remonttan-dakavshirebuli-kitxvebi-da-pasuxebi
რემონტი

რემონტთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

619

0

03.03.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ყველა ხელოსანი თუ სარემონტო ბრიგადა თავისი წესებით მუშაობს და სარემონტო პროცესების საკუთარი თანამიმდევრობა გააჩნია, ამიტომ რემონტთან დაკავშირებულ კითხვებს შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული პასუხი ჰქონდეს და ყველა პასუხი იყოს სწორი. პრაქტიკაში, თითოეული ბრიგადა მუშაობს ისე, როგორც სწორად მიაჩნია: ზოგი თვლის, რომ ჭერის შეღებვა უმჯობესია ტიხრების აშენებამდე; სხვები თვლიან, რომ რემონტი, აუცილებლად,  ყველა ოთახში იატაკის მოჭიმვით და შეფითხვნით უნდა დაიწყოს, სწრაფად გაშრობის მიზნით. ყველა გზა სწორია თუ ეს არ არღვევს პროცესის ლოგიკას, მთავარი ხომ იმ შედეგის მიღებაა, რასაც ელოდები. თუმცა პროცესების ლოგიკის დარღვევაც დაშვებულია, მაგალითად თუ არ არის უნიტაზი, მაგრამ სიტუაცია ითხოვს სასწრაფო მონტაჟს, ამ შემთხვევაში შემდგომ ლოგიკურ ეტაპს, (ვთქვათ, როგორიცაა ფანჯრების შეცვლა), ვერ დაელოდებით.
ჩვენ შემოგთავაზებთ პასუხებს, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ რამდენიმე აქტუალურ კითხვაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გზა რამდენიმე არსებობს და არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენი ფინანსების, გემოვნების და თავისუფალი დროის გათვალისწინებით.

რემონტი

გაარემონტე ხარისხიანად და გარანტიით!

მეტის გაგება

როდის დავიწყოთ რემონტი?

თუ რემონტს მრავალსართულიანი შენობის ბინაში გეგმავთ, მაშინ მნიშვნელოვანია სარემონტო პროცესებისთვის დრო სწორად შეარჩიოთ, რადგან არასწორ დროს მიმდინარე სამუშაოებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რემონტის დასრულების ვადებზე. თუ შენობა ჯერ შესახლებული არაა, მაშინ სხვა ახალმოსახლეებთან ერთად შეგიძლიათ უპრობლემოდ დაიწყოთ ბურღვა, კაკუნი და აწარმოოთ სხვა ხმაურიანი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში, რადგან შენობაში ჯერ არავინ ცხოვრობს. მაგრამ თუ თქვენი რემონტი გაიწელა, რამდენიმე თვეში იქ გადავლენ ოჯახები, რომლებმაც უკვე დაასრულეს რემონტი და შუადღის ორსაათიანი შესვენებით მხოლოდ 9.00-დან 19.00 საათამდე შეგეძლებათ ხმაურიანი პროცედურები. ეს კი საგრძნობლად შეაფერხებს რემონტს და გადაწევს დასრულების ვადებს. არის კიდევ ერთი შემაფერხებელი სიტუაცია - თუ შენობას საერთო გათბობა-კონდიცირების სიტემა აქვს, მაშინ ზამთარში, ჩართული სისტემის გამო, დამონტაჟება თითქმის შეუძლებელი იქნება. ამიტომ ასეთი დეტალები შეამოწმეთ სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებელ პირთან.

გათბობა-კონდიცირება


როდის დავამონტაჟოთ ფანჯრები - შელესვამდე თუ შემდეგ?

ზოგი მლესავი ერიდება უკვე დამონტაჟებულ ფანჯრებთან მუშაობას, რადგან მისთვის ეს ზედმეტ სამუშაოსთან ასოცირდება -  რთულდება კედლის სწორ სიბრტყეზე შეფითხვნა, წირთხლის და კედლების შეერთების ადგილას ხარვეზები ჩნდება, რომელიც ამოვსებას საჭიროებს.
პრობლემის გადაჭრა კი მარტივად შეიძლება - შეფითხვნამდე დაამონტაჟეთ ფანჯარა, შემდგომ კი წირთხლი.

ფანჯრის მონტაჟი

მეტალოპლასტმასის ფანჯრები

ხშირად, ხელოსნები მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებისგან თავს იკავებენ რემონტის დასრულებამდე, რადგან ეშინიათ, რომ მინა და პროფილები არ დაიკაწროს ან არ დაისვაროს სამღებრო სამუშაოების შედეგად. იმავე მიზეზით ბევრი არ ხსნის დამცავ წებოვან ლენტს ფანჯრებიდან რემონტის "ბინძური" ეტაპის დასრულებამდე. ეს ძალიან საშიში და მცდარი მიდგომაა, რადგან მზის პირდაპირ შუქზე ასეთი დაფარვა ისე ეწებება ზედაპირს, რომ მისი მოხსნა შეუძლებელი ხდება და აფხეკა ან სხვა დამაზიანებელი მეთოდების გამოყენება ხდება საჭირო. ამიტომ სჯობს პროფილები დაიფაროს სპეციალური დამცავი ლენტით ან სამღებრო სკოჩით, ხოლო მინა - სქელი პოლიეთილენით ან გოფრირებული ჟალუზებით.

წირთხლი

ხის ფანჯრები

ცალკე თემაა ზამთარში ხის ფანჯრების მონტაჟი. ამ შემთხვევაში რეკომენებულია დასრულდეს შავი სამუშაოები, რადგან შეფითხნული კედლის გაშრობისას ოთახში ტენიანობა მატულობს. გარე დაბალი ტემპერატურის გამო ფანჯრებზე ჩნდება კონდენსატი, რომელიც იკრავს წვრილ სამშენებლო მტვერს. ეს ყველაფერი კი ლაქის დახმარებით აგრესიულად შეიწოვება ხეში, სველდება ფურნიტურა. თუ ხის ფანჯრები უკვე დამონტაჟებულია, რა გაეწყობა, მაშინ ეცადეთ, რომ ისინი დაიცვათ ტენისგან და მტვრისგან. ამ შემთხვევაში სკოჩი არ არის რეკომენდებული, ის გააფუჭებს ზედაპირებს. სჯობს გამოიყენოთ ისეთი მასალა, რომელიც ორთქლგამტარია.


როდის ვიყიდოთ მასალები?

უნდა გათვალოთ შედეგები და ამის მიხედვით იმოქმედოთ, მაგალითად თანხას დაზოგავთ მიწოდებაზე, თუ ყველა მასალას ერთბაშად შეუკვეთთ და მოატანინებთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ: მუშებს მოუწევთ მუდმივად გადაიტანონ ეს მასალები ადგილიდან ადგილზე, რაც გამოიწვევს დროის კარგვას; გადატანისას რაღაც აუცილებლად გატყდება ან დაზიანდება; შეფითხნული კედლების გაშრობისას კი ხის მასალა შეიძლება დანესტიანდეს, ამიტომ კითხვაზე - „როდის ვიყიდოთ მასალები?“  - სწორი პასუხია: სამუშაო გრაფიკის შესაბამისად და მასალის სტრუქტურის გათვალისწინებით.
ფილები და სანტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ წინასწარ. ფილების  შემთხვევაში ხშირად ხდება ისე, რომ შეძენილ ძველ პარტიას ახალი არ ემთხვევა და შემდგომი პარტია განსხვავებულია,  ამიტომ დიდი შანსია, თუ ფილა რაოდენობრივად დაგაკლდათ - ვეღარ იშოვოთ ანალოგი, ამიტომ ფილები აუცილებლად მოიმარაგეთ იმაზე მეტი, ვიდრე დასაწყისში გათვალეთ. ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად გამოცდილი ხელოსნები შპალერის გაკვრას და ფილების დაგებას იწყებენ თვალსაჩინო ადგილებიდან, რათა განსხვავება თვალში საცემი არ გახდეს. მილების შეძენაც რეკომენდებულია წინასწარ, რადგან შერჩეული მოდელი შესაძლოა  ამოღებული იყოს  წარმოებიდან და ახალი მოდელები კი აღარ მოერგოს შესაბამის ადგილს.

სამშენებლო მასალები


როდის შევუკვეთოთ ჩაშენებული ავეჯი?

იდეალური ვარიანტია აზომვითი სამუშაოები განხორციელდეს შავი სამუშაოების დასრულების შემდგომ, როცა ფართი კოსმეტიკური რემონტის კონდიციამდეა მიყვანილი. ეს არის გარანტია, რომ ყველაფერი დამონტაჟდება ხარვეზების გარეშე. მაგრამ თუ დროში შეზღუდული ხართ, (ჩასაშენებელი ავეჯის დამზადება-მონტაჟს არცთუ ცოტა დრო სჭირდება), მაშინ შეგიძლიათ საქმე „წინ წაიგდოთ“ და ავეჯის შეკვეთა განახორციელოთ იატაკის მოჭიმვისა და ლესვის დასრულებისთანავე. ამ შემთხვევაში დროს მოიგებთ, მაგრამ არ გექნებათ გარანტია, რომ მონტაჟის დროს თავს არ იჩენს ხარვეზები, თუმცა გამოსავალი აქაც არსებობს. ასეთი შემთხვევების დროს გამოცდილი ავეჯის დამპროექტებლები ტოვებენ ზედმეტ ადგილს, რომელიც ბოლოს (თუ საჭიროება მოითხოვს) დაიფარება ან ამოივსება სპეციალური მასალით.

აზომვითი სამუშაოები


                                                                                                კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები