ras-nishnavs-shavi-karkasi-da-rogor-gavaremontot
ინტერიერის დიზაინერი

რას ნიშნავს შავი კარკასი და როგორ გავარემონტოთ

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

251

0

07.04.2023

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

​​​​​​​

სარემონტო ხარჯთაღრიცხვა მეტრიქსისგან

მეტის გაგება


რას ნიშნავს შავი კარკასი?

ბინის შეძენამდე როგორც წესი, რამდენიმე ეტაპს გავდივართ. პირველ რიგში ვარჩევთ ჩვენთვის სასურველ უბანს და ვიწყებთ სამშენებლო კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ვამოწმებთ, რამდენად მიზანშეწონილია მათი ნდობა, რამდენად ხარისხიანი მასალით აშენებენ ბინებს და ზედმიწევნით ასრულებენ თუ არა იმ პირობებს, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ. ამის შემდეგ მივდივართ იმ ეტაპამდე, როდესაც ვირჩევთ, დასრულების რა ეტაპზე იყოს ბინა. დასრულების ეტაპში კი კარკასის ტიპი იგულისხმება. ის შეიძლება იყოს შავი, თეთრი, მწვანე და ..

კარკასის რომელ ტიპს შევარჩევთ, სრულად ჩვენს ფინანსებზე, გემოვნებასა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული. თუ გვსურს, რომ ბინის შეძენის პროცესში ნაკლები თანხა დავხარჯოთ - შავი კარკასი საუკეთესო გამოსავალია. ამ შემთხვევაში მისი გარემონტება ნულიდან თავად გვიწევს და სრულად ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, როგორ გადავტიხრავთ, რა მასალას გამოვიყენებთ მის სარემონტოდ და .. თუ გვსურს, რომ რემონტთან დაკავშირებული სირთულეები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან და ამაში ფინანსებიც გვიწყობთ ხელს, თეთრი ან მწვანე კარკასი ყველაზე კარგი ვარიანტია. ასეთ დროს ბინა უკვე კოსმეტიკურ რემონტამდეა მიყვანილი და ამ მხრივ ჩვენ უკვე მინიმალური დანახარჯის გაღება გვიწევს.

ასე რომ, თუ შავი კარკასის ბინის შეძენას გადაწყვეტთ, უმჯობესია, თავად სამშენებლო კომპანიასთან გაარკვიოთ, ზუსტად რა კონდიციამდე იქნება მიყვანილი ჩაბარებისას, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი გაუგებრობები. ხშირ შემთხვევაში პირობები ყველასთვის მსგავსია და ის გულისხმობს შემდეგს:

  • კედლები პერიმეტრზე არ არის ბათქაშით შელესილი;
  • შიდა ტიხრები ამოსაყვანია; • არ არის მოჭიმული იატაკი; ელექტროგაყვანილობა მიყვანილია შესასვლელ კარამდე;
  • არ არის განსაზღვრული ადგილები როზეტებისა და გადამრთველებისთვის;
  • კომუნიკაციები მიყვანილია კარამდე;
  • წყალი და კანალიზაცია, როგორც წესი, მიყვანილია ერთ ან რამდენიმე ადგილას, სადაც განლაგებული უნდა იყოს სანტექნიკის მილები. ბინაში შეყვანას კი თავად უზრუნველყოფთ;
  • ბინა აღჭურვილია შესასვლელი რკინის კარით;

როგორც ხედავთ, შავი კარკასი იდეალური ვარიანტია, თუ გსურთ, ყველაფერი თქვენ ნებაზე და თქვენთვის სასურველი მასალით გაარემონტოთ. ასევე, სხვა ვარიანტებთან შედარებით იაფი ჯდება და ბინის შეძენის პროცესში ფინანსების მოძიების ეტაპს ამარტივებს.

შავი კარკასის რემონტი

თუ უკვე ფლობთ შავი კარკასის ბინას და მისი გარემონტება გსურთ, Metrix საუკეთესო არჩევანია. ჩვენთან თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში საჭიროა, ადგილზე გამოიძახოთ ხელოსანი. ჩვენი ჯგუფი ადგილზე უზრუნველყოფს აზომვით სამუშაოებს, რის მიხედვითაც ზუსტად მოხდება რემონტის ხარჯთაღრიცხვა და გაიწერება ზუსტი გეგმა რემონტისთვის. ამის შემდეგ უკვე თანხმდებით მასალაზე. თქვენზეა დამოკიდებული, თავად უზრუნველყოფთ მასალის შეძენას თუ ამ პუნქტის შემთხვევაშიც სრულად მიენდობით Metrix-სს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად იქნება თქვენი სურვილი და საჭიროება გათვალისწინებული. ამის შემდეგ, თუ ყველა პირობა მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, შედგება ხელშეკრულება და ჩვენი სპეციალისტები დაუყოვნებლივ შეუდგებიან შავი კარკასის ბინის რემონტს. შავი კარკასის რემონტისას ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ ელექტროტექნიკურ სამუშაოებს;
  • კანალიზაციის, სანტექნიკის, ცენტრალური გათბობის მილების მონტაჟს
  • იატაკის მოჭიმვას;
  • კედლების ლესვას გაჯით;
  • ჭერზე თაბაშირმუყაოს მოწყობას;
  • აბაზანის სრულ რემონტს;
  • ფითხის წასმას, დამუშავებას, ღებვას ან შპალერის გაკვრას;
  • ლამინირებული იატაკის დაგებას თავისი პლინტუსებით;
  • სააბაზანოსა და ოთახის კარის მონტაჟს;
  • ჩამრთველების, როზეტების, განათების მონტაჟს;
  • ცენტრალური გათბობის ქვაბისა და რადიატორების მონტაჟს;


შავი კარკასის რემონტის შემდგომი დასუფთავება

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობისას, მას შემდეგ რაც შავი კარკასის რემონტი დასრულდება, ჩვენი ჯგუფი აუცილებლად უზრუნველყოფს რემონტის შემდგომ დასუფთავებას. მომხმარებელს ყოველთვის ვაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ მიერ ჩაბარებული ბინა აუცილებლად იქნება 100%-ით სუფთა და ბოლომდე მიყვანილი. არ დაგხვდებათ დაუსრულებელი დეტალები ან შუა გზაზე მიტოვებული სამუშაოები.

რა არის შავი კარკასის რემონტის ფასი?

შავი კარკასის რემონტის ფასი ძირითადად ორ დეტალზეა დამოკიდებული - რემონტისთვის საჭირო მასალას თქვენ შეიძენთ თუ Metrix-ის გუნდი უზრუნველყოფს მას. ასევე, ფასი დამოკიდებულია ბინის კვადრატულობასა და რემონტის ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი სპეციალისტები რემონტის დაწყებამდე ზუსტად დაითვლიან ხარჯებს და ამის შესახებ წინასწარ მოგაწვდიან ინფორმაციას. თუ პირობები მისაღები იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ზუსტად იმ გეგმას გაჰყვება, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული. შავი კარკასი იაფად თუ გსურთ, Metrix-თან თანამშრომლობა საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. გამომდინარე იქიდან, რომ Metrix სხვადასხვა სარემონტო და სამშენებლო მაღაზიასთან თანამშრომლობს, გვაქვს საშუალება, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის masalebi საკმაოდ კარგი ფასდაკლებით შევთავაზოთ.

რატომ ვირჩევთ METRIX-ის ხელოსნების გუნდს შავი კარკასის ბინის რემონტისას?

რემონტის წამოწყებისას ერთ-ერთი ძირითადი სირთულე ხელოსნის ან ხელოსნების გუნდის არჩევის პროცესია. სწორედ ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება რემონტის პროცესი და საბოლოოდ რა შედეგამდე მივალთ. და მაინც, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხელოსნის მოძიებისას? რა თქმა უნდა, უკვე შესრულებული სამუშაოების შესახებ ვთხოვოთ ინფორმაცია და მომხმარებლის რეკომენდაციებსაც გულდასმით გავეცნოთ. ან ავირჩიოთ კომპანია, რომელიც მრავალი წელია, ბაზარზე არსებობს და უკვე ასობით შესრულებულ პროექტს ითვლის.

Metrix-ის მთავარი ღირებულება კომფორტი, სისწრაფე და ხარისხია. Metrix-თან თანამშრომლობისას ყოველგვარი გაუგებრობებისგან 100%-ით ხართ დაცული, რადგან კომპანიისთვის კმაყოფილი მომხმარებელი და მისი უსაფრთხოება უპირველესია. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს თითოეული ხელოსანი და დაკისრებული სამუშაოს შესრულებას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება. გუნდი პროფესიონალი, გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული, ხოლო სერვისის გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მხრიდან მუდმივად ხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ხელოსნების მომსახურების გაუმჯობესება. შეგახსენებთ, რომ

Metrix-ის ხელოსნების გამოძახება თბილისის მასშტაბით დღის ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა, შესაძლებელი.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები