sabavshvo-otaxis-dizaini
ინტერიერის დიზაინერი

საბავშვო ოთახის დიზაინი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

571

0

09.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

საბავშვო ოთახის ინტერიერის დიზაინის შერჩევა და შემდგომ მისი განხორციელება განსაკუთრებულად სათუთი და საყურადღებო პროცესია, რადგან საქმე ეხება იმ სივრცეს, სადაც თქვენი პატარა უნდა გაიზარდოს, ჩამოუყალიბდეს უნარები, ემოციური შტრიხები, იმეცადინოს, სრულფასოვნად დაისვენოს, აქ უნდა ითამაშოს საყვარელი თამაშები და საერთოდ აკეთოს ყველა ის ბავშვური საქმეები რაც კომფორტს და სიხარულს მიანიჭებს მას. ამიტომ, ეს მიკრო სამყარო ისე უნდა მოაწყოთ, რომ  მაქსიმალურად დაცულობის, სიმყუდროვის და აუცილებლად მხიარული განწყობის შეგრძნებას იწვევდეს მის მფლობელში.


მთავარი ბავშვის ინტერესებია

დიზაინის შერჩევამდე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ თავად ბავშვის ინტერესები, ჰობი და სურვილები (თუ ის უკვე საკმარისად დიდია მათი გამოხატვისთვის). ინტერიერი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სურვილებს. შეცდომაა, როცა მშობლები საბავშვო ოთახის დიზაინს არჩევენ მხოლოდ საკუთარი გემოვნების შესაბამისად,  შედეგად კი იღებენ  ინტერიერს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ბავშვის მოთხოვნებთან, გემოვნებასთან და სულიერ სამყაროსთან. ეს არის მხოლოდ მშობლების კომფორტის აღქმა და არანაირად არ არის ღირებული ბავშვისთვის. თუ ბავშვი იმდენად მცირეწლოვანია, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა, მაშინ დროებით ისე მოაწყვეთ ოთახი, რომ ბავშვის ასაკის მომატების შემდეგ, ადვილად  შეძლოთ ინტერიერის განახლება უკვე მისი სურვილების გათვალისწინებით.


ოთახის ლოკაცია

სასურველია, ადრეული ასაკიდანვე, ბავშვს ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე თუ ამ სივრცეს მშობლების ოთახისგან დამოუკიდებლად გამოყოფთ, გაცილებით კომფორტული იქნება როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ უნდა იყოს გამავალი ოთახი. ბავშვის ოთახს აქვს საკუთარი სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს დიზაინ პროექტის შედგენისას ბავშვის კომფორტისა და მხიარული განწყობის უზრუნველსაყოფად. ოთახი უნდა იყოს საკმარისად ფართო. დიზაინერები რეკომენდაციას იძლევიან ოთახის ზონირებაზე. საუკეთესო ვარიანტია თუ საძინებელი ცალკე იქნება გამოყოფილი სათამაშო კუთხისგან და სამეცადინო ზონისგან. მნიშვნელოვანია, რომ ოთახი კარგად იყოს განათებული ბუნებრივი სინათლით, ეს აუცილებელია როგორც მისი მხიარული განწყობისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის. ამიტომ სასურველია შეარჩიოთ შენობის ის მხარე, სადაც მზის სხივები ყველაზე დიდხანს ჩერდება.


დაიცავით უსაფრთხოება!

ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ბავშვის ოთახის ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას, ეს უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვი პატარაა. უზრუნველყავით ფანჯრების დაცვა. დაამონტაჟეთ უსაფრთხო საკეტები. ფანჯარაზე გამოიყენეთ დამცავი ბადე. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს კარის საკეტზე წვდომა შიგნიდან. იზრუნეთ, რომ ნათურას ჰქონდეს პლასტმასის ან ისეთი მასალის დამცავი გარსი , რომელიც დაიცავს ნათურას დაზიანებისგან რამე საგნის მოხვედრის შემთხვევაში. ოთახში არ უნდა იყოს მკვეთრი კუთხეები. კედლის დეკორაციის არჩევისას, გაითვალისწინთ ის ფაქტორი, რომ მან უნდა გაუძლოს ყველაფერს: ბავშვების ჰიპერაქტიურობას,  დარტყმებს, ბურთების სროლას და ა. შ..



დიზაინ პროექტის შედგენა

მეტის გაგება

მოითხოვეთ სერთიფიკატები!

ეკოლოგიურად სუფთა მასალა ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ოთახისთვის. პატარას ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ რა მასალითაა გარემონტებული სივრცე, სადაც ის თავისი დროის ყველაზე დიდ ნაწილს ატარებს. ამიტომ დეტალურად უნდა შეისწვლოთ ყველა ის მასალა, რის გამოყენებასაც აპირებთ ოთახის მოწყობისას. ეს იქნება ავეჯი, იატაკი, კედელზე გამოყენებული ქაღალდი, სათამაშოები, სასწავლო ინვენტარი, ნათურები თუ მრავალი სხვა რამ. ამ მასალის და ნივთების შეძენამდე, ყველგან მოითხოვეთ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები!


ფერების შერჩევა

ბავშვებში ფერების აღქმა ძალიან მიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისთვის, ამიტომ ოთახის გულდასმით გააზრებული დიზაინი ხელს შეუწყობს ბავშვის წარმატებულ სწავლას და მისი შემოქმედებითი ხედვების განვითარებას.
არავითარი მკვეთრი, მყვრალა, ისტერიული ფერები. შეარჩიეთ მხიარული და რბილი ფერების გამა. ბავშვთა ფსიქოლოგები თვლიან, რომ საბავშვო ოთახის ინტერიერში სწორად შერჩეული ფერების შედეგად შესაძლებელია  მფლობელის პოზიტიური განწყობის შექმნა თუ გამოიყენებთ ნაზი პასტელის და მხიარული ფერების ჰარმონიულ კომბინაციას. მთავარია ფერების სიმკვეთრე თვალს არ ჭრიდეს.  თუ არ გაქვთ განსაზღვრული  საბავშვო შპალერის გამოყენება, მაშინ ეცადეთ, რომ კედლები მორთოთ პოზიტივის შემცველი ნახატებით; კინოს, ანიმეს და მულტფლმების საყვარელი პერსონაჟებით.


ავეჯის შერჩევა

საბავშვო ავეჯის შერჩევისას უკეთესია თუ დიზაინერს მიმართავთ. პროფესიონალი დიზაინერი ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ კეთილი ჯადოქარია, რომელსაც ჩვეულებრივი ინტერიერის მაგიურ სამყაროდ გადაქცევა შეუძლია. თუ გადაწყვეტთ, რომ ამ საქმეს დამოუკიდებლად გაართმევთ თავს, მაშინ გაითვალისწინეთ რამდენიმე ოქროს წესი.  კარგია, თუ ავეჯს ნატურალური ხისგან დაამზადებინებთ. ექსპერტები რეკომენდაციას არ იძლევიან ბავშვების ოთახში „დსპ“- სგან დამზადებული ავეჯის გამოყენებაზე. ეს მასალა შეიცავს ფენოლ-ფორმალდეჰიდის ფისებს, რომლებიც საზიანოა მოზარდის ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, მაინც არჩევანს შეაჩერებთ ლამინირებული დსპ– ს პროდუქტებზე, მაშინ შეისწავლეთ ლამინირებული ფენების მდგომარეობა (ისინი უნდა იყოს მკვრივი, ბზარების გარეშე). უმჯობესია ავეჯი ბავშვის ოთახისთვის შეუკვეთოთ სანდო მწარმოებელს.
ბავშვებს მთელი ცხოვრება გასდევთ საბავშვო ოთახში მიღებული ემოციები. ალბათ, ყველას ახსოვს ბავშვური შიშები, რომ საწოლის ქვეშ „ვიღაც“ არის, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით საწოლი სჯობს ფეხების გარეშე, დახურული ქვედა სივრცით შეუკვეთოთ, თუ ამ სივრცეს გამოიყენებთ და იქ სრიალა მექნიზმიან უჯრებს დაამონტაჟებთ, სადაც დღის ბოლოს ჩაყრით მთელ ოთახში გაბნეულ ნივთებს და სათამაშოებს, მაშინ ორმაგად მოგებული დარჩებით.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები