interieris-dizainis-fasi
ინტერიერის დიზაინერი

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

14843

0

11.07.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რა ღირს ინტერიერის დიზაინი?

რთულია მოძებნო კარგი ინტერიერის დიზაინერი და უფრო რთული, გაარკვიო მისი მომსახურების რეალური ღირებულება.

როგორც წესი, ადამიანები ინტერნეტის ან საკუთარი გარემოცვის დახმარებით ვცდილობთ მოცემული პრობლემის გადაჭრას.


1. რა თქმა უნდა, ინტერნეტი იძლევა საშუალებას უამრავი ინფორმაცია მივიღოთ ინტერიერის დიზაინერის შესახებ, მაგრამ ზღვა კონტენტიდან გამომდინარე კომპეტენტური აზრის მოძიება ძალიან რთულია, რადგან ინტერნეტში მრავლად გვხვდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და რადიკალურად განსხვავებული ფასები ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით.


2. რაც შეეხება გარემოცვას; ისინი თავისთავად გვაწვდიან ყველა მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას დიზაინერის და მისი ფასების შესახებ, მაგრამ, საინტერესოა, თავად კი იციან ამ ადამიანებმა რას ნიშნავს ან რა ღირს მსგავსი ტიპის მომსახურება? დიდი ალბათობით - არა! აქედან გამომდინარე მომსახურების ფასების რეკომენდაციასაც არაკომპეტენტურს გვაძლევენ.

 ალბათ, ხშირად გსმენიათ გარემოცვისგან ფრაზა: „ 25 დოლარი? რას ამბობ, ძალიან ძვირი უთქვამთ. ჩემი ახლობელი დიზაინერი 10 დოლარად აკეთებს დიზაინს."

10 დოლარი ნამდვილად კარგი ფასია, თუმცა მთავარი არა ფასი, არამედ  ფასში შემავალი დეტალებია, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყურადღების მიღმა ტოვებენ, რეალურად კი სწორედ ამ დეტალებით არის შესაძლებელი დიზაინერის მომსახურების ფასის განსაზღვრა.


მაშ როგორ გავიგოთ რეალური ფასი?

როცა კითხულობთ რა ღირს დიზაინპროექტის შექმნა და ისმენთ კომპანიის თუ დიზაინერის ფასს, გაითვალისწინეთ, რომ ფასზე და მის რეალურ ღირებულებაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ.

რეალურ პასუხს მიიღებთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასვამთ მთავარ კითხვას - რა კონკრეტული მომსახურებები შედის აღნიშნულ საფასურში?

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გაარკვიოთ ფასი იაფია, საშუალო თუ ძვირი.

ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია შესრულების ხარისხი და პორთფოლიოს გაცნობა.

მატრიქს დიზაინი ფასები

მეტის გაგება

რას მოიცავს სრული დიზაინი?

1.    სივრცის მოწყობა და ტექნიკური ნახაზები

2.    3D გრაფიკული დიზაინის ხატვა იგივე (რენდერი)

3.    დიზაინერის ხელმძღვანელობა, უშუალო ჩართულობა პროექტში


ნუ გადაყრით ფულს დიზაინპროექტში თუ:

კომპანია ან კერძო დიზაინერი გეუბნებათ, რომ გთავაზობთ დიზაინერის სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს: ტექნიკურ ნახაზს, 3D რენდერების შექმნას და პროექტზე სრულ ზედამხედველობას, მაგრამ არსად ახსენებს რომ რენდერს ექნება კონკრეტული მასალის კოდი მის შესაძენად, ასეთი პროექტების უმრავლესობა თავშივე განწირულია.

დიზაინერის სრული მომსახურება იმ შემთხვევაშია ფასეული თუ რენდერთან ერთად დიზაინერი ტექნიკურ დოკუმენტში წერს დიზაინში გამოსახული ყოველი დეტალის შესაძენად კონკრეტული მასალის კოდს და მაღაზიის მისამართს.


სხვა შემთხვევაში დიზაინერის ფანტაზია, გაცოცხლებული 3d რენდერის სახით აბსოლუტურად შეუსაბამო შეიძლება გახდეს პრაქტიკაში რეალური სივრცის მოსაწყობად, თქვენ კი, სწორედ რენდერის გაცოცხლებას ელით სივრცეში საბოლოო შედეგის სახით.

ჩვენი რეკომენდაცია პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა და გვერწმუნეთ, უამრავი დამკვეთი გვინახავს, რომელსაც დიზაინერის მომსახურებიდან ხელში მხოლოდ ეფექტური და ლამაზი დიზაინის რენდერი შერჩა. დასრულებული პროექტი კი რადიკალურად განსხვებული იყო რენდერთან შედარებისას.

სწორედ ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მსგავს შეკვეთაში გადახდილი თუნდაც 10 დოლარი წყალში გადაყრილია.


პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი და სწორი გზა

ვიდრე დიზაინერს დაიქირავებთ დარწმუნდით, რომ მისი შემოთავაზება არის სრულყოფილი და რეალურად მიიღებთ საბოლოო შედეგის მაღალ ეფექტს, ასეთი შედეგის მიღება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ზუსტად იცით, როგორ აქციოთ დიზაინერის ხედვა და რენდერი ანალოგიური ვიზუალის მქონე რეალურ სივრცედ.



გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები