ავეჯის დამზადება

VIP მასტერი

დიზაინერი

რემონტი

კერძო ხელოსანი თუ სარემონტო ჯგუფი?
დიზაინერი

კერძო ხელოსანი თუ სარემონტო ჯგუფი?

2172
76
11.08.2020 ავტორი: კომპანია მეტრიქსი

არჩევანი ხელოსანს და სარემონტო ჯგუფს შორის

რემონტის დაწყებისას ლოგიკურად იბადება კითხვა, გადაიხადოთ უფრო მეტი თანხა და დაიქირაოთ სარემონტო კომპანია თუ მეზობლის ან მეგობრის რეკომენდაციით აიყვანოთ კერძო ხელოსანი. ვეცდებით, ნათლად დაგანახოთ ორივე შემთხვევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.


ხელოსნის დაქირავების ნაკლოვანებები

 ალბათობა, რომ გარემოცვამ გირჩიოთ ხელოსანი, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალი აღმოჩნდება, ძალიან დაბალია, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ცოტას თუ ესმის თქვენი გარემოცვიდან რა არის ხარისხიანი რემონტი და მხოლოდ ვიზუალურად აფასებს ხელოსნის ნამუშევარს, ამასთან ერთად შეუჩვეველი თვალით ვერ აფასებს შესრულების ხარისხს, რომელიც უამრავი ნიუანსით განისაზღვრება:

1. ხშირ შემთხვევაში, წინასწარ გართმევთ თანხას და შემდეგ არ მოდის დათქმულ დროს, ან სულაც იკარგება.

2. ვერ ახერხებს შეთანხმებულ დროში საქმის დასრულებას.

3. არ იყენებს მასალას სწორი მოხმარების შესაბამისად, უბრალოდ აკეთებს ისე როგორც უნახავს ან შეჩვეულია.

4. ამბობს, რომ ობიექტზე შეუძლებელია ერთდროულად იმუშაოს ბევრმა ხელოსანმა, შესაბამისად საქმის დაწყება დასრულების დროს, უკეთეს შემთხვევაში, აორმაგებს. რეალურად კი შესაძლებელია ბევრად მეტი ხელოსნით, ნაკლებ დროში დასრულება.

5. თქვენს წინაშე არ აკისრია ხარისხზე და ვადებზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა.


კერძო ხელოსნის უპირატესობა კომპანიასთან შედარებით 

კერძო ხელოსანს სარემონტო კომპანიასთან შედარებით ერთადერთი და ამასთან დიდი უპირატესობა გააჩნია, იხდით ბევრად უფრო ნაკლებს ვიდრე სარემონტო კომპანია დაგიჯდებათ დაქირავების შემთხვევაში. გადაიხადოთ ბევრად ნაკლები, დაგვეთანხმებით, ნამდვილად დიდი უპირატესობაა,

თუმცა იაფი და ხარისხიანი ნაკლებ თავსებადი საკითხებია, მითუმეტეს როცა საქმე ეხება ისეთ პროცესს, რასაც რემონტი ჰქვია.

მეტრიქსის ნამუშევრები

კომპანიის უპირატესობები

1. კომპანია რემონტის მიმდინარეობის დროს უწევს მონიტორინგს თითოეულ ეტაპს.

2. ეტაპებად აქვს განსაზღვრული საქმის შესრულების ვადა, ამ ვადებზე იღებს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

3. იცავს ობიექტზე სისუფთავეს.

4. გაძლევთ მასალის შეძენაზე კომპეტენტურ რეკომენდაციას.

5. ხელოსანს ავალდებულებს მასალა გამოიყენოს ქარხნული მოხმარების წესის შესაბამისად.

6. შესრულებულ სამუშაოებზე გაძლევთ ხანგრძლივი დროით გარანტიას.


ამ და სხვა მრავალი უპირატესობის ჩამოთვლაა შესაძლებელი სარემონტო კომპანიის მომსახურების შემთხვევაში, თუმცა ამ ყველაფრის უარყოფითი მხარე ყოველთვის არის და იქნება ზედმეტი დანახარჯი. დანახარჯი კი მხოლოდ ციფრებში აისახება როგორც მეტი, ხელოსნის გადასახდელ თანხასთან შედარებით, სინამდვილეში კი ეს თანხა სულაც არ არის ბევრი იმ რისკებთან შედარებით, რა რისკის წინაშეც შეიძლება დაგაყენოთ კერძო ხელოსანმა.


და ბოლოს, გვინდა გითხრათ რომ,  არსებობენ გამონაკლისი ხელოსნები, ისევე როგორც სარემონტო კომპანიები,  რომლებსაც შესწევთ უნარი, ძალიან მაღალი ხარისხით შეასრულონ თქვენი დაკვეთა, მაგრამ ხელოსანთან მიმართებაში მაინც რჩება სიტყვა "მაგრამ" . კარგი ხელოსანი ინდივიდუალურად მუშაობის დროს არის უბრალოდ კარგი, სარემონტო კომპანიის დაქვემდებარებაში კი შეუდარებელი, რადგან კომპანიამ შეიძლება აღმოაჩინოს ხელოსნის დაშვებული ისეთი შეცდომები, რომლებიც თქვენი თვალისთვის შეუმჩნეველია, კომპანია კი არ დაუშვებს რომ ხელოსანმა დატოვოს ნამუშევარზე ხარვეზები.

კომპანია metrix-ი გისურვებთ წარმატებას!

მეტრიქსის სარემონტო ჯგუფის საკონტაქტო ნომერი 597 70 10 10.


გააზიარე:
მსგავსი სტატიები