sami-dziritadi-shecdoma-romelsac-remontis-datskebamde-vushvebt
რემონტი

3 შეცდომა, რომელსაც რემონტის დაწყებამდე ვუშვებთ

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

542

0

28.06.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი


გადაწყვიტეთ რემონტის დაწყება? გსურთ, რომ ეს რთული გზა მარტივად, ექსცესების გარეშე გაიაროთ და დაზოგოთ ნერვები, ენერგია, დრო და ფინანსები? მაშინ, არ უნდა დაუშვათ შემდეგი შეცდომები:

შეცდომა N 1

რემონტის დაწყებამდე, პირველ რიგში, ალბათ გადახედავთ და მოიძიებთ ფინანსებს და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეცდებით ისეთი გზები მონახოთ, რომ ეს რემონტი რაც შეიძლება ბიუჯეტური გამოვიდეს. ხშირად, უნებლიედ, მხოლოდ არაკომპეტენტურობის მიზეზით და ინტერნეტ სივრცეში მოძიებული საეჭვო რეპუტაციის რჩევებზე დაყრდნობით იწყებთ საკუთარი ძალებით ნელ - ნელა გარემონტებას, იმ იმედით, რომ უფრო „იაფად გამოხვალთ“. სწორედ ესაა ნომერი პირველი შეცდომა,  გზადაგზა მოძიებული თანხებით დაწყებული რემონტის დროში გაწელვამ შეიძლება გამოიწვიოს მასალის გაძვირება, რაც ცუდად აისახება თქვენ მიერ წინასწარ გათვლილ ბიუჯეტზე.

შეცდომა N 2

მიახლოებითი თანხის დასადგენად რეკავთ უამრავ ხელოსანთან ან კომპანიებში, რომ გაიგოთ ფასები და შეჯერდეთ შედარებით იაფ ვარიანტზე. საუბრობთ უამრავ არაპროფესიონალთან, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გაწვდიან, ხშირდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ დათვლა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება არ იციან, ამიტომ ან ძალიან გაბერილ ფასებს გეუბნებიან, ან პირიქით, საეჭვოდ მცირეს. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოთავაზებული შრომა კი, ბოლოს რომ უფრო ძვირი ჯდება, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. თქვენ შედიხართ ინფორმაციულ ჩიხში და ისტრესებით. აღარ იცით, უბრალოდ, ვის ენდოთ. ესაა მეორე შეცდომა; რადგან მხოლოდ ფასის მიხედვით შერჩეული სარემონტო ჯგუფი ან კერძო ხელოსანი არასწორი არჩევანია. ამიტომ არასდროს ენდოთ საეჭვო რეპუტაციის მქონე „თავიდან იაფიან“ კომპანიებს. ქართულ ბაზარზე უკვე არსებობენ სოლიდური სარემონტო კომპანიები, რომლებიც დიდი შეკვეთის მიცემის შემთხვევაში თავად გიკეთებენ ხელსაყრელ ფასდაკლებებს.

შეცდომა N 3

არ დაიქირაოთ ისეთი ხელოსანი, რომელსაც არ ჰყავს რეკომენდატორები, არც ისეთი, ვინც  გპირდებათ რომ იაფად, რაღაც ბუნდოვანი გზებით გაშოვნინებთ მასალას, რომლის ფულიც წინასწარ უნდა გადაუხადოთ. რადგან ასეთი ხელოსნები თანხის მიღებისთანავე „ქრებიან“ ან თუ იმუშავეს, მათი შესრულებული სამუშაო ხშირად ახლიდან გასაკეთებელი, ან უკეთეს შემთხვევაში გამოსასწორებელი ხდება. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან ავიცილოთ?


ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული  სარემონტო კომპანიები

ნუ ინერვიულებთ, აღარ არის ის დრო, როცა ბრმად ენდობოდით და  იღებდით უხარისხო მომსახურებას. უბრალოდ, უნდა აარჩიოთ სანდო სარემონტო კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტებზეა ორიენტირებული. ევროპული ხარისხი კი ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანია ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებს, თქვენ კი მხოლოდ ის გევალებათ, რომ დეტალურად მიაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის მომსახურება გსურთ და მიაწოდოთ მონაცემები, რომელსც ისინი თავად გამოგკითხავენ.
როგორ უნდა მივხვდეთ სანდოა თუ არა კომპანია? პირველ რიგში მოითხოვეთ ხელშეკრულება და გაეცანით გარანტიის პირობებს. დაწვრილებით გამოიკითხეთ და დააზუსტეთ ყველა დეტალი. ეს თქვენი უფლებაა და არაფერია ამაში საუხერხულო. სანდოა კომპანია, რომელსაც მკაფიოდ და გასაგებად აქვს გაწერილი ხელშეკრულება, სადაც გარკვევით წერია, რომ პასუხისმგებლობას იღებს შესრულებულ სამუშაოზე და იმ სამშენებლო მასალის ხარისხზე, რომელსაც გთავაზობთ, აგრეთვე პასუხს აგებს ვადებზე, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში ისღა დაგრჩენიათ, რომ მშვიდად მოაწეროთ ხელი ხელშეკრულებას და დაელოდოთ შესრულებული სამუშაოს ჩაბარებას.

მომსახურება ევროპული სტანდარტებით

მეტის გაგება


რატომ კომპანია „მეტრიქსი“?

1. კომპანია გთავაზობთ ყველა ტიპის სარემონტო სამუშაოს დაწყებული შავი, თეთრი და მწვანე  კარკასიდან, (კომპანიის თუ თქვენი მასალით; არჩევანი თქვენზეა) დამთავრებული  ყველა ტიპის ავეჯის დამზადებით. დიზაინიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ კომპანიის დიზაინერს, ან შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით, აგრეთვე,  შეგიძლიათ მოდელი შეარჩიოთ კატალოგიდან , რომელსაც კომპანია შემოგთავაზებთ.
2.  „მეტრიქსი“ გთავაზობთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალას, რომელიც აკმაყოფილებს  ევროსტანდარტებს. ავსტრიული კომპანია EGGER - ის ლამინატს. ამავე ფირმის ეკოლოგიურად უსაფრთხო ლაქ - საღებავებით შეღებილ MDF -ს ფილებს, დაშპონილ MDF-ს, ფურნიტურას და  სამზარეულოს ზედაპირებს ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა ავსტრია, იტალია, თურქეთი და ა. შ.. ეს ის მასალაა, რომლისგანაც დამზადებული ავეჯი შეესაბამება უმაღლეს სტანდარტს. ფასები კი დაწვრილებით მითითებულია კომპანიის ვებგვერდზე.
3.  კომპანია ავეჯის დამზადებისას იყენებს მინიფიქსებს, რაც ინოვაციაა ავეჯის წარმოებაში. ეს კი საკმაოდ დიდი ხნით ზრდის ავეჯის ექსპლოატაციის ვადებს და არის გარანტი იმისა, რომ ავეჯი წლების განმავლობაში იქნება მყარი, არ დაკარგავს პროპორციებს და არ დაჭირდება გამაგრება.  (მინიფიქსებზე ინფორმაცია იხ. წინა სტატიებში)
4. კომპანია „მეტრიქის“ ვებგვერდზე  შეგიძლიათ იხილოთ განთავსებული სარემონტო - სამშენებლო მასალა, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ამით თავიდან აიცილებთ იმ დისკომფორტს, რასაც მოგაყენებთ ბაზრობებზე გაუთავებელი სიარული მასალის შესაძენად, რომლის ექსპლოატაციის ვადებზე რეალურად არავინ აგებს პასუხს.
5. კომპანიას აქვს  უნივერსალური პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სარემონტო სივრცის ანალიზს და სრული  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შექმნას, სადაც  დეტალებშია გათვლილი სამუშაო გრაფიკი და გამოსაყენებელი სარემონტო - სამშენებლო მასალა.


გსურთ, რომ შეცდომებისგან დაზღვეული იყოთ?
შეგვიკვეთეთ და  კმაყოფილი დარჩებით!
კომპანია „მეტრიქსი“ მუდამ თქვენს სამსახურში!



გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები