sxvenis-motskoba-remonti
რემონტი

სხვენის მოწყობა - რემონტი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1009

0

11.12.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რამდენად შესაძლებელია მარტივი რემონტით და მოკრძალებული ბიუჯეტით საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვნად გაზრდა? ამ კითხვაზე პასუხი კერძო სახლის ბევრ მფლობელს აინტერესებს. შეუძლებელი, რა თქმა უნდა, არაფერია. შესაბამისი ნებართვის მეშვეობით თავისუფლადაა შესაძლებელი შენობას გაუკეთდეს მიშენება ან დაშენება, მაგრამ რადგან ზემოთ დასმულ კითხვში ძირითადი აქცენტი  ბიუჯეტურ რემონტზე კეთდება, მიშენება კი ძვირ სიამოვნებად ითვლება - ეს ვარიანტი არ გამოდგება. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს და მოცემულ სიტუაციაში გამოსავალი, სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაკეთებაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მინიმალური ხარჯით და ძალისხმევით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღება. სხვენის მანსარდად გადაკეთება არ არის რთული საქმე. მისი მოწყობა, რემონტი და საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანა ყველა კერძო სახლის  მფლობელს შეუძლია. მაგრამ საქმის დაწყებამდე, არ იქნება ურიგო, პასუხი იცოდეთ შემდეგ კითხვაზე:


 რა განსხვავებაა სხვენსა და მანსარდას შორის?

ეს ორივე კონცეფცია წარმოდგენს სახურავის ქვეშ მდებარე სივრცეს. სხვენი არის სახლის ის მონაკვეთი, რომელსაც საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო არ აქვს საცხოვრებელი დანიშნულება და გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა  ნივთების  შესანახად, მაგრამ თუ სახურავის ქვეშ არსებული სივრცე სრულად არის აღჭურვილი კომუნიკაციებით, ავეჯით, კონკრეტულად რომ ვთქვათ -ადაპტირებული პირობებია კომფორტული ცხოვრებისთვის, მაშინ ის უკვე მანსარდაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ სხვენში გაიყვანთ კომუნიკაციებს, გააკეთებთ ხარისხიან თბოიზოლაციას, დადგამთ შესაბამის ავეჯს, მაშინ სახლის სახურავის ქვეშ არსებული სივრცე ავტომატურად გადაიქცევა მანსარდად.


სარემონტო მომსახურების სრული პაკეტი

მეტის გაგება

პოპულარული ვარიანტები:

სანამ სხვენის საცხოვრებლად გადაკეთებას გადაწყვეტთ, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეთ რა დანიშნულების ოთახები გჭირდებათ. არსებობს რამდენიმე პოპულარული ვარიანტი ასეთი სივრცისთვის. მაგალითად, სხვენში იდეალურად შეიძლება განთავსდეს:
1. საძინებელი ოთახი -  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია, განსაკუთრებით მაშინ თუ ოჯახი მრავალშვილიანია.


2. საბავშვო ოთახი -  ამ შემთხვევაში, რემონტის დაწყებამდე, გაითვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე აუცილებელი მახასიათებელი და თუ სხვენის სივრცე ამ სტანდარტებს  არ აკმაყოფილებს, საბავშვო ოთახის ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. ეს აუცილებელი მახასიათებლებია: სახლის მზიანი მხარე, კარგი ბუნებრივი განათება, ეფექტური გათბობის სისტემა, უსაფრთხო მდებარეობა და ასე შემდეგ..

საბავშვო

3. ოფისი და  ბიბლიოთეკა - ამ ტიპის სივრცისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს, მთავარია დაცული იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი, რომ ნესტმა არ დააზიანოს იქ განთავსებული საბუთები და წიგნები.

მანსარდა


4. სატრენაჟორო დარბაზი - დიდი, დაუტიხრავი და გაშლილი სივრცე იდეალური ვარიანტია სავარჯიშო დარბაზის გასაკეთებლად.
თუ რაღაც მიზეზების გამო სახლის სახურავის ქვეშ მდებარე სხვენი არ გამოდგება საცხოვრებლად, მაშინ ეს ფართი შეგიძლიათ აქციოთ საკუჭნაოდ ან ძვირფასი ნივთების საცავად. ეს ვარიანტი იქნება ყველაზე იაფი და მარტივი შესასრულებელი, რადგან მას არ დასჭირდება დიდი ხარჯები მოწყობისთვის.

სატრენაჟორო სხვენზე



მომავალი სამუშაოების დაგეგმვა

დაიწყეთ სამუშაო გეგმის შედგენით. არ დაივიწყოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, წვრილმანი დეტალები. ეს დაგეხმარებათ ფსიქოლოგიურად და ფინანსურად უკეთ მომზადებული შეხვდეთ ყველანაირ არასასიამოვნო მოულოდნელობებს, მათ შორის სოლიდურ ხარჯებსაც კი. სწორად გაკეთებული სამუშაო გეგმა და დეტალეურად გათვლილი ხარჯთაღრიცხვა აგარიდებთ ზედმეტ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

ჩასატარებელი სამუშაოების ძირითად ეტაპები:

1. სხვენის აზომვა, მომავალი ოთახების ზომის დაანგარიშება - ეს ითვალისწინებს მთლიანი სხვენის ფართობს, გვერდითი კედლების სიმაღლეს და დახრას.
2. ძველი კომუნიკაცების განახლება ან მისი თავიდან  შეყვანა, მისი არარსებობის შემთხვევაში. დღევანდელ დღეს რთული წარმოსადგენია საცხოვრებელი ოთახები ელექტროენერგიის, ვენტილაციის და სხვა სისტემების გარეშე.  კომუნიკაციების არქონა ცალსახად გულისხმობს კომფორტის არქონას.
3. ფანჯრების მოწყობა - გადაკეთება ან მისი ლოკაციის დაგეგმვა ( ფანჯრების არარსებობის ან არასწორი ლოკაციის შემთხვევაში). ოთახი არასრულფასოვანი გამოვა  ბუნებრივი განათების გარეშე. სახურავის მონაცემები თუ  საშუალებას იძლევა, ფანჯრები მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს, შედარებით იაფი ვარიანტი გამოვა თუ ეს გაკეთდება სახურავის ბოლოებიდან. უფრო მეტი კომფორტისთვის და თანამედროვე ვიზუალისთვის, უმჯობესია გაკეთდეს ე. წ. მანსარდული ვარიანტი, პირდაპირ ჭერის დახრაზე.
4. სახლის მშენებლობის დროს იშვიათად ზრუნავენ სხვენში ასასვლელი კიბის ხარისხზე, დიზაინზე რომ არაფერი ვთქვათ. ეს იმიტომ ხდება, რომ თავიდან სხვენი საცხოვრებელ ფართზე არ არის გათვლილი. საცხოვრებელ ფართად გადაკეთების დაგეგმვის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ ხარისხიანი, მოხერხებული და გამძლე კიბის დამონტაჟებაზე. რეკომენდაციაა, საიმედო სხვენის კიბის მონტაჟი მონიშნოთ სამუშაო გეგმის ჩამონათვალში საწყის პოზიციაზე.
5. თუ სხვენში ისეთი ტიპის საცხოვრებელი ოთახების გაკეთებას გეგმავთ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებთ და არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მაშინ აუცილებლად უნდა იზრუნოთ კარგ და ხარისხიან თბოიზოლაციაზე. აგრეთვე სხვენის დათბილვისთვის მოიძიოთ გამოცდილი ხელოსნები, რომლებსაც არ დაჭირდებათ შეხსენება, რომ დათბილვის დაწყებამდე დაკვირვებით შეამოწმონ სახურავის ყოველი დეტალი, შემდგომში სირთულეების თავიდან აცილების მიზნით.
6. ძლიერი ყინვების დროს საუკეთესო თბოიზოლაციაც არ არის საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანსარდაზე საბავშვო ოთახის მოწყობაა დაგეგმილი. ასეთ შემთხვევებში, ყველაზე ხშირად,  გათბობის სისტემის მილი აჰყავთ სხვენზე და იქ ამატებენ დამატებით რადიატორებს. ეს მეთოდი ხშირდ მოითხოვს მთელი გათბობის სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს.  ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად  შეგიძლიათ სხვენზე დაამონტაჟოთ ელექტროგათბობის მოწყობილობები,  მაგალითად, იატაკის გათბობის სისტემა.

                                                                                                          კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

მანსარდა


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები