santeqniki-gamodzaxebit
მინა შუშის სამუშაოები

როგორ ვიპოვოთ სასურველი ხელოსანი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1865

0

04.11.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

როგორ გამოვიძახოთ ხელოსანი?

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა თუ როგორ გამოვიძახოთ ხელოსანი, თუმცა ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ სწორი საძიები ფრაზები, რომელ ფრაზებზეც ბევრად მეტ და უკეთეს შედეგს მოგვაწვდის გუგლი, მაგალითად: სანტექნიკი გამოძახებით ამ სიტყვას აქვს კარგი შედეგი და შესაბამისი ხელოსნის მოძიებას ადვილად შეძლებთ, თუმცა უკვე მოძველებულია სიტყვა santeqniki gamodzaxebit, რომელსაც ჯერ კიდევ ხშირად ხმარობენ ძიების დროს, მოძველებული კი იმიტომაა, რომ თანამედროვე საიტებზე აღარ გამოიყენება ლათინური ასოებით ქართული საძიებო ფრაზები.

ლათინური ასოების ნაცვლად გამოიყენეთ ქართული

 ამ ორი სიტყვიდან როგორც მიხვდით პირველი ანუ ქართული ასოებით დაწერილი საძიებო ფრაზაა  უკეთესი შედეგის მომტანი, თუმცა ყველაზე მართებული იქნება თუ ძიებისთვის ქართულ ასოებთან ერთად, საძიებო სიტყვები მაქსიმალურად სწორად იქნება დაწერილი გრამატიკულად, მაგალითად: სანტექნიკოსი გამოძახებით

იგივე შეიძლება ითქვას საძიებო ფრაზაზე კანალიზაციის გაწმენდა, რომელ ფრაზასაც მომხმარებლები ხშირად ლათინური ასოებით ეძებენ kanalizaciis gawmenda, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად ჩვენ გირჩევდით სიტყვას: კანალიზაციის მილების გაწმენდა, ეს სიტყვა ბევრად რელევანტურია როგორც საძიებო ფრაზა. თანამედროვე ქართულ ინტერნეტ სივრცეში ლათინური ასოებით ძიების დრო ნელ - ნელა წარსულს ბარდება და მკვიდრდება ქართული სიტყვებით ძიების კულტურა.


ხელოსანი გამოძახებით 597 70 10 10

მეტის გაგება

ადამიანებისთვის დრო ძალიან ძვირფასი რესურსია, აქედან გამომდინარე ყოველ წამს აქვს თავისი დანიშნულება. გუგლში არასწორი ძიების გამო კი საკმაოდ ბევრ დროს ვკარგავთ, დროსთან ერთად კი ნერვებს ვიუარესებთ, მაგალითად როცა ვეძებთ სანტექნიკოსს, სჯობს აღნიშნული სიტყვის მაგიერ ბევრად დეტალურად მოვთხოვოთ გუგლს ძიება, მაგალითად თუ ცხოვრობთ თბილისში, უკეთესია ჩაწეროთ გუგლში სიტყვა: სანტექნიკოსი გამოძახებით თბილისი, არადეტალურ საძიებო სიტყვაზე, დიდია ალბათობა, კომპანია რომელსაც თქვენ დაუკავშირდებით სანტექნიკოსის გამოსაძახებლად, მუშაობდეს მხოლოდ ბათუმში, რუსთავში და ასე შემდეგ, ამიტომ სჯობს 2 სიტყვით მეტის ჩაწერა გუგლში, ვიდრე ბევრ სხვადასხვა კომპანიასთან ზარების განხორციელება და დროის უქმად კარგვა.

ხშირია ასევე შემთხვევები, როცა გუგლში გრამატიკულად გაუმართავ სიტყვებს ვხმარობთ, მაგალითისთვის: სანტეხნიკი გამოძახებით,  გაინტერესებთ რატომაა ასეთი საძიებო სიტყვები არასასურველი სწორი რეზულტატის მოსაპოვებლად? იმიტომ რომ კომპანიამაც გრამატიკულად გაუმართავი სიტყვა გამოიყენა საკუთარ საიტზე, ასეთ კომპანიას შესაძლოა საქმიანობაც სიტყვების მსგავსად გაუმართავი აღმოაჩნდეს. ჩვენ კი ვცდილობთ ძიების შედეგად აღმოვაჩინოთ პროფესიონალი ოსტატები. ასევე ნუ ჩაწერთ გუგლში ძალიან ზოგად საძიებო ფრაზებს მაგ: კარის ხელოსანი, იმიტომ რომ კარები არსებობს უამრავი ფორმის ზომის და მასალის, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომელი მომსახურების მიღების მიზნით ახორციელებთ ძიებას თუ თქვენ გსურთ კარის მონტაჟი, ასეთ შემთხვევაშიც სწორ რეზულტატს გაძლევთ გუგლი, თუმცა თავად სიტყვა მონტაჟი არაა ქართული სიტყვა და ძიების შედეგმაც შესაძლოა საეჭვო რეპუტაციის ხელოსანს დაგაკავშიროთ. მსგავსი საძიებო ფრაზები ბევრად ზოგად რეზულტატს მოგიტანთ ძიებისას, უკეთესი იქნება თუ მოძებნით დეტალური სიტყვებით.

კომპანია მეტრიქსი გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები