rogor-davgegmot-remonti
რემონტი

რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

3993

0

23.06.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რემონტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გეგმარება

სწორად დალაგებული და გაწერილი განრიგის გარეშე ნებისმიერი ზომის რემონტი შესაძლოა საკმაოდ გაიწელოს და ზედმეტი დრო დაგაკარგინოთ. აუცილებლად საჭიროა გარკვევით ჩამოაყალიბოთ სარემონტო მასალების ყიდვისა და მიღების ზუსტი ვადები, რათა მათი მიზეზით არ მოხდეს გარკვეული სარემონტო პროცესების დროებით შეჩერება.

სწორი მენეჯმენტის შედეგად მცირდება შესრულების დრო

  ასევე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ სარემონტო გუნდის ხელმძღვანელს იმის თაობაზე, თუ რა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა ერთდროულად შესაძლებელი. რამდენიმე განსხვავებული საქმის პარალელურად გაკეთება საკმაოდ დიდ დროს დაგაზოგინებთ. მაგალითად, სახურავის განახლება სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი ოთახში იატაკის გამოცვლის პარალელურად. აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებით გაგიადვილებთ სარემონტო გეგმის რამდენიმე მონაკვეთად დაყოფა. მუშებმა შესაძლოა მიმდევრობით დაუთმონ მთელი დრო მაგალითად ერთი სართულის სრულყოფილად განახლებას და შემდეგ გადავიდნენ მეორე სართულისთვის საჭირო პროცესებზე.

დაითვალე მასალა ონლაინ მაღაზიიდან

მეტის გაგება

ელექტროობის და სანტექნიკის დატვირთვა რემონტში

ზუსტად შეაფასეთ ელექტროგაყვანილობის მდგომარეობა სახლის რემონტის დაწყებამდე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ იმის გამოთვლაა, თუ რამდენად საღ მდგომარეობაში იმყოფება ელექტროგაყვანილობა. იგივე მიდგომაა საჭირო წყალგაყვანილობის შეფასების დროსაც. უმაღლესი დონის რემონტიც კი შესაძლოა სრულიად გამოუსადეგარი გახდეს, თუ სახლის ვიზუალური განახლებიდან, გარკვეული ხნის შემდეგ, კედლებს მიღმა არსებული სადენების გამოცვლა გახდება საჭირო.

სრულიად განახლებული და მაღალი დონის იატაკის დაგებამდე აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ მისი აყრა დიდი ხნის განმავლობაში არ დაგჭირდებათ წყალგაყვანილობის გასარემონტებლად. მსგავსი სახის გაუთვალისწინებელმა ხარჯება შესაძლოა საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მოგაყენოთ.


 კონტრაქტორი კომპანია საჭირო დეტალებით

მოამარაგეთ კონტრაქტორი სარემონტო კომპანია საჭირო დეტალებით. აღნიშნული ფაქტორი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მაშინ, როცა ოდნავ მოზრდილი სახლის რემონტს გეგმავთ. რემონტის პროცესში უამრავი გაუთვალისწინებელი კითხვა რომ არ წამოიჭრას, ამისთვის  აუცილებელია თქვენსა და გამრემონტებელ პირებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება. დროის კარგვისა და უსიამოვნო შეფერხებების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, თუ პირდაპირ და გასაგებად წარმოუდგენთ კონტრაქტორს თქვენს განრიგს. მათ უნდა იცოდნენ მინიმალური ინფორმაცია მაინც იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება თქვენი შეწუხება რემონტის პროცესებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების დასაზუსტებლად. საქმიანი და დინამიური ცხოვრების მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა საკმაოდ უსიამოვნო გამოდგეს დილაადრიან ან სამსახურში ყოფნის პერიოდში მიღებული სატელეფონო ზარი სარემონტო სამუშაოების შესახებ. ასევე, კარგი იქნება თუ სარემონტო სამუშაოების ზედამხედველ პირებს თავიდანვე მოამარაგებთ ყველა საჭირო გასაღების ასლით იმისათვის, რომ სახლის გარემონტება სრულიად დამოუკიდებლად და დინამიურად აწარმოონ.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები