ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინერი

შედარებით ადვილია წარმოიდგინო, თუმცა შენი ოცნების სივრცის გასაცოცხლებლად 3D ვიზუალიზაცია გჭირდება, გააცოცხლე საკუთარი წარმოსახვა მეტრიქსთან ერთად

ლამაზი მაგრამ არაპრაქტიკული გადაწყვეტილება ინტერიერში
რჩევები სამზარეულოს ავეჯი
5 ტრენდული ინტერიერი 2024 წელს

დაემატება მალე

სივრცის მოწყობა

35 m2

ტექნიკური ნახაზის მომზადება, ელექტროობის, სანტექნიკის და ტიხრების ნახაზი 

3D ვიზუალიზაცია

55 m2

3D რენდერის შექმნა, მასზედ დახატული თვითოეული დეტალის შესაბამისი, შესაძენი კოდით.

პროექტში ჩართულობა

50 m2

დიზაინერის უშუალო ჩართულობა პროექტზე და საბოლოო ეფექტზე პასუხისმგებლობა

3 მომსახურება 1 ში

130 m2

სრული მომსახურების შეკვეთის შემთხვევაში 140 ლარის ნაცვლად იხდით 130 ლარს

მოდერნის_სტილი-ინტერიერის_დიზაინი

დიზაინის სტილიმოდერნი

ინტერიერის დიზაინი თანამედროვე სტილში, სიტყვა მოდერნს ლათინური წარმომავლობააქვს და ნიშნავს თანამედროვეს, აღნიშნული სტილი წარმოიშვა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელიც საკუთარ თავში მთლიანად მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მიდგომებს რემონტის მიმდინარეობის დროს, მასში გამოიყენება ნეიტრალური ფერები და ასიმეტრიული დეტალები, მეტწილად დიზაინერები მასში იყენებენ ისეთ დეტალებს როგორებიცაა ნატურალური ხე და მატელი.

ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის სინთეზი

იმისთვის, რომ სახლში იგრძნოთ მყუდროება, ჰარმონია და კომფორტი, რემონტის მხოლოდ ესთეტიკური მხარე არ კმარა. აუცილებელია ფუნქციურობა და სივრცის პრაქტიკულად გამოყენება, თანაც ისე, რომ მთლიანობაში ბინის დიზაინი და ვიზუალური მხარე გემოვნებიანი იყოს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი. ზუსტად ამიტომ, როდესაც რემონტზე ვსაუბრობთ, ინტერიერის დიზაინის როლი და მნიშვნელობა არ უნდა გამოგვრჩეს. პროფესიონალი ინტერნერის დიზაინერი შეძლებს შექმნას როგორც ესთეტიკური და მყუდრო, ასევე ფუნქციური სივრცე, სადაც ჰარმონიულად შეძლებთ ცხოვრებას. სივრცის ჭკვიანურად გამოყენებით და დიზაინის ინოვაციური პრინციპების წყალობით, პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები ახალ სიცოცხლეს სძენენ გადატვირთულ ან პირიქით, უფერულ სივრცეებს და ქმნიან ინტერიერის დიზაინის ისეთ კონცეფციას, რომელიც მორგებულია დამკვეთის გემოვნებას, საჭიროებებს და ცხადია, ეფექტური და თანამედროვეა ვიზუალურად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოცდილი ინტერიერის დიზაინერი გირჩევთ, რომელი დიზაინის ტრენდის გამოყენება ღირს და რომელი მიეცემა მალევე დავიწყებას. ამიტომ, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც პროფესიონალ ინტერიერის დიზაინერს აქვს, აუცილებლად გამოგადგებათ. ასე რომ, თუ თქვენი სახლის, ან ოფისის რემონტს გეგმავთ, გახსოვდეთ, რომ ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალი – ეს არის სივრცის დაგეგმარების ოსტატობა.


ინტერიერის დიზაინი Metrix-ისგან

სარემონტო კომპანია Metrix-ის ინტერიერის დიზაინის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი დიზაინერებით, რომლებიც თქვენთან შეთანხმებით და სურვილების გათვალისწინებით დააგეგმარებენ სივრცეს, შემოგთავაზებენ დიზაინს და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში, დაგეხმარებიან მასალების შერჩევაში და მოძიებაში. Metrix-ში ინტერიერის დიზაინერებმა ზუსტად იციან, რა სახის წინააღმდეგობებს შეიძლება შეხვდეთ რემონტის პროცესში და ამის მიხედვით წინასწარ საზღვრავენ და აორგანიზებენ პროცესს. შედეგად, თქვენ იღებთ დროში გაწერილ, ზუსტ გეგმას იმისთვის, თუ როგორ მიაღწიოთ მიზანს და გახადოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენს წარმოდგენებშია. გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კრეატიული ხედვა - ეს ის ყველაფერია, რაც სივრცის სასურველი ვიზუალის მიღებაში და მის მაქსიმალურად პრაქტიკულად დაგეგმარებაში  გჭირდებათ. სწორედ ამას გთავაზობთ კომპანია Metrix-ის პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერთა გუნდი. ​​​​​​​