mwvane-da-premium-karkasis-remonti
რემონტი

მწვანე კარკასი ქართულ რეალობაში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1613

0

03.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ქართული სამშენებლო - სარემონტო კომპანიების დიდი ნაწილი მომხმარებელს შავ და თეთრ კარკასთან ერთად, მწვანე კარკასსაც სთავაზობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის რუსეთში) და მით უმეტეს ევროპაში, არ არსებობს ასეთი მოცემულობა - „მწვანე კარკასი“. ევროპელი მომხმარებელი ხშირად შედის შეცდომაში და ჰგონია, რომ მწვანე კარკასი ეკოლოგიური მასალებით გარემონტებულ სივრცეს ნიშნავს, რადგან ევროპაში როცა აღნიშნავენ რომ შენობა მწვანეა, ცალსახად იგულისხმება ეკო სტანდარტები და უმაღლესი ხარისხი.
სიტყვა „მწვანემ“ კი არ დაგაბნიოთ, მართალია, ეს ფერი ცნობიერებაში თავისთავად ასოცირდება ეკოლოგიასთან, მაგრამ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ეკო მშენებლობასთან, ეკო სტანდარტებთან, ეკო მასალასთან და არანაირ სხვა  „ეკოსთან“. ქართველი მომხმარებელის დიდი ნაწილისთვის დღემდე ბუნდოვანია მისი მნიშვნელობა, თუმცა ეს ფაქტი ხელს არ უშლის სარემონტო ბაზარზე მის დამკვიდრებას და შეიძლება ითქვას, პოპულარობასაც კი.


რემონტი გარანტირებული შედეგით

მეტის გაგება


ეკო მენებლობა


სხვაობა ევროპულ მწვანე შენობებსა და  ქართულ მწვანე კარკასს შორის

ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე საკმაოდ მრავლადაა  და დიდი პოპულარობით სარგებლობს მწვანე დასახლებები. ეს არის დასახლებული პუნქტები, სადაც საწვავზე მომუშავე მანქანებსაც კი არ აქვთ გადაადგილების უფლება და მხოლოდ ელექტრომობილები, ველოსიპედები და სხვა მსგავსი ტიპის ტრანსპორტი დაიშვება. მწვანე შენობებში გაზის და ელექტრონერგიის გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდულია და ძირითადად ენერგომომარაგება მზისა და ქარის მიერ გამომუშავებულ ენერგიის ხარჯზე ხდება. შენობები აშენებული და გარემონტებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით. მხოლოდ ამ ტიპის სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ ენიჭება შენობას მწვანე სერთიფიკატი. სტატისტიკაზე დაყრდნობით ასეთ უბნებში მაცხოვრებელი ადამიანების ავადობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ისინი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.


ეკო რემონტი
 

ქართული რეალობა კი სხვაა, მწვანე კარკასს არაფერი აქვს საერთო ევროპულ მწვანე შენობებთან  და არც რამე მყარი სტანდარტული ჩამონათვალი არსებობს თუ რა სამუშაოებს მოიცავს ეს მოცემულობა. ყველა სამშენებლო - სარემონტო კომპანია „მწვანე კარკასის“ მომსახურებაში თავის ვარიანტს გთავაზობთ. ამიტომ, სანამ ამ სერვისის შეკვეთას გადაწყვეტთ, სჯობს ჯერ გაესაუბროთ მენეჯერს და დაადგინოთ დეტალები.


ეკო საძინებელი


რა არის მწვანე კარკასი?

და მაინც, რა არის მწვანე კარკასი? - კითხვა აქტუალურია, პასუხი კი ხშირად ბუნდოვანი. არადა თემას თუ ჩაუღრმავდებით, განმარტება სულაც არ არის რთული. მწვანე კარკასი რემონტის დარულების ერთ - ერთი დონეა, რომლის სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი  გაცილებით მეტ შესრულებულ სამუშაოს გულისხმობს, ვიდრე შავი და თეთრი კარკასის შემთხვევაში. მეტად რომ დავკონკრეტდეთ, დასრულების ეს დონე ნიშნავს სარემონტო სივრცის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანას.  დღესდღეობით ქართული სარემონტო კომპანიების უმეტესობას აქვს მწვანე კარკასის შეთავაზება. რადგან სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროთ კომპანიის წარმომადგენელს და დაადგინოთ რას გულისხმობს ამ კონკრეტულ მომსახურებაში კონკრეტული კომპანია.


მწვანე კარკასი


კომპანია მეტრიქსის „მწვანე კარკასი“

კომპანია „მეტრიქსი“ მწვანე კარკასის შეკვეთის შემთხვევაში გაგირემონტებთ ბინას, საოფისე ფართს, აგარაკს და ნებისმიერ შენობას სწრაფად, ხარისხიანად და გარანტირებული შედეგით. სამუშაოების შესრულება შესაძლებელია როგორც დამკვეთის, ასევე კომპანიის მასალით. კომპანიის მიერ შეთავაზებული მასალის პრივილეგიაა მისი გარანტირებულად მაღალი ხარისხი, აგრეთვე დამკვეთის ძვირფასი დროის და არანაკლებ ძვირფასი ნერვიული სისტემის დაზოგვა. კომპანია „მეტრიქსის“  მწვანე კარკასის სამუშაოების ჩამონათვალი დასრულების დონის მიხედვით ასე გამოიყურება:

შესრულებული სამუშაოები „მეტრიქსის“ მასალით და ფასები:

1. სააბაზანოს ცემენტით ლესვა (გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ქვიშა-ცემენტი);
 2. სააბაზანოს იატაკის მოხვეწა (стяжка);
3. სააბაზანო ოთახში კერამიკული ფილების დაგება (ფილების შერჩევა ხდება დამკვეთის გემოვნებით ნებისმიერი მაღაზიიდან) გამოიყენება მაღალი ხარისხის წებოცემენტი, კერამიკული ფილებისთვის - „ალპინა“, მაღალი ხარისხი; ფუგა კერამიკული ფილებისთვის - „ბეტეკი“, მაღალი ხარისხი;
4. სააბაზანო ოთახში ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი (დამკვეთის შერჩევით ნებისმიერი მაღაზიიდან);
5. სააბაზანო ოთახში აქსესუარების მონტაჟი;
6. კედლები, ჭერი: შეფითხვნა, დამუშავება (გამოსაყენებელი მასალები: ფითხი - გრუნტი: „კნაუფი“ მაღალი ხარისხი;
7. კედლები, ჭერი: ღებვა, შპალერის გაკვრა (მასალები: საღებავი - „კაპასილანი“ მაღალი ხარისხი;
8. ლამინირებული იატაკი, პლინთუსების დაგება, მოწყობა (მასალის შერჩევა ხდება დამკვეთის გემოვნებით ნებისმიერი მაღაზიიდან);
9. სააბაზანო ოთახში კარის მონტაჟი (კარი სტანდარტული ბინისთვის) 1 კარის ღირებულება - 400 ლ.
10. ცენტრალური გათბობის ქვაბის და რადიატორების მონტაჟი (იტალიური წარმოების ქვაბი და რადიატორები , მაღალი ხარისხი);
11. განათების სისტემების და ჩამრთველების მონტაჟი (გამოიყენება რუსული წარმოების მაღალხარისიხიანი პროდუქცია);
12. რემონტის შემდგომი დასუფთავება.
ფასი დამკვეთის მასალით - 193 ლ.  ფასი „მეტრიქსის“ მასალით - 349 ლ.
(დაწვრილებითი ინფორმაცია და ფასები იხილეთ აქ)


მწვანე კარკასი


ევროპული სტანდარტები, მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, კმაყოფილი კლიენტის მაღალი შეფასება - ეს ჩამონათვალი კომპანია „მეტრიქსს“ აძლევს იმის საფუძველს რომ თამამად შესთავაზოს ყველანაირი გემოვნების მქონე კლიენტს თავისი მომსახურება. კომპანიის ვებგვერდზე შეგძლიათ იხილოთ როგორც სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი და ფასები, აგრეთვე შერულებული სამუშაოების კატალოგი ფოტოკოლაჟისა და ვიდეომასალის სახით.
                                                                                                             კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ წარმატებას!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები