skandinaviuri-stili-interieris-dizainshi
ინტერიერის დიზაინერი

სკანდინავიური სტილი ინტერიერის დიზაინში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1431

0

11.05.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ტრენდული, მყუდრო, ბიუჯეტური და ეკოლოგიური

როგორ ინტერიერის დიზაინს ისურვებდით თქვენი სახლისთვის? რა არის თქვენთვის უფრო პრიორიტეტული: იყოს მოდური, მყუდრო, ბიუჯეტური თუ ეკოლოგიური? ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება  არ დაგჭირდებათ, რადგან სადა, მყუდრო, მოდური და რაც მთავარია ეკოლოგიური - ასეთი მოცემულობის სინთეზი უკვე არსებობს და მას ინტერიერის დიზაინში სკანდინავიური სტილი ჰქვია.
სკანდინავიური სტილი ინტერიერის დიზაინში მინიმალიზმის პრინციპებს იმეორებს: მარტივი და ამავდროულად ფუნქციური შტრიხები, მინიმალური ავეჯი, სიმყუდროვე და რა თქმა უნდა  ნათელი სივრცე, რაც დიდი ფანჯრების დამსახურებაა. თუ მინიმლიზმში მთავარი ფუნქციურად დატვირთული მარტივი შტრიხებია, აქ აქცენტი კეთდება ბუნებრივ მასალაზე, განსაკუთრებით ხეზე. რაც შეიძლება მეტი ხის დეტალები, ავეჯი, კიბე, იატაკი, ჭერი და ა. შ..
არა პოლიეთილენსა და პლასტმასის ნივთებს! - ეს არის სკანდინავიური დიზაინის მთავარი დევიზი.


რა ღირს ინტერიერის დიზაინის სრული პაკეტი

მეტის გაგება

რამდენად შეგეფერებათ სკანდინავიური დიზაინი

თუ წესრიგის მოყვარული ხართ, თუ გაღიზიანებთ ქაოსურად განლაგებული არაფუნქციური ნივთები, თუ სიმყუდროვის გარდა აუცილებელია ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შეგრძნება, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუხართან გატარებული თბილი, ოჯახური საღამოები და ღამით, გამწვანებული ტერასიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერა, მაშინ სკანდინავიური დიზაინი თქვეთვისაა.



მცირე დანახარჯით მაქსიმალური შედეგი

არ გაქვთ საკმარისი ფინანსები ინტერიერის გასაახლებლად? ამ სტილის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებლობას იძლევა, საკმაოდ ბიუჯეტური ფინანსებით, მოხერხდეს ფუნქციონალური და მოდური სივრცის შექმნა. ეს  არის, ასე ვთქვათ, ამ სტილის „კოზირი“. სკანდინავიური ინტერიერის შექმნა ხომ შესაძლებელია სახლის ნებისმიერ სივრცეში, გინდაც ეს იყოს მხოლოდ საძინებელი, ან თუნდაც ტერასა, დიდი ფინანსური დანახარჯების თავიდან აცილებით. ზუსტად ეს არის, სკანდინავიური სტილის ხიბლი, მინიმალური დანახარჯით მიიღო მაქსიმალური შედეგი.


როგორ გამოვაცოცხლოთ სახლი მცირე დეტალებით?

ამ სტილს ზოგი შეცდომით აიგივებს ჩრდილოეთის სიცივესთან.  ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მოსაზრებაა. პირიქით, სკანდინავიური სივრცე ასოცირდება თბილ, ოჯახურ გარემოსთან, ამას ხელს უწყობს დიდი საოჯახო ბუხარი. სადად და გემოვნებით მოპირკეთებული ბუხარი აუცილებელი შტრიხია სკანდინავიურ ინტერიერში.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები