rogor-shevarchiot-aveji
ავეჯის დამზადება

როგორ შევარჩიოთ ავეჯი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1310

0

23.06.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ავეჯის დამზადების უპირატესობა

ძნელი წარმოსადგენია სახლი ავეჯის გარეშე. სწორად შერჩეული ავეჯი ქმნის სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს. დღეს მზა ავეჯის ბაზარზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი გემოვნების მყიდველს შეუძლია თავისი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის შეძენა, მაგრამ მომხმარებლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ირჩევს ავეჯის შეკვეთით დამზადებას. ამის მიზეზი კი არის არჩევანის სრული თავისუფლება, როგორც ავეჯის პროექტირებისას, ასევე მისი დამზადების პროცესში. იქმნება დიზაინი კლიენტის სურვილების გათვალისწინებით. დამკვეთი ირჩევს მისთვის სასურველი ფერისა და ფაქტურის მასალას, უკვეთავს სასურველი კონფიგურაციის ფურნიტურას. საბოლოო ჯამში ვიღებთ ავეჯს, რომელიც მილიმეტრის სიზუსტით მოთავსდება მისთვის გამოყოფილ ადგილზე, რაც განუმეორებელ ეფექტს შექმნის ინტერიერში, მაგრამ, რომ მივიღოთ ავეჯი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, შეკვეთისას უნდა გავითვალისწინოთ სამი ძირითადი ფაქტორი: ავეჯი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ვიზუალურად დახვეწილი, ასევე უნდა გვემსახურებოდეს დანიშნულებისამებრ და იყოს კომფორტული მოხმარებაში. ამისთვის საჭიროა ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაზე გათვალისწინებული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომელიც გავლენას მოახდენს ავეჯის სრულფასოვან ექსპლუატაციაზე.

მეტრიქს ავეჯი, მილიმეტრის სიზუსტით

მეტის გაგება

რას ნიშნავს ავეჯის ხარისხი

 მაღალი ხარისხით ავეჯის დამზადება სულაც არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ უმაღლესი ხარისხის მასალის გამოყენებით მიიღება მაღალი ხარისხის ავეჯი. საჭიროა სათანადო მანქანა-დანადგარები და კვალიფიციური პერსონალი.  ამიტომ, ნუ ენდობით სარდაფებსა და ავტოფარეხებში განთავსებულ საეჭვო რეპუტაციის საამქროებს. ავეჯის უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ ეკოფაქტორებს. რა თქმა უნდა, გამოყენებული მასალები უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ამასთან ფურნიტურის ყველა დეტალი -ანჯამები, საკიდები, შემაერთებელი კვანძები და სხვა მექანიზმები ტექნიკური პარამეტრებითაც უნდა შეესაბამებოდნენ მათზე მოსულ დატვირთვებს. ეს თავიდან აგვაცილებს არასასურველ დაზიანებებს და საგრძნობლად გაახანგრძლივებს ავეჯის ექსპლუატაციის ვადასაც. დამზადებისას აუცილებლად მოითხოვეთ შესაბამისი სერთიფიკატების მქონე მასალებისა და ფურნიტურის გამოყენება. მხოლოდ ამ ფაქტორების ერთობლიობა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ავეჯი, რომელიც მოგემსახურებათ დიდხანს და ამასთანავე, უსაფრთხო იქნება თქვენთვის და გარშემომყოფთათვის.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები