალის საღებავისთვის განკუთვნილი სინთეთიკური გამხსნელით წყლის დისპერსიული საღებავის განზავება გამოიწვევს პოლიმერების შეწებებას. შედეგად კი მიიღებთ არათანაბარ, ადგილ-ადგილ დაკოშტებულ ფენას;
2. თუ  ზეთის საღებავებს წყლით განაზავებთ, ის უბრალოდ არ შეერევა ძირითად მასას. იმედგაცრუება ორივე შემთხვევაში გარდაუვალია.
გამოსავალი: გაეცანით საღებავის ქილაზე ინფორმაციას შემადგენლობის შესახებ და ამის მიხედვით შეარჩიეთ გამხსნელი სითხე.  წყალიც და სინთეთიკური გამხსნელიც სჯობს ნელ-ნელა დაამატოთ საღებავს და პროცესის დროს განუწყვეტლივ ურიოთ.


საღებავის განზავება


შეცდომა N 4 - არასწორად შერჩეული ხელსაწყოები

მხოლოდ საღებავის და გამხსნელის შერჩევა არ არის საკმარისი, ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ როგორი ფუნჯი და ლილვაკია შესაფერისი. შესაბამისი გამოცდილებისა და ამ ტიპის ხელსაწყოებთან და ზედაპირებთან მუშაობის უნარების არქონა უმეტესწილად არადამაკმაყოფილებელი შედეგით სრულდება. ასეთ დროს სჯობს დაიხმაროთ პროფესიონალი ხელოსანი ან გაითვალისწინოთ მისი რჩევები.
 გამოსავალი: იდეალური შედეგის მისაღებად სჯობს ერთდროულად შეიძინოთ რამდენიმე ფუნჯი და ლილვაკი.
1. ძირითადი ზედაპირი დაამუშავეთ ლილვაკით, ძნელად მისადგომი ადგილებსთვის და კუთხეებისთვის კი გამოიყენეთ ფუნჯი;
2. საღებავის პირველი ფენისთვის უმჯობესია შეარჩიოთ ლილვაკი ორკომპონენტიანი გრძელი სახელურით, (დაახლოებით 1–1,5 სმ.) ასე შეძლებთ  უფრო მეტი საღებავის აღებას, რაც დააჩქარებს პროცესს და გაადვილებს ერთგვაროვანი ფერის მიღებას;
3. მეორე ფენისთვის უფრო შესაფერისია ლილვაკი მოკლე წყობით ( 6–7 მმ.) ის დაგეხმარებათ საღებავის უფრო ეკონომიურად გამოყენებაში და არ დატოვებს ხარვეზებს ზოლების სახით;
4. ფუნჯის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ბეწვს, ასეთი ფუნჯი უდეფექტო შედეგის გარანტიაა.


ღებვა


შეცდომა N 5 - ღებვა სხვადასხვა მიმართულებით 

სერიოზული შეცდომაა სხვადასხვა მიმართულებით ღებვა, რადგან გაშრობის შემდეგ ეს ყველაფერი კედელზე ხარვეზებად აისახება, განსაკუთრებით თუ სამუშაო შესრულებულია ფუნჯით.
გამოსავალი: აირჩიეთ ღებვის ერთი მიმართულება - ვერტიკალური ან ჰორიზონტალური. ასეთი მეთოდით საღებავი თანაბრად განაწილდება და გაშრობის შემდეგ მიიღებთ იდეალურ ზედაპირს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად: პირველი ფენა შეღებოთ ვერტიკალურად, მეორე ჰორიზონტალურად.


ღებვა


შეცდომა N 6 - მხოლოდ ერთი ფენა საღებავის გამოყენება 

მხოლოდ ერთი ფენა საღებავის წასმა კედელზე არასდროს ამართლებს, მეტიც! გაშრობის შემდეგ კედელი გამოიყურება არათანაბრად, დეფექტებით, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს და გინდაც ღია ტონალობა ჩაანაცვლოთ მუქი საღებავით, გაშრობის შემდგომ მაინც გამოჩნდება საწყისი ფერი. 
გამოსავალი: მდგრადი ფერის მისაღებად კედელზე დაიტანეთ ორი, უკეთესი შედეგისთვის - სამი ფენა. პირველ წასმაზე პრიორიტეტი ენიჭება საღებავის პროპორციულად გადანაწილებას ზედაპირზე. მეორე და მესამე ფენის საშუალებით გაათნაბრეთ ფერი და დაფარეთ პატარ-პატარა დეფექტები.


ფუნჯით ღებვა


შეცდომა N 7 - გაუმშრალ საღებავზე მომდევნო ფენის დამატება

გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს როცა პირველ ფენაზე (სანამ ის კარგად გაშრება) უსვამენ მეორე ფენას. შედეგად: 
1. სველი ფენა იწყებს ჩამოშლას;
2. საღებავი ეწებება ფუნჯს და ლილვაკს; 
3. ზეთოვანი საღებავი იკეთებს ბუშტუკებს; 
4. დიდი დრო იკარგება ფენების გაშრობის ლოდინში, რომ შემდგომ სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი ორივე ფენის მოშორება ზუმფარას ქაღალდის გამოყენებით;
5. ყველა სამუშაო თავიდან არის შესასრულებელი.
გამოსავალი: ყველას სურს სწრაფად მორჩეს საქმეს და დატკბეს შედეგით, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მოთმინება. ყოველი მომდევნო ფენის წასმამდე, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ რომ წინა ფენა ბოლომდე გამშრალია. გაეცანით ქილაზე მითითებულ ინსტრუქციას, სადაც აუცილებლად იქნება ინფორმაცია თუ რამდენი დრო სჭირდება საღებავის ბოლომდე გაშრობას.


ღებვის შეცდომები

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები