kargi-santeqniki
მინა შუშის სამუშაოები

როგორ შევარჩიოთ კარგი სანტექნიკოსი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

2034

0

27.09.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ყველამ ვიცით, მუდმივი არაფერია. რაც არ უნდა საუკეთესოდ დავამონტაჟოთ სანტექნიკა, მისი შეცვლის, ან უკეთეს შემთხვევაში, შერემონტების დრო აუცილებლად დადგება. ანუ დგება დრო, როცა სანტექნიკოსი უნდა ვეძიოთ და არა უბრალოდ სანტექნიკოსი, არამედ კარგი სანტექნიკოსი.


რას ნიშნავს კარგი სანტექნიკოსი

კარგი სანტექნიკოსის ხსენებაზე, პირველ რიგში გვიჩნდება ასოციაცია ხარისხიანად, სუფთად და  საიმედოდ შესრულებულ სამუშაოსთან. დიახ, სწორედ ეს არის კარგი სანტექნიკოსი, რომელიც ხარისხიანად შეასრულებს სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურების ფასად. როგორ მოვძებნოთ კარგი და სანდო სანტექნიკოსი? ეს არც თუ ისე იოლია, რადგან სანტექნიკოსის მოძიების სპეციფიკა განსხვავდება სხვა სერვისის ხელოსნების ძიებისგან. ისეთი სერვისები, როგორიცაა ავეჯის დამზადება, რემონტი, დასუფთავება და ა.შ., რომლებიც შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში მოძიებული ფოტო ნამუშევრებით შევაფასოთ და ამ ფოტოების დახმარებით გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ. სანტექნიკოსის შეფასება ფოტოებით თითქმის შეუძლებელია. სანტექნიკოსის სავიზიტო ბარათი  და მისი პორთფოლიო რამდენიმე წლიანი გამოცდილება, სანდოობა და რეკომნედაციებია. რეკომენდაციას რომ ვენდოთ, ამ შემთხვევაში სანდო და საიმედო სარემონტო კომპანიაა საჭირო, რომელიც პასუხს აგებს და გარანტიას მოგვცემს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. მოდით, განვიხილოთ კარგი სანტექნიკოსის მოძიების გზები.

სანტექნიკოსის მოძიების გზები

მოძიების ყველაზე გავრცელებული ხერხია:

1.    კერძო ხელოსანი, რომელსაც რეკომენდაციას ნაცნობ - მეგობრები აძლევენ.

2.    ინტერნეტით ბრმად მოძიებული ინფორმაცია, რომელსაც საძიებო სისტემა პირველ ადგილზე აგდებს.

3.    სარემონტო კომპანიები, რომელსაც აგრეთვე ინტერნეტში ვეძებთ, თუმცა არა რიგითობის მიხედვით, არამედ იქ განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადაც კომპანია მყარ გარანტიებს იძლევა.


სანტექნიკი გამოძახებით 597 70 10 10

მეტის გაგება

1.  კერძო ხელოსანი

მისი უპირატესობა შედარებით დაბალი ფასია, მაგრამ რისკი დიდია.  მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე გარანტიას არავინ იძლევა. ანუ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შეიძლება იგივე პრობლემის წინაშე დადგეთ და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. ამიტომ თავიდან მოგიწევთ ხელოსნის მოძიება, ფულის, ნერვების და დროის ზედმეტად ხარჯვა.

ამ ბოლო დროს, ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობს სარემონტო სერვისები, რომელსაც ჯგუფის წევრები რეკომენდაციას უწევენ. თითქოს ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ რეკომენდაცია მისი ახლობლის ან ოჯახის წევრისაა და შედეგად ვიღებთ უხარისხო მომსახურებას, განმეორებულ ხარჯებს, ტყუილად დაკარგულ დროს და ნერვებს და სამწუხაროდ ისევ კარგი ხელოსნის ძიების გზას ვადგებით.


2.  ინტერნეტით ბრმად მოძიებული ინფორმაცია, რომელსაც საძიებო სისტემა პირველ ადგილზე აგდებს

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ეს პროცესი უკვე საკმაოდ მარტივია. მთავარია წვდომა ინტერნეტთან და საძიებო სისტემა. მაგრამ არის კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი. არიან კომპანიები, რომლებსაც საძიებო სისტემა პირველ ადგილზე აგდებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ყველაზე საუკეთესოები არიან, შესაძლოა ისინი უბრალოდ ციფრული მარკეტინგის კარგი სპეციალისტები არიან. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამავე დროს კარგი სერვისიც ქონდეთ.


3.  სარემონტო კომპანიები, რომლებიც მყარ გარანტიას იძლევიან

სარემონტო კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არის პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. კლიენტისთვის მთავარი ნდობის ფაქტორია. ის არ უნდა დარჩეს მოტყუებული, რაც ხშირად ხდება. იაფიან მუშახელთან შედარებით უპირატესობა უნდა მივანიჭოთ  სარემონტო კომპანიას,  რომელსაც თავის ვებგვერდზე უდევს სერვისის დეტალური ანგარიში, სადაც დასაბუთებულია გარანტიის სანდოობა.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამტკიცებს კომპანიის უპირატესობას კერძო ხელოსანთან მიმართებაში.  სანტექნიკოსი შეიძლება ძლიერი იყოს რაღაც მიმართულებით, მაგალითად, ის შეიძლება ძლიერი იყოს ახალი სანტექნიკის მონტაჟში და არა უკვე დაყენებულის შეკეთებაში, ან პირიქით. ამის გასარკვევად რომ არ ხარჯოთ დრო და ენერგია, ამაშიც დაგეხმარებათ კომპანია, რომელიც კარგად იცნობს საკუთარი ხელოსნების მუშაობის სტილს და ძლიერ მხარეებს.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები