tipuri-shecdomebi-sankvandzis-remontis-dros
რემონტი

ტიპური შეცდომები სანკვანძის რემონტის დროს

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

512

0

08.10.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

სამზარეულოს და აბაზანის რემონტი არ ნიშნავს მხოლოდ კედლებზე და იატაკზე ფილების დაგებას და საშხაპის და ხელსაბანის დამონტაჟებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია მთელი რიგი შეუმჩნეველი სამუშაოების შესრულება, რაც თვალსაჩინოდ არ ჩანს, მაგრამ აუცილებელია სრულფასოვანი შედეგისთვის. ეს „უჩინარი“ სარემონტო სამუშაოებია: სწორად დაგეგმარებული და დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობა, კედლებში ჩამალული სანტექნიკის მილები, ლოგიკურად გათვლილი ლოკაციები ნიშებისთვის და საშრობებისთვის, გამართულ მუშაობაზე გათვლილი სავენტილაციო სისტემა და სხვა..


თანამიმდევრობა მნიშვნელოვანია!

იდეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია სამუშაოების თანამიმდევრობის მკაცრი დაცვა. აბაზანის რემონტის დროს ცნობილი ტიპური შეცდომების თავიდან ასაცილებლად,  სანიტარული კვანძების დაგეგმარება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიანდეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამით თავს დაიზღვევთ უსიამოვნო შედეგებისგან.
ბევრ ადამიანს ჩვევად აქვს  ყველაფერი ნაჩქარევად აკეთოს, უარი თქვას გამოცდილი სპეციალისტების დახმარებაზე. შედეგად რჩებიან დაზარალებულები ფინანსურად, ფუჭად კარგავენ დროს და და ისევ საწყის ეტაპზე უწევთ დაბრუნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსაძებნია კარგი ხელოსანი ან სარემონტო ჯგუფი, რომელიც გამოასწორებს სიჩქარით გაფუჭებულ საქმეს და დაასრულებს რემონტს.



გაარემონტე სველი წერტილები 2-ჯერ უფრო სწრაფად

მეტის გაგება

შეცდომა N1 -  სარემონტო სამუშაოების არასწორი ალგორითმი

ხშირად რემონტის უმრავლესობა რაღაც ეტაპზე იჭედება ან კრახით მთავრდება, ამის მიზეზი კი, არც თუ იშვიათად, ელექტროგაყვანილობის წესების იგნორირება, არასწორ ადგილას ჩაყრილი მილები და მრავალი ამდაგვარი შეცდომაა.
სწორი ალგორითმი საშუალებას მოგცემთ, რომ ხარისხიანად და შეცდომების გარეშე დაასრულოთ თითოეული ეტაპი ისე, რომ  წინა შესრულებულ ეტაპზე დაბრუნება არ მოგიწიოთ გამოსწორების მიზნით. ამისთვის თქვენ უნდა შეიმუშაოთ  გეგმა იმ სპეციალისტებთან ერთად, ვინც უნდა განახორციელოს სველი წერტილების რემონტი.
1.თავდაპირველად საჭიროა სარემონტო ფართის აზომვა და ფართობის, სიგრძე - სიგანის გათვალისწინებით დადგნა თუ რის შესაძლებლობებს იძლევა ეს მოცემულობა.  
2. უნდა შედგეს  სანტექნიკის დამონტაჟების გეგმა მისი სტანდარტული ზომისა და ფორმის შესაბამისად; ელექტროენერგიის, კანალიზაციის, ცხელი და ცივი წყლით მომარაგების ხაზების გათვალისწინებით.
3. გაითვალისწინეთ და მონიშნეთ გეგმაში ყველა ის აუცილებელი ნიშა, სადაც უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მოწყობილობები.
4. შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, იატაკზე  მონიშნეთ  დეკორაციისა თუ ნიშების გამო კედლების გასქელების გათვალისწინებით, ისეთი მსხვილი სანტექნიკური მოწყობილობების ლოკაციები, როგორიცაა საშხაპე კაბინა, უნიტაზი, ბიდე და ასე შემდეგ...
5. იზრუნეთ სავენტილაციო სისტემაზე და მონიშნეთ  სავენტილაციო არხების, მილების, აღჭურვილობის და მისი დამხმარე სისტემების დასამონტაჟებელი ადგილები.
6. შეასრულეთ პირველადი გამათანაბრებელი მოჭიმვა და კედლების მობათქაშება შეთანხმებული ალგორითმის მიხედვით.
7. მონიშნეთ ადგილები ჭერზე და კედლებზე, სადაც უნდა გაითხაროს ღარები ელექტროსადენებისა და როზეტებისთვის, ყველანაირი სიფრთხილის ზომების დაცვის გათვალისწინებით.
8. მონიშნეთ, აგრეთვე, ადგილები იგივე მოცემულობის დაცვით წყალმომარაგების მილებისთვის.
9. დააინსტალირეთ საინჟინრო კომუნიკაციები თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
მხოლოდ ამ ჩამოთვლილი პუნქტების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ლოგიკური თანამიმდევრობით, ეტაპობრივად განახორციელოთ უკვე ისეთი სამუშაოები, როგორიცაა შავი დასრულება, შემდგომ სუფთა სამუშაოები, სანტექნიკის, სააბაზანო ავეჯის და აქსესუარების დამონტაჟება და ბოლოს ამ სივრცის გაფორმება შესაბამისი დეკორით.


შეცდომა N 2 - სანიტარული კვანძის გადატანა

პირველადი გეგმის ხელახალი დაგეგმარება და აბაზანის ლოკაციის შეცვლა და მოწყობა ისეთ სივრცეში, რომელიც  არ იყო განკუთვნილი სანიტარული კვანძის განსათავსებლად, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის კარგი იდეა. თუმცა არსებობს კანონები, რომლებიც არეგულირებენ ასეთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ მაინც დიდ სირთულეებთან მოგიწევთ შეჭიდება. ხშირ შემთხვევაში ასეთ ქმედებას ლეგალიზაცია სჭირდება და თუ ამას უგულებელყოფთ, დიდი შანსია მოგიხდეთ ჯარიმების გადახდა. უარეს შემთხვევაში კი შენობისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება. ამ პროექტს შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი წვრილი უსიამოვნებები, როგორიცაა, მეზობლებთან გაუთავებელი კონფლიქტები ან აღარ გამოგადგეთ უკვე არჩეული ავეჯი და არ მოერგოს ახალ ლოკაციას.  ამიტომ სჯობს თავიდანვე ისე გათვალოთ სანკვანძების მდებარეობა, რომ შემდგომში შეცვლა აღარ დაგჭირდეთ ან წინასწარ მოაგვაროთ ორგანიზაციული საკითხები და შეეცადოთ ჯერ ლეგიტიმაცია მიიღოთ ამგვარი განვითარებისათვის.


შეცდომა N 3 - გადაწყვეტილებების შეცვლა სამუშაო პროცესში

როგორც წესი, არსებობს ეგრეთ წოდებული „ოჯახური საბჭო“, რომელიც წინასწარ განიხილავს თუ როგორი უნდა იყოს აბაზანის ფერი, ფილების ხარისხი, მეთლახის ზომები, სანტექნიკისა და ავეჯის ზოგადი სტილი, სავარაუდო ბიუჯეტი. ხანდახან შეთანხმებული გადაწყვეტილებები ირღვევა რიგი მიზეზების გამო. როდესაც შოურუმებსა და მაღაზიებში ხედავთ დიდ ფასდაკლებას კარგ პროდუქტზე, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების შეცვლას, მერე რა, რომ იაფად შეგხვდათ, მართალია საუკეთესო ხარისხის, მაგრამ ისეთი საშხაპე ან უნიტაზი, რომელიც არ შეესაბამება უკვე შედგენილ პროექტს რომელზეც ამდენი იწვალეთ. თუ კარგად დაფიქრდებით, ხელსაყრელი ფასდაკლება სულაც არ აღმოჩნდება მომგებიანი, პირიქით, გარდა იმისა, რომ ახლიდან მოგიწევთ პროექტის შედგენა, აღმოჩნდება რომ უკვე ნაყიდი საშხაპე, უნიტაზი, ლამაზი სარკე გამოუყენებელი დაგრჩებათ, ასე რომ ზარალი მეტია და ეს იდეა თავისთავად წამგებიანია. თქვენ ხომ უკვე შესრულებული გაქვთ ისეთი სერიოზული სამუშაოები, როგორიცაა დაგეგმარება, დიზაინპროექტი, ხარჯთაღრიცხვა და ამ ყველაფერზე დახარჯეთ ამდენი  დრო, ფული და ნერვები, ამიტომ სჯობს არაფერი შეცვალოთ მასში.
                                                                                                            კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები