yvelaferi-samzareulos-avejis-shesaxeb
ავეჯის დამზადება

ყველაფერი სამზარეულოს ავეჯის შესახებ

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

2206

0

22.11.2020

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ავეჯი უხსოვარი დროიდან

არსებობს ასეთი სახალისო მოსაზრება; ადამიანს, როგორც კი ცეცხლის დანთება და ელემენტარული საჭმლის მომზადება ხელეწიფა, პირველივე მოთხოვნილება რაც გაუჩნდა იყო ის, რომ შეექმნა ისეთი მოწყობილობები, რაც გაუადვილებდა საჭმლის მომზადების პროცესს. მერე რა, რომ ეს იყო მხოლოდ ცეცხლთან მიდგმული კუნძი, რათა მაშინდელ „დიასახლისს“ ზედ ხისგან უხეშად ნაჩორკნი კოვზის მსგავსი ნაკეთობა ჩამოედო და ამით კომფორტი შეექმნა. ან ხის მორი, რომელზეც კომფორტულად დაჭრიდა ნანადირევს. დიახ, ეს იყო პირველი მცდელობა პრიმიტიული “სამზარეულოს ავეჯის” დამზადებისა და დღევანდელი დახვეწილი სამზარეულოს, შეიძლება ითქვას, წინაპარი. ასე დაიწყო ადამიანმა ხის ბუნებრივად არსებული ფორმების გამოყენება; სხვადასხვა ფორმის ტოტები, მორი, კუნძი, ხის ჯირკი და ა.შ., ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე გაჩნდა პრიმიტიულად დამზადებული სამზარეულოს ავეჯი.


სამზარეულოს ავეჯის ისტორია

თავიდან ადამიანები სკამის, მაგიდის, საძინებლის მაგივრად მიწას იყენებდნენ.  მაგრამ ადამიანის კომფორტისკენ სწრაფვამ თავისი გაიტანა და რაღაც დროის გავლის შემდეგ მას გაუჩნდა უკეთესი ცხოვრების მოთხოვნილება. მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი უნარები გამოეყენებინა არა მარტო არსებობისთვის ბრძოლაში, არამედ გაემარტივებინა ცხოვრება და დაემზადებინა ყოველდღიური მოხმარების საგნები ბუნებისგან ბოძებული მასალისგან. ასე დაიწყო პრიმიტიული ავეჯის დამზადების ისტორია . ამ პრიმიტიული საგნებისა და ნაკეთობების ჯერ ბუნებრივი სახით გამოყენებას და შემდგომში მათთვის სასურველი ფორმის მიცემას მოჰყვა ამ ნაკეთობების დახვეწა და შემდგომ გაფორმება. ასე დაიწყო სტილის განვითარება.


მეტრიქს ავეჯის დამზადება

მეტის გაგება

ავეჯის სტილის განვითარება.

 დიდი გზა განვლო ზოგადად ავეჯის დამზადების ისტორიამ, სანამ ჩვენამდე ასეთი დახვეწილი და სრულყოფილი სახით მოაღწევდა. განისაზღვრა სტილი ყველაზე უფრო პრიმიტიულიდან ყველაზე უფრო თანამედროვე ფორმებამდე. ჩამოყალიბდა მრავალი მიმართულება: კლასიკა, ლოფტი, მოდერნი, არტ - დეკო, ჰაი - ტეკი, კიტჩი და ა. შ...


მცირე ფართის სამზარეულოების მოწყობა

რადგან ოჯახების უმეტესობა დროს სამზარეულოში ატარებს, ამის გამო სამზარეულოს  სახლის ცენტრსაც უწოდებენ. ამიტომ მხოლოდ დიზაინერული გაფორმება არ არის საკმარისი. თავისთავად საჭიროა მაქსიმალური კომფორტი, მით უმეტეს თუ სამზარეულო მცირე ფართისაა უფრო მეტი ძალისხმევა დგჭირდებათ რათა ის მაქსიმალურად გამოყენებადად აქციოთ.

სამზარეულოს დაგეგმარებისას მნიშვნელოვანია ყურადღება  მიაქციოთ, რომ მოცემული ფართი მაქსიმალურად  იყოს ათვისებული. ყოველი მილიმეტრიც კი გამოყენებადი უნდა გახადოთ. მაქსიმალურად დატვირთოთ თითოეული კუთხე - კუნჭული ისე, რომ ფართი კომფორტული და ფუნქციური გახდეს. მრავალი ხერხი არსებობს იმისთვის, რომ პატარა სამზარეულო კომფორტულ, თანამედროვე  და მოსახერხებელ სივრცედ აქციოთ და იგივე სარგებელი მიიღოთ, როგორსაც მიიღებდით დიდ ფართზე მოთავსებულ სამზარეულოსგან. ამიტომ, თუ საცხოვრებელი არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სამზარეულოს ავეჯს დიდი სივრცე დაუთმოთ, ამის გამო უკან ნუ დაიხევთ, ფუნქციურად მოწყობილ სამზარეულოშიც შეიძლება იგივე სიმყუდროვის და პირობების შექმნა.


სამზარეულო მილიმეტრის სიზუსტით

განვიხილოთ ისეთი მცირე ფართის სამზარეულოები, რომლის მაქსიმალური მოცულობა 6 კვდრატია. რადგან ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ქართულ რეალობაში ასეთი ფართის სამზარეულოებზე მოდის. პირველ რიგში საჭიროა სწორი დაგეგმარება; ისე უნდა განათავსოთ კარადები სამზარეულოს ტექნიკასთან ერთად, რომ შემდგომში, სამზარეულოში ფუსფუსის დროს, ყველაფერი ხელმისაწვდომად და მოხერხებულად გქონდეთ. ასეთი მინი სამზარეულოების შეძენა მზა სახითაც შეიძლება, თუმცა, რადგან მცირე ზომის სამზარეულოზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში უპრიანია სამზარეულო დაამზადებინოთ. ამით მიიღებთ იმის გარანტიას, რომ მოცემული ფართი მაქსიმალურად ათვისებული იქნება. რადგან მილიმეტრებში მორგებული კარადები  შემდგომი კოფორტის საწინდარია.

რა თქმა უნდა დაგეგმარება შესაძლებელია საკუთარი ძალებითაც, მაგამ ეს ის შემთხევაა, როცა რჩევისთვის სჯობს მიმართოთ სანდო სარემონტო კომპანიას, რომელსაც პროფესიონალი და გამოცდილი კადრი ჰყავს. გამოცდილებიდან გამომდინარე მათ უკეთ იციან ის ნიუანსები, რომლებიც საბოლოო შედეგის დროს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აღმოჩნდება, რომ მივიღოთ იდალურად დამზადებული სამზარეულო. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე არსებობოს უკვე ისეთი სარემონტო კომპანიები, რომლებიც მილიმეტრის სიზუსტით დაგიმზადებენ სამზარეულოს ავეჯს.


მინი სამზარეულოს დაგეგმარება

დაგეგმარებისას უნდა გაითვალისწინოთ რომ, ერთ სივრცეში ისე განალაგოთ ნიჟარა, მაცივარი და გაზქურა, რომ შემდგომში საკვების მომზადება მოხერხებული იყოს. ეს განლაგება პრაქტიკულია, რადგან დაგეზოგებათ დრო და ენერგია. ეს სამეული სხვადასხვა სტილის სამზარეულოს დამზადებისას სხვადასხვანაირიად შეიძლება გამოიყურებოდეს. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითქოს ლოგიკურია, რომ პატარა ზომის სამზარეულოს ასეთივე ზომის ნიჟარა უნდა მოვარგოთ, მაგრამ ეს მცდარი აზრია, რადგან სამზარეულო პატარაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭლის რაოდენობაც შემცირდება, ამიტომ პატარა ნიჟარა სულ გასარეცხი ჭურჭლით იქნება გადავსებული და წყლის შხეფებით გადაწუწული. რაც შეეხება რელიეფურ კარადებს, წლების წინ ის საკმაოდ ტრენდულად ითვლებოდა, მაგრამ პრაქტიკულობის თვალსაზრისით არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ასეთი სტილი ძნელი მოსავლელია სამზარეულოს კლიმატური პირობების გამო. კუთხეებში იწებებს მტვერს და მისი მოშორება საკმაოდ შრომატევადია. მინი სამზარეულოს ავეჯის დამზადებისას სჯობს ქვედა სათავსოში განალაგოთ მოძრავი უჯრები. ზედა სათავსოებს რაც შეეხება, უფრო მოსახერხებელია გამოსაღები სათავსოები ან ზემოთ ასახდელი კარები, სამზარეულოს სტილის გათვალისწინებით. თუ სამზარეულოს შეუკვეთავთ თანამედროვე სტილში, მას განიერი კარადები მოუხდება, კლასიკურს კი უფრო ვიწრო, ტრადიციული. მცირე ფართისთვის აგრეთვე განიხილება კუთხის სამზარეულო. ის კარგი გამოსავალია სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად.


პოპულარული მასალები

სამზარეულოს ავეჯის დამზადების დროს  დიდი მნიშვნელობა აქვს მასალის ხარისხს, ფერს და ფაქტურას. ავეჯის დამზადების თანამედროვე მეთოდები ძირითადად ემყარება ისეთი ტექნოგენური მასალების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა ლამინატი, აკრილი, MDF შეღებილი, MDF დაშპონილი და ასე შემდეგ. ეს მასალები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ბუნებრივი  ხისგან. ხშირად სამზარეულოს ავეჯის დამზადებისას მწარმოებლები ამჯობინებენ ამ მასალით მუშაობას, მართალია ბუნებრივი ხე უფრო ძვირფასი და ეკოლოგიური მასალაა, მაგრამ რადგან საქმე სამზარეულოს ავეჯის დამზადებას ეხება, იქ განლაგებული სველი წერტილების და გაზქურის გამო კლიმატური პირობები განსხვავებულია საცხოვრებლის სხვა ოთახებისგან. ამიტომ ხის მასალა თუ კარგად არ არის გამომშრალი, შეიძლება ფორმა იცვალოს, შეიკუმშოს ან დაიბზაროს ან სულაც მაღალი ტენიანობის გამო გაფართოვდეს და პრობლემები წარმოშვას. მაგ. გაიჭედოს მოძრავი უჯრა და ა. შ..


სამზარეულოს ავეჯის ფურნიტურა

მასალის, სტილის, პროფესიონალი ხელოსნის და სამზარეულოს ავეჯის დამზადების სურვილის გარდა არსებობს არც თუ მცირე გასათვალისწინებელი დეტალები. რატომღაც დამკვეთს ყოველთვის ავიწყდება მასზე ყურადღების გამახვილება, არადა თითქოს უმნიშვნელო დეტალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რომ დამზადებული სამზარეულოს ავეჯი ხარისხიანი გამოვიდეს და უპრობლემოდ გვემსახუროს წლების მანძილზე. რა არის ეს? - ეს არის სამზარეულოს ფურნიტურა .მარტივი ხრახნებიდან, ჭანჭიკებიდან  და „პეტლებიდან“ დაწყებული, რთული მექანიზმებით დამთავრებული,რომლებიც გამოიყენება სამზარეულოს ავეჯის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. თანამედროვე  ხარისხიანი  ფურნიტურა ავეჯის კომფორტული მოხმარების გარანტიაა სხვადასხვა ფუნქციონალურ სივრცეში. სამზრეულოს ავეჯის  დამზადებას, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სჭირდება სპეციფიკური ფურნიტურა. ავეჯის მექანიზმების მუშაობაზე დიდი გავლენას ახდენს გაზქურა და სხვა მსგავსი სამზარეულოს ტექნიკა, რადგან სამზარეულოში ტემპერატურა მაღალია, ამის გამო სამზარეულოს  ფურნიტურა უნდა იყოს განსხვავებულად ხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს ფუნქციონალურ მოთხოვნებს. ავეჯის წარმოების ტექნოლოგიის განვითარებიდან გამომდინარე გაიზარდა მოთხოვნა ბაზარზე, მოთხოვნის გაზრდამ გაზარდა კონკურენცია, ამან მწარმოებლები დააფიქრა იმაზე, რომ გაეუმჯობესებინათ და კონკურენტუნარიანი გაეხადათ თავისი ნაწარმი. რადგან თანამედროვე ავეჯის დამზადებისას ძალიან მნიშნელოვანია ფურნიტურის ხარისხი, მწარმებლებმა გადაწყვიტეს დაეხვეწათ და გაეუმჯობესებინათ ავეჯის ფურნიტურის დეტალები და მექანიზმები, რომ მათ ხარჯზე უფრო გაზრდილიყო ავეჯის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა.


ინოვაცია ავეჯის დამზადების ისტორიაში - მინიფიქსები

მინიფიქსი - ეს არის  ავეჯის ფურნიუტრის თანამედროვეობის მაგალითი.  იგი შედგება ორი ელემენტისგან: პირველი არის კორპუსი, მეორე - დამაკავშირებელი ჭანჭიკი. თეორიულად, მინიფიქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ნაწილის ერთმანეთთან პერპენდიკულარულად დასაკავშირებლად. გარდა ამისა, შესაძლებელია მინიფიქსებით დამაგრებული ავეჯის დაშლა და აწყობა, ისე რომ ავეჯი არ დაზიანდეს. მინიფიქსი არის გარანტია იმისა რომ ავეჯი  მრავალი წლის განმავლობაში იქნება მყარი და არ მოირყევა, როგორც ძველი მეთოდებით აწყობილი ავეჯი, რომელსაც  ე. წ. „შურუპებით“ ამაგრებენ და ახლაც ამ მეთოდს იყენებს ქართული კომპანიების 90 პროცენტი, თუმცა, ქართულ რეალობაში უკვე ფუნქციონირებს ასეთი სარემონტო კომპანიები, რომელთც გააჩნიათ ინოვაციური მანქანა - დანადგარები და სამუშაოს ასრულებენ მინიფიქსების გამოყენებით.

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები