saofise-fartis-remonti
რემონტი

საოფისე ფართის რემონტი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

675

0

15.11.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

საოფისე ფართის რემონტი თავისი სპეციფიკური მახასიათებლებით განსხვავდება საცხოვრებელი ფართის რემონტისგან, ამიტომ მხოლოდ მშენებლობაში გამოყენებული პროფესიული ტექნოლოგიების ცოდნა არ არის საკმარისი, სარემონტო კომპანიას  წარმოდგენა უნდა ჰქონდეს დამკვეთი კომპანიის ბიზნესის თავისებურებებზე და შინაარსზე. საჭიროა სწორი მიდგომა და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის შესწავლა, რათა რემონტის შემდგომ მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოს იქ მომუშავე პერსონალმა ეფექტური სამუშაო პორცესის წარმართვა. რემონტის დროს მნიშვნელოვანია სწორი გათვლები გაკეთდეს ფართის კომუნიკაციებით და დაბალი ძაბვის ქსელებით აღჭურვის დროს.
სარემონტო კომპანია დათვალიერების და  შეწავლის შემდგომ, ოფისის მეპატრონესთან შეთანხმებით, გადაწყვეტს თუ რა ტიპის რემონტს საჭიროებს მოცემული ფართი -  ძირეულ ცვლილებებს თუ მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს.


საოფისე ფართის კაპიტალური რემონტი

კაპიტალური რემონტი ფართის გლობალურ ცვლილებებს ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში ხორციელდება შემდეგი სამუშაოები:
1. ტიხრების დემონტაჟი, ძველი  წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მილების შეცვლა და ა. შ...
2. თავიდან დაგეგმარება, მათ შორის შენობის ხელახალი დატიხვრა ახალი პროექტის შესაბამისად;
3. გლობალური ელექტრო სამუშაოები: ახალი ელექტრო კაბელების გაყვანა, პანელების დამონტაჟება;
4. ახალი საკანალიზაციო  და წყალმომარაგების ქსელების დამონტაჟება, სანტექნიკის და სხვა მოწყობილობების დაყენება;
5. კედლებისა და ჭერის სრული მოპირკეთება;
6. კედლებისა და იატაკის ზედაპირის დონის მიხედვით გასწორება;
7. შესასვლელი და შიდა ძველი კარების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი;
8. საოფისე შენობების საბოლოო დასუფთავება და ნაგვის გატანა.


გაარემონტე საოფისე ფართი 2-ჯერ უფრო სწრაფად

მეტის გაგება

კოსმეტიკური რემონტი

კაპიტალური რემონტისგან განსხვავებით, შენობის შიდა დაგეგმარებაში არაფერი იცვლება. ხშირად კოსმეტიკური რემონტი კეთდება მაშინ, როცა საოფისე ფართი გაქირავებულია, ფუნქციონირებს და სამუშაო პროცესის შეწყვეტა არ არის მიზანშეწონილი.

კოსმეტიკური რემონტის კომპლექსი მოიცავს:

1. ელექტრო სამუშაოებს, ძირფესივანი ცვლილებების გარეშე;
2. შენობის ზოგი მონაკვეთის ხელახალ დაგეგმარებას მცირე მასშტაბებით;
3. ჭერის ვიზუალის გაუმჯობესებას;
4. კედლის საფარის განახლებას;
5. იატაკის დაფარვას თანამედროვე მასალებით;
6. კარ-ფანჯრების დეფექტების აღმოფხვრას;
7. სანტექნიკის მცირე სამუშაოებს;
8. დასუფთავებას და სამშენებლო ნარჩენების გატანას.


როდისაა საჭირო ხელახალი დაგეგმარება?

როცა ოფისის ფართობი დიდია, როგორც წესი, მას ყოფენ რამდენიმე ოთახად. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ხელახალი დაგეგმარება. ოფისი თუ პატარაა და გათვლილია 5 – 6 ადამიანზე, მაშინ ხელახალი დაგეგმარების საჭიროება არ არის. თუ ოფისის განლაგების მთლიანად შეცვლა გახდა საჭირო, საყრდენი კედლები არანაირ ჩარევას არ ექვემდებარება. მსუბუქი ტიხრების დამონტაჟების შემთხვევაში რეკომენდირებულია რამდენიმე ვარიანტი, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა მასალები.

რეკომენდირებული მასალებია:

1. ლითონი და მინა - ამ მასალებით მიღებული მყარი გარეგნობა და მინის გამჭვირვალე ფაქტურა შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლებს ვიზუალური კონტაქტის საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
2. თაბაშირმუყაოს ფილა -  ლითონის ჩარჩოში დამაგრებული თაბაშირმუყაოს ტიხრების მცირე სისქე საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაიზოგოს ოფისის ფართი და ამავდროულად ახდენს სამუშაო სივრცის სრულფასოვან იზოლირებას;
3. სენდვიჩ პანელები - ეს თანამედროვე ინოვაციური მასალა თავისი კონსტრუქციის და მონტაჟის პროცესის სიმარტივით  საშუალებას იძლევა ყველაზე სწრაფად შეიქმნას პატარა, დამოუკიდებელი ოთახები;
4. მეტალოპლასტმასის და მინაპაკეტისგან დამზადებული პროფილები -  მისი საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად დამონტაჟდეს სხვადასხვა კონფიგურაციის პატარა ოთახები, აღჭურვილი ისეთი კარ-ფანჯრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამშრომლებს შორის კონტაქტს.


ოფისის კედლები და ჭერი

დეკორატიული ბათქაში შესაფერისია კედლების მოსაპირკეთებლად. ეს მასალა მდგრადია დაბინძურების მიმართ. თანამედროვე ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ამიტომ, არ არის რთული სწორი არჩევანის გაკეთება. იდეალურია ისეთი სახეობები, რომელთა შეღებვაც შესაძლებელია.
თუ არჩევანს შპალერზე შეაჩერებთ, საუკეთესო ვარიანტია გასარეცხი შპალერი რომელიც შეღებვას ექვემდებარება.
შესანიშნავი ვარიანტია კედლებისთვის ევრო დაფები, ისინი კედლებზე ქმნიან  ბუნებრივი ხის ეფექტს. მსუბუქად გალაქვის შემთხვევაში ინარჩუნებენ პირვანდელ პეწს ათწლეულების განმავლობაში დიდი მოვლის საჭიროების გარეშე.
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მოიაზრება საოფისე შენობებში. ის იძლევა იდეალურ სისწორეს, არ საჭიროებს დამატებით მოვლას და გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადით. საინტერესო და ორიგინალურია მოდულური ჭერის კონსტრუქციები. ჭერის მყარ შეერთებებზე მიმაგრებულია ლითონის შეკიდული კარკასი. შემდეგ კარკასის ბუდეებში მონტაჟდება სინათლის წყაროები. ღრმულები ივსება თბოიზოლაციით და იფარება დეკორაციით.


ფერის სპექტრი

კვლევის თანახმად, ფერთა გამა პირდაპირ გავლენას ახდენს ოფისში მომუშავე პერსონალზე, მათ პოზიტიურ განწყობაზე და მუშაობის შედეგებზე. ოფისებისთვის უფრო ხშირად ირჩევენ მშვიდ პასტელის ფერებს ერთ ტონალობაში. აქტივობის ინტენსივობიდან გამომდინარე დასაშვებია კონტრასტული ჩანართებით გამრავალფეროვნება. კარგი იდეაა ძირითადი ფერის შერჩევა მოხდეს კომპანიის ლოგოს ვიზუალის და სტილის გათვალისწინებით.


საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემები.

ბიზნესისა და წარმოების პროცესის წარმატებული მართვისთვის აუცილებელია კომპიუტერული სისტემებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ხელმისაწვდომობა. დიდი ფართის ოფისებში კომუნიკაციების უმეტესობა განლაგებულია შეკიდული ჭერის ზემოთ არსებულ სივრცეში. მცირე ოფისების შემთხვევაში ხშირად ჭერის დიზაინი ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ საკომუნიკაციო ქსელები თავსდება არხებში, რომლებითაც აღჭურვილია თანამედროვე პლინთუსები. ინსტალაცია ხორციელდება სწრაფად. ქსელში პრობლემების წარმოქნის შემთხევაში დაზიანებაზე წვდომა და აღმოფხვრა მარტივია და მოსახერხებელი.
დღესდღეობით კვამლის დეტექტორები უსაფრთხოების სავალდებულო ელემენტია, რომელიც უნდა დამონტაჟდეს საოფისე ფართის განახლების დროს. მოძრავი  დეტექტორების დამაგრება შესაძლებელია კედლებზეც, მათი მცირე ზომის გამო. პულტი, რომლის მეშვეობითაც გადაეცემა ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს, უნდა იყოს განთავსებული ძნელად მისაწვდომ ადგილას.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები