misagebi-otaxi-minimalistur-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

მისაღები ოთახი მინიმალისტურ სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1367

0

21.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მინიმალისტური სტილი ინტერიერის დიზაინში თავისი უნივერსალური მახასიათებლების წყალობით იდეალურად მიესადაგება როგორც დიდ, ასევე პატარა ფართის მისაღებ ოთახს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ეს სტილი გამოირჩევა მკაცრი ხასიათით და ლაკონურობით, სტილის ელემენტების გამოყენებით  შესაძლებელია მისაღები ოთახი გახადოთ მყუდრო, თბილი, თანამედროვე და ელეგანტური, შექმნათ  მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო. ვიზუალური ეფექტების დახმარებით კი შეგიძლიათ მცირე მოცულობის ოთახის უფრო ფართოდ  წარმოჩენა. მთავარია, მისაღები ოთახი შეძლებისდაგვარად  იყოს ნათელი და კომფორტული, შესაბამისი სრულფასოვანი ფიზიკური და ემოციური დასვენებისთვის.


სტილი მოწესრიგებული ადამიანებისთვის

ეს არის სტილი მოწესრიგებული და ორგანიზებული ადამიანებისთვის, რომლებიც არასდროს ინახავენ სახლში გამოუსადეგარ ნივთებს, რადგან მათთვის მთავარია ფუნქციურად იყოს დატვირთული ყოველი ნივთი თუ დეტალი. მინიმალისტური სტილი მათთვისაა, ვისაც აღიზიანებს ქაოსი, უსარგებლო ავეჯით და დეკორაციებით გადატვირთული საცხოვრებელი სივრცე, უყვარს წესრიგი და იცის როგორ შეინარჩუნოს იგი.


 ძირითადი მახასიათებლები:

1. მცირე რაოდენობით გამოყენებული დეკორატიული ელემენტები.
2.. მაქსიმალურად ფუნქციური, (დასაშვებია ჩამონტაჟებული) ავეჯი.    
3. მონოქრომული ინტერიერი.
4. რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა.
5. თავისუფალი სივრცე, ბევრი თავისუფალი ადგილი, შუქი და ჰაერი.
6. ტიხრების უგულებელყოფა: ხშირად, ძირითადი რემონტის დროს, ამ სტილის მოყვარულები ხსნიან არასაყრდენ ტიხრებს, აერთიანებენ რამდენიმე ოთახს ერთში.
7. დიდი ზომის ფანჯრები (რეკომენდებულია ფანჯრის ღიობების ზომის გაზრდა მაქსიმალურად რემონტის მსვლელობისას).


ფერთა პალიტრა

მინიმალისტური სტილის ძირითადი ფერი თეთრია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მოლურჯო-თოვლიანი ან კრემისებრი ტონალობა. მისაღები ოთახისთვის, რომელსაც აქვს არასაკმარისი განათება, რეკომენდებულია ნათელი და  თბილი ტონების გამოყენება. მზიან და კარგად განათებულ მისაღებში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ტონალობებთან ნაცრისფერი, შავი ან შოკოლადის ფერებს საინტერესო კონტრასტული მიქსი. ასეთი მზიანი ოთახი  გამოვა ძალიან მყუდრო და კომფორტული თუ გამოიყენებთ ყავისფერ პალიტრას.
მისაღები ოთახის ინტერიერში, აგრეთვე, გამოიყენება ისეთი ბუნებრივი ფერები როგორებიცაა: მოკრემისებრო თეთრი, რძიანი შოკოლადი, ბაცი ქვიშისფერი, ნათელი ნაცრისფერი, არამკვეთრი ლიმონისფერი და ა. შ... რამდენიმე ფერის შეხამებისას ძირითადად ირჩევა ორი ფერი, რომელიც გამოიყენება როგორც ფონი. მესამე ფერი უნდა იყოს ამ ორთან კონტრასტული, რომელსაც გამოიყენებთ მცირე აქცენტებით.



"მეტრიქსი" - ხასიათზე მორგებული დიზაინი

მეტის გაგება

კედლები

მისაღები ოთახის აქცენტირებული კედლის აგურით მოპირკეთება ოთახს გახდის ორიგინალურს და საინტერესოს, ეს ვარიანტი ინტერიერის მიანიჭებს დინამიზმს. აგური შეგიძლიათ დატოვოთ ნატურალურ ფერში ან გადაღებოთ მინიმალისტური სტილისთვის მისაღებ ფერებში. აგურის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული ფილები, მისი უპირატესობაა მსუბუქი წონა, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, ადჰესია საწყისიდან, დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის ფაქტურა, მრავალფეროვანი ფერთა გამა და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროდუქცია თანამედროვე სამომხმარებლო ბაზარზე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და არჩევანიც დიდია.
ფრანგული ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე მინიმალისტური სტილის მისაღებ ოთახს არა მარტო ნათელს და ფართოს გამოაჩენს, არამედ ოთახი გახდება ტრენდული და მყუდრო. ასეთი ფანჯრები იწვევს მეტი ჰაერის და თავისუფალი სუნთქვის შეგრძნებას. თუ კედელი იძლევა ამის საშუალებას და ფანჯრის მხარეს შესაბამისი ხედიცაა, შეგიძლიათ მთელი კედელი გახადოთ გამჭვირვალე.


ავეჯის მახასიათებლები

მისაღები ოთახის დიზაინი მინიმალისტურ სტილში გულისხმობს სივრცის მინიმალური ავეჯით გაფორმებას. მთავარია შენარჩუნდეს ძირთადი მოთხოვნები: სიმარტივე და ფუნქციონალურობა. საუკეთესო ვარიანტია თუ ავეჯი მაქსიმალურად  ნატურალური ხისგან იქნება დამზადებული. დასაშვებია პრიალა ზედაპირების გამოყენება, ლითონის ფიტინგები, ტექსტილი ნატურალური მასალისგან. დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ მინის ზედაპირიან მაგიდებს, აგრეთვე მინის გამოყენებას კარებისთვის და თაროებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რბილ ავეჯს. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და ტექსტურა, რომელიც იდეალურ ჰარმონიაში იქნება ინტერიერის დიზაინთან. დივანი შეიძლება იყოს ჩაშენებული უჯრით ან სხვა ფუნქციური დეტალებით.
ავეჯი ტრანსფორმერი, რომელიც მინიმალურ თავისუფალ ადგილს იკავებს, ამ სტილის სრულყოფილად შეეთავსება.


რბილი ავეჯი

მისაღები ოთახისთვის ავეჯის შერჩევისას მთავარი აქცენტი კეთდება დივანზე, უკეთესია თუ ეს იქნება სამეული. ეს ის შემთხვევაა, როცა ფართის დაზოგვის მიზნით არ კეთდება ეკონომია დივნის ზომების ხარჯზე, რადგან დივანი და სავარძლები უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო, მოსახერხებელი და კომფორტული. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთი კომპლექტი, ასევე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დიზაინის მქონე დივანი და სავარძლები, როგორც ფერით ასევე ფორმებით. ფერთა პალიტრა უმჯობესია იყოს მონოქრომული. რეკომენდებულია მკაცრი, მართკუთხა ფორმები.  საყრდენები ასევე უნდა იყოს ფართო და მართკუთხა. რბილი ავეჯის საფარი სასურველია იყოს ერთ ტონში. თუ თვლით, რომ ეს ოთახს მოსაწყენს გახდის, შეგიძლიათ დაამატოთ კონტრასტული ფერის ბალიშები. დიზაინერების რეკომენდაციაა, რომ ამ სტილის რბილი ავეჯის საფარი იყოს დამზადებული ძვირადღირებული მასალისგან; როგორიცაა ნატურალური ტყავი, ალკანტრა, მაღალი ხარისხის ხავერდი და ა. შ...
სასტუმრო ოთახისთვის, აგრეთვე, იდეალური ვარიანტია კუთხის დივნის მოდელები. ის დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია, რადგან მომგებიანია როგორც ვიზუალური ასევე ფუნქციური თვალსაზრისით. რბილ ავეჯთან მართებულია განათავსოთ ჟურნალების მაგიდა შესაბამისი დიზაინით. ოთახის ვიზუალს მომგებიანს და კომფორტულს გახდის სარკეების გამოყენება და ფუნქციური შუშის, მეტალის და ხის კომბინირებული თაროები.


რამდენიმე სასარგებლო რჩევა

1. რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი გამწვანება; სწორად შერჩეული მცენარეები არა მხოლოდ ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, ზრდის ტენინანობას, წარმოაჩენს ინტერიერის ესთეტიკურ ვიზუალს.
2. ოთახში არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით აქსესუარები და დეკორატიული ელემენტები.
3. ზონირებისთვის გამოიყენეთ ისეთი ტიხრები, რომლებიც შუქს მაქსიმალურად არ შეაკავებენ.
4. მისაღებ ოთახში განათავსეთ კომპაქტური ტექნიკა და მარტივი გეომეტრიული ფორმის მრავალფუნქციური ავეჯი.
5. შეარჩიეთ მრავალდონიანი სისტემის განათება, არ დაამონტაჟოთ მოცულობითი ჭაღები, ბრები და იატაკის ნათურები.
6. მინიმალიზმის სტილის ინტერიერში არ უნდა იყოს 3 -ზე მეტი განსხვავებული ფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საინტერესო და დახვეწილი დიზაინის ნაცვლად, თქვენ მიიღებთ უგემოვნო ჭრელ გარემოს.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები