remontis-realuri-xarjtagricxva
რემონტი

რემონტის რეალური ხარჯთაღრიცხვა

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

763

0

14.06.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი


რემონტი და მასთან ასოცირებული სირთულეები - დამეთანხმებით, იშვიათია ისეთი ადამიანი, ვისაც ამ პრობლემასთან, ერთხელ მაინც, შეხება არ ჰქონია. სირთულეების თავიდან ასაცილებლად კი გამოცდილებაა საჭირო. ამიტომ, გაგიზიარებთ სარემონტო საქმის პროფესიონალებისგან მიღებულ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას და ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები დაგეხმარებათ რემონტის სირთულეების ადვილად დაძლევაში - ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის. დავიწყოთ ყველაზე მთავარით:


ფინანსური მხარე

სასურველია, რემონტის დაწყებამდე გქონდეთ სრული თანხა. დაწყებული რემონტის პარალელურად,  ნელ- ნელა მოიძიებული თანხები  გამოიწვევს რემონტის ეტაპობრივ კეთებას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ინფლაციიდან გამომდინარე, დროის გახანგრძლივების გამო, შეიძლება მასალა გაძვირდეს და ხარჯი იმაზე მეტი აღმოჩნდეს რაც დაწყებამდე დაგეგმეთ.


რეალური ხარჯთაღრიცხვა

წავიდა ის დრო, როცა ისეთი ცნობილი სარემონტო ფრთიანი გამონათქვამით  გვაშინებდნენ, როგორიცაა: „რემონტისთვის ნაანგარიშევ თანხას მიამატე მთლიანი თანხის მესამედი, ან მეხუთედი, რადგან აუცილებლად გამოჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯები“. ასეთი საფრთხისგან დაზღვეული იქნებით თუ ხელშეკრულებას გააფორმებთ სანდო სამშენებლო კომპანიასთან. ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს ისეთი სარემონტო კომპანიები, რომლებიც პასუხს აგებენ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ დაგეხარჯებათ არც ერთი თეთრით იმაზე მეტი, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული.



სარემონტო ხარჯთაღრიცხვის ინვოისის ჩამტვირთვა

მეტის გაგება

ის იშვიათი შემთხვევა, სადაც დაზოგვა არ არის გამართლებული

ნუ გააკეთებთ ეკონომიას ისეთ მასალაზე, რაც კედელში ან იატაკში უნდა მოაქციოთ, ესენია: სადენები და მილები. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უხარისხო პროდუქცია მალე გამოსაცვლელი გახდება და ამისთვის კედლის მონგრევა, პარკეტის ან ფილების აყრა მოგიწევთ. სჯობს ეკონომია გააკეთოთ და შეიძინოთ იაფიანი შპალერი ან სხვა მსგავსი სარემონტო პროდუქცია, რის გამოცვლასაც ადვილად შეძლებთ.
 საღებავები, შპალერი, დეკორატიული ელემენტები, ეს ის ჩამონათვალია, რომლის შეცვლა მარტივია და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ თუ საწყის ეტაპზე საკმარისი თანხა არ გაქვთ, მაშინ სჯობს დანაზოგის უმეტესი ნაწილი ხარისხიან ცემენტზე, ბათქაშსა და სხვა საბაზისო მასალაზე დახარჯოთ და დარჩენილი თანხით შედარებით იაფიანი შპალერი, საღებავები, თუნდაც ავეჯი და აქსესუარები შეიძინოთ, რადგან ამ ყველაფრის შეცვლას შემდგომშიც ადვილად შეძლებთ, როცა ფინასურად მოძლიერდებით.
არ დაინანოთ თანხა და არ შეიძინოთ უხარისხო შავი მასალა. რა შეიძლება მოყვეს უხარისხო ცემენტის, გაჯის და სხვა ამდაგვარი მასალის გამოყენებას, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. სჯობს მყარად იყოს სახლი აშენებული და იაფიანი მასალით შეარემონტოთ საწყის ეტაპზე. რემონტს ყოველთვის განაახლებთ, აი, ცუდად აშენებულ სახლს კი არაფერი ეშველება. ამიტომ შეიძინეთ მასალა იქ, სადაც მასალაზე გარანტიას იძლევიან. ეს არ არის რთული, რადგან არსებობს ისეთი სარემონტო კომპანიები, რომლებიც თავადვე გთავაზობენ სერთიფიცირებულ, ხარისხიან მასალას რამდენიმე წლიანი გარანტიით.  გარანტიით შეძენილი მასალა კი, მრავალწლიანი  მშვიდი და უპრობლემო ცხოვრების გარანტიაა.


სანდო სარემონტო კომპანიები

არასდროს ენდოთ ხელოსანს, რომელიც თვითრეკლამითაა დაკავებული, გინდაც ძალიან მაცდური და მიმზიდველი იყოს ეს რეკლამა. ნუ გაარემონტებინებთ სახლს, აგარაკსა თუ ოფისს იაფიან მუშახელს. სჯობს საერთოდ არ გააკეთოთ რემონტი, ვიდრე არაკვალიფიციურ, იაფიან ხელოსნებს მიანდოთ ეს საქმე. იმას, რასაც თვითღირებულებაზე იაფად გთავაზობენ, თითქმის არასდროს მოაქვს კარგი შედეგი. იაფიანი და კარგი, ეს მუშებთან და ხელოსნებთან მიმართებაში ორი სხვადასხვა შეუთავსებელი განზომილებაა. დასაბუთებულ რეკომნედაციებზე და გარანტირებულ შეთავაზებებზე გაამახვილეთ ყურადღება. ამ შემთხვევაში სარემონტო კომპანების სანდოობა უფრო რეალურია, ისეთ კომპანიებზე, რომლებიც კანონიერ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ატარებენ სამუშაო პროცესს და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება. მათთან შეთანხმებული ვადები, ფინასური ხარჯები, შეპირებული ხარისხი, რა თქმა უნდა, სანდოა, რადგან ეს ყველაფერი ჩადებული აქვთ ხელშეკრულებაში.


იაფად და ორიგინალურად

რადგან ჩამოვყალიბდით რაზე არ უნდა გავაკეთოთ ეკონომია, მოდით, ახლა ვნახოთ რაზე შეიძლება დაზოგვა. წინასწარ გადახედეთ და გამორიცხეთ ძვირადღირებული ისეთი ელემენტები, რაც მაინცდამაინც საჭირო არაა და უფრო ვიზუალისთვისაა განკუთვნილი, მით უმეტეს, რომ ახლა მოდაშიც აღარაა გადაპრანჭული, ძვირადღირებული დეტალებით და ავეჯით საცხოვრებელი სივრცის გადატვირთვა. რაც შეიძლება მეტი სისადავე, ნაკლები ავეჯი და მაქსიმალური თავისუფალი სივრცე, აი, რა არის ახლა მოთხოვნადი და ტრენდული ინტერიერის დიზაინში.  თვალი მიადევნეთ სეზონურ ფასდაკლებებს, ამ შემთხვევაში შეძლებთ ხელსაყრელ ფასში შეიძინოთ სასურველი მასალა თუ ნივთები. აგრეთვე, შეგიძლიათ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინოთ თუ შეუცვლით ფორმას, ფერს  ან იერსახეს. ორიგნალური, არადაშტამპული ნივთები ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალურობას და სახლიც განსხვავებულ და საინტერესო იერსახეს შეიძენს. ასე თანხასაც დაზოგავთ და სახლსაც გაალამაზებთ. სულ ცოტაოდენი ფანტაზია და ყველაფერი მარტივად შეიცვლება.  
რემონტის დაწყებისას ყურადღება მიაქციეთ თანამიმდევრობას.  რემონტი დაიწყეთ სველი წერტილებით, შემდეგ გაარემონტეთ მისაღები ოთახი და საძინებლები. სულ ბოლოს, სჯობს გაარემონტოთ სახლის შემოსასვლელი, იმ უბრალო, ლოგიკური მიზეზის გამო, რომ ყველაზე მოძრავი ლოკაცია, რემონტის დროს, შემოსასვლელი სივრცეა.

                                                                                                             კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები