interieri-minimalistur-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინი და პანდემია

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

930

0

13.04.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ჩვენზე მორგებული ინტრიერის დიზაინი

როგორ უნდა შეარჩიოთ სახლისთვის ან აგარაკისთვის ისეთი ინტერიერის დიზაინი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს და თქვენი ოჯახის სხვა წევრების ინდივიდუალიზმს, პიროვნულ შტრიხებს და ამავე დროს მოდური და კომფორტული იქნება? დღესდღეობით ძალიან ბევრია ინტერიერის დიზაინის სტილისტური მიმდინარეობები, მათი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამიტომ გავამახვილოთ ყურადღება ისეთ პოპულარულ, გავრცელებულ და მოთხოვნად სტილზე, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ხშირად იყენებენ. ესენია: მინიმალიზმი, ჰაი - ტეკი, პოპ - არტი, ლოფტი, ავანგარდი, არტ - დეკო, მოდერნი, იგივე არტ - ნუვო, კლასიკური სტილი, ბაროკო, ქანთრი და ა. შ... ან უბრალოდ შეგვიძლია ეთნიკური სტილის მიხედვით შეარჩიოთ დიზაინი,  როგორიცაა სკანდინავიური, ინგლისური, აფრიკული, იაპონური, ინდური და ასე შემდეგ... როგორც ხედავთ, ჩამონათვალი ძალიან ვრცელია, ამიტომ სანამ რომელიმე სტილის შერჩევას გადაწყვეტთ, უნდა გაამახვილოთ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცა თქვენი ხასიათი; მასზე ისე უნდა მოარგოთ ესა თუ ის სტილი, რომ შერჩეულ ინტერიერში მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი.



მეტრიქს დიზაინი

მეტის გაგება

ინტერიერის დიზაინი პანდემიის სირთულეების შესამსუბუქებლად

ადამიანის გემოვნება და მოთხოვნილებები იცვლება ასაკთან, ცხოვრების წესთან და მოდის მოთხოვნილებებთან  ერთად. რაც დღეს ასე კომფორტულია, ხვალ შეიძლება მომაბეზრებელი გახდეს. მაშ როგორ შევჯერდეთ ისეთ სტილზე, რომელიც გარე სამყაროს ყოველდღიურ რუტინას დაგავიწყებთ და მაქსიმალურად დაგტვირთავთ პოზიტიური ემოციებით? სახლი ხომ ის ადგილია, სადაც კომფორტულად უნდა იგრძნოთ თავი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, რომ მოდუნდეთ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ და ისიამოვნოთ მყუდრო, თქვენზე მორგებული გარემოთი.  ამიტომ არის ასე  მნიშვნელოვანი ხასიათზე მორგებული ინტერიერის დიზაინი. ინტერიერის დიზაინერები თანხმდებაინ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში პრიორიტეტული გახდება ისეთი ინტერიერი, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას შეუქმნის ოჯახის თითოეულ წევრს, ეს ტენდენცია პანდემიის პერიოდის დაკვირვებებმა მოიტანა, რადგნ ადამიანებს უფრო მეტი დროის გატარება მოუხდათ სახლებში და გამოიკვეთა, რომ მყუდრო ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობების გასამყარებლად. ამ ატმოსფეროს კი სახლში ქმნის სწორად შერჩეული ინტერიერის სტილი და ეს ერთ - ერთი მნიშვნლოვანი ფაქტორი აღმოჩნდა პანდემიის სირთულეების დასაძლევად.მინიმალიზმი


რა ტიპის სირთულეები უნდა მივანდოთ ინტერიერის დიზაინერს

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია ინტერიერის დიზაინის სტილის შესარჩევად. თუ სივრცეში, რომლის ინტერიერის მოწყობასაც გეგმავთ, ცხოვრობენ სხვადასხვა ასაკის და გემოვნების ადამიანები, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თითოეულის ასაკობრივი მოთხოვნილებები. კვალიფიციურმა დიზაინერმა ყოველთვის იცის, რომ ოჯახის თითოეული წევრი ინდივიდია (მათ შორის მცირეწლოვნები), რომ მათ ერთმანეთისგან დამოუკდებლად აქვთ განსხვავებული შეხედულებები, ცხოვრების რიტმი, განსხვავებული მოთხოვნები კომფორტთან მიმართებაში, თუნდაც ეს იყოს განსხვავებული ფერების აღქმა. აუცილებელია, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს თავისი კომფორტის ზონა, სადაც ის დამღლელი სამუშაო (ან სასწავლო) დღის შემდეგ მყუდროდ და დაცულად იგრძნობს თავს. ამავდროულად გამოცდილმა დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ამ ნიუანსების ერთობლიობამ სახლის სტილის მთლიანობა არ დაარღვიოს და ის უგემოვნო, გაუგებარ და ერთმანეთთან შეუთავსებელ სივრცედ არ აქციოს. აი, ეს არის ინტერიერის დიზაინერის ყველაზე რთული ამოცანა; გაითვალისწინოს ყველა ოჯახის წევრის მოთხოვნილება და შეარჩიოს და შეუხამოს განსხვავებული ელემენტები ისე, რომ არ დაარღვიოს ერთი მთლიანი და სახლმა შეინარჩუნოს ინდივიდუალობა და საკუთარი სტილი.


მინიმალიზმი ინტერიერში ლოქდაუნის დროს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პანდემიის პერიოდმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ყოველდღიურობაში. გამოიკვეთა ისეთი დეტალები, რაც ადრე არ იყო მნიშვნელოვანი სახლის ინტერიერიერთთან მიმართებაში. მყუდრო, მშვიდი ატმოსფერო - აი რა მოთხოვნა გაზარდა ცხოვრების უმეტესი ნაწილის სახლში გატარების აუცილებლობამ. რადგან პანდემიის პერიოდი ასოცირდება სახლში გატარებულ მეტ დროსთან, მაშინ უპრიანია, რომ აქცენტი მეტი თავისუფალი სივრცის შექმნაზე გააკეთოთ. საცხოვრებლის ზედმეტად  გადატვირთვა ავეჯით და უსარგებლო ნივთებით უფრო ამძიმებს ლოქდაუნით გამოწვულ ისედაც დამძიმებულ ფსიქო ემოციურ ფონს, ამიტომ მინიმალური ავეჯი და მაქსიმალური ჰაერი - ეს არის ის რაც ჩვენ რეალობას ყველაზე მეტად მოუხდება და ამ სტილს მინიმალიზმი ჰქვია.

მი


რა არის მინიმალიზმი

მინიმალური, მხოლოდ აუცილებელი, მოთხოვნაზე მორგებული პრაქტიკული ინტერიერი და მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე. სივრცე, რომელიც „თავისუფლად სუნთქვის“ ასოციაციას ქმნის - ეს არის მინიმალიზმის ძირითადი პრინციპი. ფერები და განათება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდი, არამკვეთრი ფერები, როგორიცაა კრემისფერი, ღია კაკაოსფერი, თეთრი და მსგავსი ნაზი ტონები. რაც შეეხება განათებას - რაც შეიძლება მეტი! შეიძლება ვინმეს ზედმეტადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ კაშკაშა, განათებული ოთახები ეს მინიმალიზმის ერთ ერთი მნიშვნელოვანი დმახასიათებელი შტრიხია. მინიმალისტური დიზაინი იდეალურად ესადაგება ისეთ ადამიანებს, ვისაც წესრიგი უყვართ და აღიზიანებთ სახლში გაბნეული უამრავი გამოუყენებელი ნივთი, რომლებსაც პრაქტიკული დანიშნულება არ აქვთ და მხოლოდ ვიზუალისთვისაა განკუთვნილი. მინიმალიზმი, დაახლოებით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განვითარდა. როცა გადაპრანჭული, გადატვირთული ბურჟუაზიული სტილი დამღლელი და ზედმეტი გახდა და დრომ მოიტანა, რომ ეს ქაოსი და ზედმეტი „ფუშფუშები“ ჩანაცვლებულიყო უფრო პრაქტიკული და ლაკონური დიზაინით. ასე რომ, მინიმალიზმი კარგად მოერგო დროის მოთხოვნილებას და თანამედროვეობის ნაწილი გახდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მიმდევარი და დამფასებელი უჩნდება ამ სტილს, რადგან მისი ლაკონურობა, უბრალოებასთან შერწყმული ელეგანტურობა და პრაქტიკული დანიშნულება ზუსტად მიესადაგება დღევანდელ ცხოვრების რიტმს და მოთხოვნებს. ეს სტილი არ ღლის ემოციურად, გამომდინარე იქიდან, რომ სივრცე დაკომპლექტებულია  მინიმალური ავეჯით, ის ქაოსი გამორიცხულია, რაც ხშირად  ავეჯით გადატვირთულ ოთახებში სუფევს ხოლმე და თუ ამ სივრცეში პარალელურად განვალაგებთ ცოცხალ, მწვანე მცენარეებს (რაც თავსებადია მინიმალიზმთან) მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს სივრცე დამქანცველი სამუშაო დღით გადაღლილი, შინ დაბრუნებული ადამიანისთვის სარელაქსაციოდ და მოსადუნებლად იდეალური იქნება.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები