rogor-shevgebot-kedlebi
რემონტი

როგორ შევღებოთ კედლები?

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

2307

0

12.02.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რემონტი გსურთ და გიჭირთ არჩევანის გაკეთება შპალერსა და საღებავს შორის? ეს არ არის მარტივი გადასაწყვეტი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, კედლის დაფარვა განსაზღვრავს არა მარტო სახლის ვიზუალს, არამედ შეუძლია გავლენა მოხდინოს ჯანმრთელობაზე და ასევე შეუძლია უზრუნველყოს ყოველდღიური ხალისიანი განწყობაც კი. მოდის ტენდენციების და რიგი პრაქტიკული მახასიათებლის გათვალისწინებით კედლების შეღებვა კარგი არჩევანია, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სამომხმარებლო  ბაზარზე თანამედროვე საღებავების მრავალფეროვანი არჩევანი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საოცარი შედეგები მივიღოთ. ასეთი შედეგის მისაღებად კი საჭიროა მნიშვნელოვანი წესების დაცვა.


მნიშვნელოვანი წესები

1. შეღებვის დაწყებამდე იზრუნეთ, რომ საღებავი არ მოხვდეს ისეთ დეტალებს, რომლის შეღებვასაც არ გეგმავთ, რადგან მისი გასუფთავება შემდგომში არ იქნება მარტივი და დისკომფორტს შეგიქმნით. ესენია: როზეტები, გადამრთველები, პლინთუსები, ფანჯრის რაფები, იატაკი და ა.შ...
2. ფერების კომბინირებისას ნუ იჩქარებთ ზედაპირზე გადატანას, ჯერ შეამოწმეთ მცირე მონაკვეთზე ან ქაღალდზე.  როცა დარწმუნდებით, რომ მიიღეთ ის ფერი და ტექსტურა, რაც გჭირდებოდათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით მუშაობას;
3. ფერთა კონტრასტი საკმაოდ საფრთხილო თემაა და თუ მაინც გადაწყვეტთ ფერებთ „თამაშს“,  მაშინ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი გამა, სადაც ფერები იდეალურად თავსებადია;
4. წებოს შემცველი საღებავი გამოიყენება თბილი ფორმით და მხოლოდ ორი ფენის დატანაა რეკომენდებული ზედაპირზე. ფენების რაოდენობას გაზრდა გამოიწვევს აშრევებას;
5. რელიეფის შესაქმნელად გამოიყენეთ ალკიდური ლაქ-საღებავები ორგანული გამხსნელის ბაზაზე. ის გამოირჩევა სიმტკიცით, ადვილად იწმინდება, აქვს დაბალი ღირებულება. მინუსები: სპეციფიკური სუნი, შრება დიდხანს (სრულ გაშრობას სჭირდება შვიდი დღე).

კედლების ღებვა


"მეტრიქსის" სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი

მეტის გაგება

შეღებვის დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც შპალერს, ასევე საღებავსაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ამიტომ გულდასმით გაეცანით და შეისწავლეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები. თუ რომელი შეეფერება თქვენს გემოვნებას, სახლის კედლებს და ჯიბეს - ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ღებვის პლუსები:

1. დროის და ფინანსების ეკონომია  - თუ შეღებვისთვის განკუთვნილი კედლები თანაბარია და არც დაზიანებებს და ბზარებს აქვს ადგილი, მაშინ სულ რამდენიმე საათში შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას, ზედმეტი ხარჯების გარეშე;
2. დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე - როცა კედლები ღებისთვის სათანადო წესების დაცვით მზადდება, როგორც წესი,ის მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარებით, რაც თავისთავად ხელს უშლის სოკოს და სხვა მიკროორგანიზმების გამრავლებას. ყოველგვარი დაზიანების და ბზარების აღმოფხვრის შემდეგ კი მავნე მიკრობებს ესპობათ გაჩენა-განვითარების შესაძლებლობა;
3. გამოყენების სიმარტივე - სპეციალური საღებავით შეღებილი კედლები ადვილად იწმინდება, სამზარეულოში საკვების ლაქებსის ჩამორეცხვაც ადვილადაა შესაძლებელი, სწრაფად შრება გარეცხვის შემდეგ;
4. ხშირი ცვლის შესაძლებლობა - დღესდღობით ბაზარი საღებავებისა და ლაქების უზარმაზარ ასორტიმენტთან ერთად გვთავაზობს კედლის ისეთ დაფარვას, რომლის შეღებვაც მრავალჯერადადაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოდის ტენდენციების შესაბამისად, შეგიძლიათ ხშირად ცვალოთ კედლის ფერი ან შექმნათ ყველაზე უნიკალური და განუმეორებელი დეკორი, ისე რომ არ დახარჯოთ ზედმეტი დრო და თანხა.
5. ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადა - ცნობილია, რომ შეღებილ კედლებს შინაური ცხოველები ნაკლებად ერჩიან, შპალერივით არ ხევენ და აფუჭებენ. თათებით დასვრილი კი ადვილად იწმინდება. ასე რომ, თუ შინაური ცხოველი გყავთ, დასაფიქრებელი არც არაფერია;

შპალერი

ღებვის ნაკლოვანებები:

1. როცა კედლები ზედმეტად არათანაბარი, დაბზარული და დაზიანებულია, ასეთ შემთხვევაში სერიოზული სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი, ანუ ეს ცალსახად დიდ ფინანსურ დანახარჯებს და  დროში გაწელვას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ შპალერს, რადგან  შპალერს ქვემოთ გაცილებით მარტივია ხარვეზების დამალვა;
2. თუ თქვენ გაქვთ პრობლემური კედლები, მათ შეღებვამდე დაგჭირდებათ მოსამზადებელი სამუშაოების მთელი სერია, რომელიც მოითხოვს გამოცდილებას და შესაბამის ხელსაწყოებთან და ზედაპირებთან მუშაობის უნარებს;
3. გამოცდილების არმქონე ადამიანისთვის კედლების შეღებვა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კედელზე საღებავის წასმა (როგორც თავიდან ჰგონიათ), არამედ მთელი რიგი სამუშაოების თანამიმდევრობის დაცვა და სპეციფიკური დეტალების ცოდნა, ამიტომ სჯობს თავიდანვე საქმე მიანდოთ პროფესიონალებს. მინუსი კი ის არის, რომ ეს მომსახურება არც ისე იაფია;
4. კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო მინუსი ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებაა, რომელიც შესამჩნევად აისახება რემონტისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე;
5. შეღებილი კედელი მეტად სენსიტიურია  მექანიკური სტრესის მიმართ. ძლიერი დარტყმით და რყევებით გამოწვეული ბზარები უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე შპალერზე;
6. თუ თქვენთვის საკმარისი არ არის უბრალოდ შეღებილი კედლები, არამედ გსურთ ორიგინალური დიზაინი და ფერთა შეხამება, მაშინ უმჯობესია საქმე მიანდოთ დიზაინერს და პროფესიონალთა ჯგუფს, რაც ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ლაქ-საღებავები


სასარგებლო რჩევები:

•  მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შეღებვა ხდება ორ ფენად. პირველი ფენისთვის გამოიყენეთ ლილვაკი ორკომპონენტიანი გრძელი სახელურით, რომლითაც სწრაფადაა შესაძლებელი მთელი ზედაპირის შეღებვა. მეორე ფენისთვის რეკომენდებულია ლილვაკი მოკლე  სახელურით, თანაბარი და იდეალური ზედაპირის მისაღებად.
•  ღებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ  ფუნჯები ბუნებრივი ბეწვით, რომელიც არ ტოვებს ბუსუსებს კედელზე.
•  საღებავი წაუსვით მხოლოდ ერთი მიმართულებით: ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უხარისხო შედეგს.
•  იდეალური შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია შესაფერისი დროის შერჩევა. მზის სხივები იწვევს საღებავის უხარისხოდ გაშრობას, არც ხელოვნური განათებაა რეკომენდებული, რადგან ხარვეზების დანახვა რთულდება. საუკეთესო ვარიანტია იმუშაოთ დღის შუქზე, ისე რომ სამუშაო ზედაპირს არ ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები.

ლილვაკი მოკლე სახელურით


                                                                                                            კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები