patara-samzareulos-aveji
ავეჯის დამზადება

რჩევები: როგორ შევარჩიოთ პატარა სამზარეულოს ავეჯი ​​​​​​​

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

140

0

19.05.2024

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რჩევები: როგორ შევარჩიოთ პატარა სამზარეულოს ავეჯი 

ალბათ, სამზარეულოს ყველა ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან მეტ ნაკლებად, ყველა ოჯახის წევრისთვის, კომფორტის ზონა და სახლის ყველაზე მყუდრო სივრცეა. 

ასეთივე მნიშვნელოვანია სამზარეულო ინტერიერის დიზაინის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვისაც, რადგან შექმნა ფუნქციური და ესთეტიკური სივრცე, რომელიც ასევე სოციალიზაციისთვისა და ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული ადგილი იქნება, არ არის მარტივი დავალება. განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი სამზარეულო შედარებით პატარაა.

სახლის ნებისმიერი სივრცის დაგეგმარების პროცესში, იქნება ეს სამზარეულო თუ სხვა დანიშნულების ოთახები, ადგილის სიმცირე ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ამ დროს, მთავარია სივრცის ეფექტური ათვისება და სტრატეგიული დაგეგმარება.

სტატიაში რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარებათ ავეჯი სწორად შეარჩიოთ და თქვენი სამზარეულო აქციოთ სასიამოვნო სივრცედ, რომელიც ასევე პრაქტიკულად დატვირთული და ფუნქციური იქნება.

განსაზღვრეთ საჭიროებები - რა უნდა იყოს თქვენს სამზარეულოში?

სანამ უშუალოდ დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე გადახვალთ, ჩამოყალიბდით, რა უნდა გქონდეთ აუცილებლად თქვენს სამზარეულოში - სამზარეულოს ტექნიკა, სასადილო მაგიდა სკამებით, სათავსოები, ნიჟარა და ა.შ.
ეს ჩამონათვალი შესაძლოა სამზარეულოს სივრცის მოცულობის მიხედვით გაიზარდოს, ან შემცირდეს.

ისეთ შემთხვევაში, როცა სივრცე გვზღუდავს, საჭიროა მისი მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ეფექტური დაგეგმარება. მას შემდეგ, რაც შეჯერდებით, კონკრეტულად რა უნდა განათავსოთ სამზარეულოში, შემდეგი ეტაპი ამ ყველაფრის განლაგების სტრატეგიაა.

სამზარეულოს ავეჯის და ტექნიკის განლაგება მორგებული უნდა იყოს სივრცის კონკრეტულ მახასიათებლებზე - მაგალითად გაყვანილობის სქემა, ფანჯარა, ვენტილაცია და ასე შემდეგ. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ „სამზარეულოს სამუშაო სამკუთხედის“ პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ სასურველია ნიჟარა, მაცივარი და ქურა ერთმანეთთან შეძლებისდაგვარად ახლოს იყოს განთავსებული. ეს დაგეხმარებათ საკვების მომზადებისას დაზოგოთ დრო და ენერგია.

შეარჩიეთ მაქსიმალურად მორგებული სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა

სამზარეულოს სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად, გირჩევთ, გამოიყენოთ მრავალფუნქციური ავეჯი. მაგალითად, სამზარეულოს კუნძული შეიძლება გამოიყენოთ როგორც სათავსოდ, ასევე როგორც სასადილო მაგიდად ან დამატებით სამუშაო სივრცედ.
იშვიათია, რომ სტანდარტული ავეჯი, რომლებიც მაღაზიების შოურუმებშია წარმოდგენილი, იდეალურად მოერგოს თქვენი სამზარეულოს ზომებს. ასეთ შემთხვევებში, გამართლებული იქნება სამზარეულოს ავეჯის შეკვეთით დამზადება. სამზარეულოს ზომებთან თავსებადობასთან ერთად, შეკვეთით დამზადებული ავეჯი შეგიძლიათ თქვენს პირად საჭიროებებსაც მოარგოთ - განსაზღვროთ სიმაღლე, მასალა, ზედაპირები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

რაც შეეხება სამზარეულოს ტექნიკას, აირჩიეთ კომპაქტური ზომის მოდელები, რომლებიც მორგებულია პატარა სამზარეულოსთვის. მოიძიეთ შედარებით პატარა მაცივრები, ვიწრო ჭურჭლის სარეცხი მანქანები და კომპაქტური ღუმელები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია შეზღუდული სივრცის მქონე სამზარეულოებისთვის.


ამასთან ერთად, კარგი იქნება, თუ ცალკე მდგომის ნაცვლად, არჩევანს ჩასაშენებელ ტექნიკაზე გააკეთებთ - ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური და ა.შ. ასე ბევრად ეფექტურად გამოიყენებთ სამზარეულოს სივრცეს და ვიზუალურადაც არ დატვირთავთ ინტერიერს.​​​​​​​

სამზარეულოს ავეჯის შესაკვეთად დააწკაპე

მეტის გაგება

მაქსიმალურად გამოიყენეთ სივრცე სათავსოებისთვის:

ხშირად, სათავსოები პატარა სამზარეულოების კრიტიკული პრობლემაა.

გირჩევთ, შეარჩიოთ მაღალი სათავსო კაბინები, რომელიც ჭერამდე დაიკავებს სივრცეს. აითვისეთ ყველა კუთხე, კარადების ზემოთ და ნიჟარის ქვეშ არსებული სივრცის ჩათვლით. განიხილეთ გასაშლელი უჯრები და ორგანაიზერების ჩაშენების ვარიანტიც, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ სათავსოების რაოდენობა და ეფექტურობა. 

იმისთვის, რომ სათავსო კაბინებმა სამზარეულოს  სივრცე ვიზუალურად არ შეამციროს, შეგიძლიათ ისინი სრულად ან ნაწილობრივ, ღია თაროებით ჩაანაცვლოთ. ასევე, ეფექტური იქნება, თუ თაროებს იმ კუთხეებშიც დაამონტაჟებთ, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებად გამოიყენება.


ინტერიერის დიზაინი და დეკორაცია:
​​​​​​​

იმის გარდა, რომ სამზარეულო ფუნქციური და პრაქტიკული უნდა იყოს, მისი დიზაინი და ატმოსფეროც არანაკლებ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი სამზარეულო პატარაა, მეტი ყურადღება გვმართებს სივრცის შესაფერისი დიზაინის შერჩევისას, რათა ის უფრო ფართო, სასიამოვნო და კომფორტული გახდეს.

მაგალითად, შუშის და სარკის ელემენტების გამოყენება სათავსო კაბინების კარებსა და პანელებზე, შექმნის უფრო ფართო სივრცის ილუზიას. გამჭვირვალე და მბზინავი ზედაპირები სინათლეს აირეკლავს, რაც უფრო სასიამოვნო განათებასაც შექმნის. 

პატარა სამზარეულოს ავეჯისთვის თეთრი ან პასტელური ფერები, კედლების უფრო ღია ტონებთან კომბინაციაში, გამოკვეთს აქცენტებს და გახდის სივრცეს უფრო ნათელსა და ჰაეროვანს. 

პატარა სამზარეულოს ინტერიერის დიზაინი მოითხოვს კრეატიულობას და ჭკვიანურ დაგეგმვას. სივრცის ეფექტური გამოყენებისა და შესაბამისი, პატარა სამზარეულოს ავეჯის შერჩევით, შეძლებთ ნებისმიერი ზომის სამზარეულო აქციოთ სახლის საყვარელ და მყუდრო სივრცედ.

სამზარეულოს ავეჯისა და ტექნიკის ოპტიმიზაციის გარდა, სივრცის დადებითი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად, მოერიდეთ მის დატვირთვას უსარგებლო ნივთებით, უწესრიგოდ გაფანტული აქსესუარებით ან ინტერიერიდან ამოვარდნილი დეკორაციებით. არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს რეგულარული მოწესრიგება და მოვლა შესაბამისი საშუალებებით. ეს დაგეხმარებათ დიდ ხანს შეინარჩუნოთ როგორც წესრიგი, ასევე სამზარეულოს ავეჯის და ინტერიერის სხვა კომპონენტების პირვანდელი სახე.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები