sezonuri-remonti-agarakze
რემონტი

სეზონური რემონტი აგარაკზე

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

573

0

31.10.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

კარგად და ხარისხიანად გაკეთებული რემონტი აგარაკზე რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მაინც მოითხოვს მსუბუქ განახლებას, ასე ვთქვათ „ხელის შევლებას“. გაზაფხულზე, განსაკუთრებით მძიმე ზამთრის სეზონის შემდეგ, აგარაკების მფლობელთა უმრავლესობა ცდილობს ისე ჩაატაროს ეს პროცესი, რომ მცირე დროში, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად მოწესრიგებული და განახლებული აგარაკი მიიღოს. ასეთი საგაზაფხულო რემონტი არ არის აუცილებელი ძირფესვიანი ცვლილებებით დაიგეგმოს. საკმარისია სწორი გათვლები, მცირე ბიუჯეტი, მცოდნე და გამოცდილი ხელოსნების დახმარება და აგარაკი კვლავ მოწესრიგებული და დასასვენებლად სრულფასოვანი გახდება.


ვარემონტებთ აგარაკს

პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლები დიდი ხანია მიჩვეულები არიან ყველაფრის დაზოგვას, ეს ეხება რემონტის ბიუჯეტსაც. ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ რემონტისთვის განკუთვნილი თანხა და ეს ძირითადად გააკეთონ საკუთარი ძალებით სამუშაოს შესრულების ხარჯზე. ამ საქმეში გამოუცდელი ადამიანისთვის ამ ტიპის დაზოგვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის კარგი იდეა. ამ შემთხვევაში სჯობს ცოტა გაიზარდოს ბიუჯეტი და საქმე შეასრულოს გამოცდილმა სპეცალისტმა.
საკითხს თუ საფუძვლიანად შეისწავლით მიხვდებით, რომ სააგარაკე სახლის განახლება კაპიტალური რემონტის გარეშეც შესაძლებელია. საკმარისია შეცვალოთ კედლების და იატაკის დაფარვა, მსუბუქად ხელი შეავლოთ ძველ ავეჯს, განაახლოთ ტექსტილი, დაამატოთ მოდური დეკორი და გაოცდებით იმდენად ახალ იერსახეს შეიძენს თქვენი სააგარაკე სახლი და გაცილებით მყუდრო და კომფორტული გახდება.


იატაკის საფარი

პირველი, რითიც უნდა დაიწყოთ, ეს არის იატაკის საფარის მდგომარეობის შეფასება. ამ პროცედურის საშუალებით განსაზღვრავთ დაზიანების ხარისხს. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით უკვე შეძლებთ სწორად დაგეგმოთ შემდგომი ეტაპები. თუ აგარაკზე ხის იატაკი გაქვთ და ის მხოლოდ მსუბუქად შელახულია: არ ჭრიალებს, არ არის ნესტისგან ამობერილი და დაზიანებული, არც ტერმიტებისგან დახვრეტილი, მაშინ მისი შეღებვა და შემდომ გალაკვა საკმარისი იქნება. რეკომენდებულია ღია ფერის დაფარვა, რადგან ღია ტონალობა იატაკს უფრო სუფთა და თანამედროვე იერს ანიჭებს. ასეთ ფერის იატაკთან ინტერიერის შეთავსებაც უფრო მარტივია. მაგრამ, თუ შენიშნავთ, რომ იატაკი დაზიანებულია ნესტისგან ან ტერმიტებისგან, მაშინ სჯობს ის ჩაანაცვლოთ ისეთი უპრეტენზიო და მდგრადი მასალით, როგორიცაა ლამინატი ან უბრალოდ ძველი ფიცრები ჯერ დაამუშაოთ სპეციალური ხსნარით და შემდგომ დაფაროთ თანამედროვე ლინოლეუმით, ის იაფი და ადვილი მოსავლელია და შემდგომში მისი გამოცვლა დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოგიტანთ. დღესდღეობით ბაზარზე ლინოლეუმის ფართო არჩევანია.

გაარემონტე აგარაკი "მეტრიქსთან" ერთად

მეტის გაგება

იზრუნეთ სველი წერტილების დაცვაზე

ხშირად, რემონტის გაკეთების საჭიროება იმიტომ დგება, რომ თავის დროზე სველი წერტილების დაცვას არ მიექცა სათანადო ყურადღება, ამიტომ ყოველ გაზაფხულის სეზონზე რომ არ დაგჭირდეთ კოსმეტიკური რემონტის კეთება, წინასწარ უზრუნველყავით ისეთი ადგილების დაცვა, სადაც სანიტარული კვანძებია განლაგებული. სამზარეულოს იმ კუთხეში სადაც უნდა დაამზადოთ და გარეცხოთ პროდუქტი და ჭურჭელი, აუცილებლად გააკეთეთ კედლის წინსაფარი. ეს არის გარანტია იმისა, რომ კედელი არ დაზიანდება და დაცული იქნება ნესტისგან და მავნე გამონაბოლქვისგან. სწორედ ამიტომ, სეზონის დაწყებამდე აუცილებელია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
1. ვარიკოზული (შებერილი) დაზიანების პრევენცია და მისი განვითარების შეჩერება.
2. სოკოვანი ინფექციების პრევენცია და პროცესის შეწყვეტა;
3. ინფექციური კერების სპეციალური ხსნარით დამუშავება;
4. დაზიანებული ზედაპირების დამუშავება და შეღებვა;
5. ავეჯის დაზიანებული ფრაგმენტების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით;
6. წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტროენერგიის სიტემების კომპონენტების კონტროლი.
საცხოვრებელი სახლისგან განსხვავებით აგარაკის სააბაზანოში არ არის აუცილებელი მთლიან აბაზანაში კაფელ-მეთლახის დაგება. მთავარია სწორად გათვლილი ვენტილაცია, რათა არ გაჩნდეს ობი და სხვა დაზიანებები. ხის ადგილები უბრალოდ დაამუშავეთ სპეციალური ანტისეპტიკით, რის შემდეგაც შესაძლებელია შეღებვა. შენობის ხშირი განიავება ბევრ ამდაგვარ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.


კედლების განახლება

კედლები ინტერიერის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს, ამიტომ მისი ვიზუალი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიმყარე. ნუ დაფარავთ კედლებს ისეთი საღებავით ან შპალერით, რომელიც არ ირეცხება. ნუ დაიზარებთ გაათანაბროთ და დაფაროთ ზედაპირები გამძლე საღებავის ახალი ფენით, რომლის გარეცხვა და მოვლა მარტივია. თუ უპირატესობას ბუნებრივ ხეს ანიჭებთ, შეინარჩუნეთ პირვანდელი სახით, რომლსაც სპეციალური დამუშავების შემდეგ მხოლოდ ლაკით დაფარავთ.


საძინებელი ზონა

ისეთი საცხოვრებელი ოთახები, როგორიცაა საძინებელი ან მისაღები ოთახი, არ მოითხოვს რამე რთულ და ძვირიან პროცედურებს. ამ ოთახების განახლება უფრო დამოკიდებულია თქვენს პირად შეხედულებებზე, გემოვნებაზე და ფინანსურ შესაძლებლობაზე. თუ ჩაფიქრებული გაქვთ გრანდიოზული განახლება და ეს ხელგეწიფებათ ფინანსურად და არც დროში ხართ შეზღუდული, რა თქმა უნდა უკეთსია, მაგრამ თუ სეზონის დასაწყისში შეძლებისდაგვარად სწრაფად გინდათ მოაწესრიგოთ აგარაკის საძინებელი, მაშინ მიიღეთ შემდეგი ზომები:
ა) შეფითხნეთ წარმოქმნილი ბზარები;
ბ) განახორციელეთ კედლების შეთეთრება ან შეღებვა;
გ) განაახლეთ დაუზიანებელი ხის ავეჯის ზედაპირები უბრალო გალაქვით.
დ) ჩაანაცვლეთ ძველი ტექსტილი ახლით.


ავეჯის საფარის შეცვლა და ახალი ტექსტილი

აგარაკის გასაახლებლად ძველი ავეჯის გადაყრა და ახლის შეძენა სულაც არ არის აუცილებელი. გადახედეთ და მოიფიქრეთ თუ რომელი ნივთების განახლებაა შესაძლებელი მხოლოდ საფარის შეცვლით. ძველ და მობეზრებულ დივანს და სავარძლებს ახალ სიცოცხლეს მიანიჭებთ, თუ მათ გადასაკრავ ქსოვილს შეუცვლით და გააფორმებთ ფერადი ბალიშებით.
აგარაკის კოსმეტიკური რემონტი ულაზათო გამოვა, თუ ფანჯრებზე ძველ ფარდებს დატოვებთ და საწოლზე მოდიდან გადასულ ან გაცვეთილ გადასაფარებლს არ შეცვლით. ჩაანაცვლეთ ყველა ძველი ქსოვილი ახლით. ეცადეთ გამოიყენოთ თანამედროვე დიზაინის ნატურალური მასალები მხიარული და ხასხასა გაფორმებით. ტექსტილს შეუძლია სახლის იერსახე სრულიად შეცვალოს და ის მყუდროდ და კომფორტულად აქციოს.


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები