rechevebi-remontis-dawyebamde
რემონტი

რჩევები  რემონტის დაწყებამდე

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1448

0

26.07.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

გაიმარტივეთ სარემონტო პროცესი

რემონტის დაწყება ყველაზე რთულია მაშინ, როდესაც ბიუჯეტი სწორად და სრულყოფილად არ გაქვთ ჩამოყალიბებული. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ზომის რემონტი გსურთ განახორციელოთ. სწორად და ზედმიწევნით ჩამოწერილი ბიუჯეტური ასპექტები მის თითოეულ ეტაპს გაგიმარტივებთ და საკმაოდ დიდ სტრესსაც აგარიდებთ თავიდან. ამასთანავე, რემონტი ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო პროცესია მაშინ, როდესაც მისთვის წინასწარ გაქვთ შეგროვებული საჭირო თანხა და მის გზადაგზა შეგროვებას არ აპირებთ. კარგი იქნება თუ შერჩეული სარემონტო ჯგუფის მიერ გამოაანგარიშებულ საჭირო თანხაზე, მინიმუმ 20 პროცენტით მეტს მაინც თუ გაამზადებთ რემონტის ბიუჯეტის სახით.


შეარჩიეთ კომპეტენტური სამშენებლო სარემონტო კომპანია

რემონტი და მისი მიმდინარეობის მთლიანი პერიოდი ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესად შეიძლება იქცეს. თუკი გსურთ, რომ აღნიშნული საკითხის გამო თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი არ დაზიანდეს, მაშინ სწორი სამშენებლო კომპანია უნდა შეარჩიოთ. საბედნიეროდ, კომპეტენტური მშენებლების წყალობით აღარ დაგჭირდებათ ისეთ რუტინულ ასპექტებში დროის დახარჯვა, როგორიცაა, მაგალითად, მათი მუშაობის პროგრესის შემოწმება ყოველდღიურად. სწორად გაკეთებული არჩევანის შემთხვევაში თქვენ საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ ასევე სამშენებლო მასალების შერჩევის ასპექტშიც. მაგალითად კომპანია "Metrix"  შემოგთავაზებთ ნებისმიერი დონის კარკასის ჩაბარებას, თანაც მისი პროფესიონალი თანამშრომლები სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებშიც უდიდეს დახმარებას გაგიწევენ.

მეტრიქს რემონტი

მეტის გაგება

დაგეგმეთ რეალისტურად

დაგეგმეთ რეალისტურად ბიუჯეტის სწორად შერჩევასთან ერთად, თქვენ აუცილებლად ზედმიწევნით უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები პრიორიტეტის მიხედვით. კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა სტილის რემონტი მოუხდება თქვენი სახლის თუ ოთახის პროპორციებსა და დანიშნულებას. ასევე, კარგად უნდა მოიფიქროთ, აპირებთ თუ არა გარემონტებული სახლის გაყიდვას ან გაქირავებას მომავალში. ამის დახმარებით რეალურად ჩამოაყალიბებთ რემონტის მიზანს. თუკი გსურთ, რომ სახლის გალამაზებით მისი გასაყიდი ფასი გაზარდოთ, ამის შესახებ სარემონტო კომპანიასთან დაწვრილებით მოლაპარაკება ბევრად უფრო სასარგებლო შედეგებს მოგიტანთ.


შეამოწმეთ კალენდარი

შეამოწმეთ კალენდარი, ხშირ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობას სურს, რომ რაიმე დღესასწაულს ან მნიშვნელოვან თარიღს განახლებული სახლის ინტერიერით შეხვდეს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად როდის მოხერხდება რემონტის დასრულება. თუ რემონტის დასრულების თარიღს, მინიმუმ დღესასწაულამდე 1 თვით ადრე მაინც დააწესებთ, ეს საკმაოდ მომგებიანი იქნება თქვენთვის. რემონტი საკმაოდ კომპლექსური პროცესია და შესაძლოა გარკვეული ვადების გაზრდაც დაგჭირდეთ მის დასამთავრებლად. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ თავს წინასწარ დაიზღვევთ. ასევე, შეიძლება, უკვე დასრულებული ვიზუალის ნახვისას ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რის მოსასწრებადაც 1 თვე სავარაუდოდ საკმარისი დრო იქნება.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები