sardafis-tsinasaremonto-samushaoebi
რემონტი

სარდაფის წინასარემონტო სამუშაოები

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

435

0

29.03.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ნებისმიერი არასაცხოვრებელი ფართის რემონტი იგეგმება და ხორციელდება იმის მიხედვით თუ რა დანიშნულება ექნება მას მომავალში. მაგალითად, სარდაფში შესაძლებელია გაკეთდეს სავაჭრო ობიექტი, სატრენაჟორო დარბაზი, ოჯახური კინოთეატრი, თანამედროვე პაბი, ეგრეთ წოდებული „მამაკაცის ბუნაგი“ ან სულაც სრულფასოვანი საცხოვრებელი ფართი. ყველა ზემოთჩამოთვლილ ვარიანტს სჭირდება ფუნდამენტურად განსხვავებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.


სარდაფის რემონტი


წინამოსამზადებელი ეტაპი

სანამ რემონტს შეუდგებით, შემდგომი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იქნება რამდენიმე წინასარემონტო ეტაპის გავლა:

1. საკანონმდებლო პროცედურები

გაარკვიეთ შესაბამის ინსტანციებში რა პროცედურები და საბუთებია საჭირო რემონტის დასაწყებად. გაიარეთ ყველა საჭირო შემოწმება და მიიღეთ მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობის ყველა წესის გათვალისწინებით. მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის შემთხვევაში შესაძლოა დაჯარიმდეთ, ან უფრო უარესი, ფართი დაექვემდებაროს ლიკვიდაციას.


სარემონტო დოკუმენტები


2. ბიუჯეტი

როცა მოაწესრიგებთ საჭირო დოკუმენტაციას, შემდგომ განსაზღვრეთ ბიუჯეტი. სამშენებლო მასალები, დამატებითი ხელსაწყოები, მუშები - ეს ყველაფერი არაა, სია საკმაოდ გრძელი გამოვა. შეცდომების გამოსარიცხად, კარგი იქნება თუ სანდო კომპანიას დაათვლევინებთ რა თანხა დაგჭირდებათ რეალურად და სადაა შესაძლებელი დაზოგვა.

3. დაგეგმარება

შეიმუშავეთ დეტალური გეგმა სარდაფის იმ ცვლილებების შესახებ, რის გაკეთებასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ სულ მცირე ნიუანსებიც კი. თუ რაღაც მიზეზების გამო საკუთარი ძალებით არ გამოდის - დაიხმარეთ სარემონტო კომპანია!


დაგეგმარება

4. პრობლემური ზონები

რემონტის დაწყებამდე შეამოწმეთ, ხომ არ არსებობს უკონტროლო ობის და ტენიანობის საფრთხე. აღმოჩენის შემთხვევაში დასაწყისშივე მოსპეთ ობის ნებისმიერი ნიშნი. შეამოწმეთ ყველა ალბათობა, საიდანაც შეიძლება, რომ წყალმა გაჟონოს. ამ პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, სჯობს რემონტი შეაჩეროთ, რადგან შემდგომი ქმედებები უაზროა.

რემონტი გარანტირებული შედეგით!

მეტის გაგება

მოსამზადებელი სამუშაოები

1. ფართის და იატაკის გასუფთავება

გაათავისუფლეთ სარდაფი ზედმეტი ნივთებისგან. გაიტანეთ ყველაფერი, მათ შორის სარეცხი მანქანა, საშრობი, კარადები, ძველი ტექნიკა და ა. შ...  რადგან რემონტის პროცესში საჭიროა კედლებსა და იატაკიზე სრული წვდომა. თუ სარდაფში ბეტონის იატაკია, ეცადეთ მაქსიმალურად გაასუფთაოთ. ჩამჯდარი ჭუჭყი წყლის ჭავლით გადარეცხეთ, სამშენებლო ნაგავი ნაფხვენის დონეზე დაასუფთავეთ. რამდენჯერმე გადაამოწმეთ ობისა და გაჟონვის სავარაუდო ლოკაციები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი მოგვიანებით არ იჩენენ თავს.


სარდაფის დასუფთავება


2. ელექტროგაყვანილობა და მილები

ეს ის შემთხვევაა, როცა სჯობს ისარგებლოთ პროფესიონალი ხელოსნების მომსახურებით. ცუდად გაკეთებული ელექტროგაყვანილობა, საუკეთესო შემთხვევაში, არ იმუშავებს, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა გახდეს ხანძრის მიზეზი. ცუდად დამონტაჟებული მილები, (მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად საშიშია, ვიდრე ცუდი ელექტროგაყვანილობა), მაინც სჯობს პროფესიონალს გააკეთებინოთ, რომ შემდგომში არ დაგჭირდეთ ძვირადღირებული შეკეთება.

3. ჭერისა და კედლების იზოლაცია

თუ გარემონტებულ ფართში მუსიკალური აღჭურვილობის ან სხვა ხმაურის გამომწვევი მოწყობილობებს განთავსებას აპირებთ, დაგჭირდებათ ჭერზე ხმის იზოლაცია, ამით თქვენც აღარ შეგეზღუდებათ ხმაურის შესაძლებლობა და არც გარშემომყოფებს შეაწუხებთ. ასევე მნიშვნელოვანია კედლების იზოლაცია, რის შემდეგაც თქვენი სარდაფი თბილი და მყუდრო გახდება და შესაბამისად საცხოვრებლად უფრო კომფორტული. სამომხმარებლო ბაზარზე საიზოლაციო მასალების ფართო არჩევანია: სარდაფის იზოლაციისთვის რეკომენდებულია ქაფის გამოიყენება.


სარდაფის ხმის იზოლაცია


წინასარემონტო სამუშაოები

1. კარკასი

ასეთი ჩარჩო გამოგადგებათ საყრდენად წინასწარ დაგეგმილი კედლებისთვის. კარკასისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ყველაზე გავრცელებული მასალა: ხე ან ფოლადი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი მინუსი და პლუსი - როგორც წესი, ხე გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ფოლადი უფრო გამძლეა. თქვენ უნდა აირჩიოთ, რომელი შეეფერება თქვენს გემოვნებას და ბიუჯეტს. ჩარჩოსთან ერთად შესაძლებელია გაკეთდეს დამატებითი იზოლაცია, რომელიც მოექცევა კედლებს შიგინთ.

2 კედლები და ჭერი

შეკრული კარკასი საჭიროებს დაფარვას. კედლები და ჭერი დაფარეთ თაბაშირმუყაოს ფილებით ან ნებისმიერი ნესტგამძლე მასალით, რომელიც გამზადებული იქნება შემდეგი ეტაპისთვის - შეღებისთვის. თუ გსურთ სარდაფის ოთახები ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდეს, ვიდრე არის, ამისთვის კედლები შეღებეთ ნათელ და ღია ფერებში. კრემისფერის, ცივი ლიმონისფერის, ცისფერის, სალათისფერის, თეთრის და ვარდისფერის კომბინაცია ინტერიერიში ყოველთვის მომგებიანია ამ მიზნით.
ბუნებრივი განათების სიმცირის ან არარსებობის გამო სარდაფის დიზაინი სპეციფიკურ მოდგომას საჭიროებს. თუ გსურთ, რომ თქვენი სარდაფი ნაკლებად ვიწრო გამოჩნდეს და არ ჰგავდეს გამოქვაბულს, სცადეთ ჭერის სიმაღლის გაზრდა ვიზუალური ხრიკებით. ერთ-ერთი ასეთი ხრიკია ჭერის თეთრად შეღებვა.


ჭერი


3. იატაკი

თუ ბეტონის იატაკს დატოვებთ ისე, როგორც არის და მხოლოდ შეღებვით შემოიფარგლებით, ამით შეძლებთ თანხის დაზოგვას. ცივი კლიმატური პირობებისთვის ბეტონის იატაკი არ არის კომფორტული, ამიტომ შეგიძლიათ დააგოთ რბილი იატაკი (კავროლინი), თუმცა ეს ვერ უზრუნველყოფს იატაკის სრულფასოვან დათბილვას.  კავროლინის დაგება არ არის რეკომენდებული თუ სახლი არ დგას ძალიან მშრალ ადგილას, რადგან, დროთა განმავლობაში ხალიჩა ნესტით გაიჟღინთება, რაც შეუქმნის სოკოს და ობს  იდეალურ პირობებს გასამრავლებლად. თუ მაინც გადაწყვეტთ ასეთი ტიპის დაფარვას, მაშინ მზად იყავით, რომ გამოსაცვლელი გახდება 2 -3 წელიწადში ერთხელ მაინც. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და მეტი სითბოს მისაღებად მის ქვეშ რეკომენდებულია ხის ან ლამინატის დაგება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ოთახი დაკარგავს რამდენიმე სანტიმეტრს სიმაღლეში და დაჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე მხოლოდ რბილი იატაკის დაგებაა.

4. კარები

თუ გსურთ მთლიანი ფართის ოთახებად დაყოფა - დაგჭირდებათ კარები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველი წერტილებისა და საძინებლებისთვის. წინასწარ გათვალეთ ყველა დეტალი ისე, რომ უნიტაზის, ნიჟარის და სხვა აქსესუარების დამონტაჟების შემდგომ არ გაძნელდეს  კარების გახსნა - დახურვა.


კარების მონტაჟი


                                                                                      კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები