რკინის კარის დამზადება
ვმუშაობთ 24/7

რკინის კარის დამზადება

განცხადება:

დაგიმზადებთ ნებისმიერი სირთულის კორპუსის ბინის, სადარბაზოს და ჭიშკრის კარებებს, კარზე ფიგურების მრავალფეროვანი არჩევანით, დახვეწილი უზორებით და გადაბმებს შორის სუფთა ნახელავით.

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

რკინის კარის დამზადება ან გამოცვლა გადაწყვიტეთ და არ იცით, როგორ მოიქცეთ, ვის მიმართოთ?
მომხმარებლების უმეტესობა სწორედ ამ, გაურკვევლობის ეტაპზე ხარჯავს ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას იმაზე ფიქრში, თუ როგორ დააორგანიზოს პროცესი, დაადგინოს როგორია ბაზარზე რკინის კარების ფასები და ვის მიანდოს ეს მნიშვნელოვანი საქმე.

როგორ შევარჩიოთ რკინის კარის ოსტატი?

მას შემდეგ,. რაც რკინის კარის შეცვლას ან განახლებას გადაწყვეტთ, უპირველესი ნაბიჯია შეარჩიოთ პროფესიონალი ოსტატი. სწორედ ოსტატზეა დამოკიდებული, დროულად მოაგვარებთ თქვენს პრობლემას, თუ უსაშველოდ გაგეწელებათ და რამდენიმე დღის შეცვლილი კარი მალევე ისევ შესაცვლელი გექნებათ. სწორედ ამიტომ, რკინის კარის ხელოსნის მოძიებისას ჩვენი რჩევაა, განსაკუთრებით ფრთხილად და გონივრულად მიიღოთ გადაწყვეტილება - ვის ანდობთ ამ საპასუხისმგებლო საქმეს.

რკინის კარის მემონტაჟის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. არასწორად აღებულმა ზომებმა, არასაკმარისმა გამოცდილებამ ან საქმის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა, კარის დამზადების ვადები და ბიუჯეტი საგრძნობლად გაზარდოს და საბოლოოდ, ვერ მიიღოთ ის შედეგი, რომელსაც ელოდით.  დიდია შანსი, რომ კარი ცუდად ან საერთოდ ვერ დაიხუროს. რაც უსაფრთხოების გარანტიას ნამდვილად ვერ მოგცემთ. შესაბამისი მასალის არჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ დეფორმირდეს, დაიჟანგოს ან ან დაიღუნოს რკინის ფაქტურა.

ამ ფაქტორებზე დაზოგილმა თანხებმა შესაძლოა, საბოლოოდ ბევრად მეტი დანახარჯი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, რკინის კარის ხელოსნის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: მისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ დამოკიდებულება.

თუ რკინის კარის  შეცვლა გადაწყვიტეთ და მაღაზიებში სიარულის და ხელოსნების კომპეტენციის შეფასების დრო არ გაქვთ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მიმართოთ კომპანია Metrix-ს და თამამად ანდოთ მათ რკინის კარის დამზადება.
მეტრიქსის რკინის კარის ხელოსანი თქვენთან შეთანხმებულ დროს, სასურველ მისამართზე მოგაკითხავთ, გარანტირებული, 100%-იანი სიზუსტით აიღებს ზომებს და თქვენი რეკომენდაციებისა და სურვილების შესაბამისად, უმოკლეს დროში დაგიმზადებთ და დაგიმონტაჟებთ ნებისმიერ კარს, იქნება ეს ბინის, სადარბაზოს კარი, ეზოს ჭიშკარი თუ სხვა ნებისმიერი ტიპის კარი.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გთავაზობთ თავად შეარჩიოთ რკინის კარის დიზაინი -  ფიგურების გამოსახვის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს, დახვეწილ ზედაპირის რელიეფს და გადაბმებს შორის სუფთად შესრულებულ სამუშაოს. თუ კარის გამოცვლას არ გეგმავთ და ძველი კარის რესტავრაცია გადაწყვიტეთ, არც ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. რკინის კარის ხელოსნები თქვენი სურვილის შესაბამისად განაახლებენ მას და უმოკლეს დროში ჩაგაბარებენ შეკვეთას.

რკინის კარის დამზადება Metrix-ში

სახლის შესასვლელი რკინის კარის გარდა, Metrix-ის რკინის კარის ხელოსნები სადარბაზოს შესასვლელ კარსაც დაგიმზადებენ. საჭიროების შემთხვევაში, სადარბაზოს ჩაკეტილი კარის გაღებაშიც დაგეხმარებიან და მის შეცვლასაც უზრუნველყოფენ. თუ კოდირებული საკეტის დაყენებას გადაწყვეტთ, არც ეს იქნება პრობლემა. კომპანია Metrix-ის ხელოსნები უმოკლეს დროში მოგემსახურებიან და საქმეს უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ.

თუ რემონტის შემდეგ კარის შეღებვის პროცესი გაგეწელათ, არც ეს იქნება პრობლემა. ზარი Metrix-ში და ჩვენი ხელოსანი უმალ თქვენთან გაჩნდება. ის დაგეხმარებათ რკინის კარის დიზაინის, ინტერიერის შესაბამისი ფერების არჩევაში და შეღებვასაც დროულად უზრუნველყოფს. რაც მთავარია, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ჩვენ მიერ შერჩეული საღებავი აუცილებლად იქნება უმაღლესი ხარისხის და თქვენს სამსახურშიც დიდხანს დარჩება.

რას გთავაზობთ Metrix-ის რკინის კარის ხელოსანი

რკინის კარების დამზადების გარდა, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რკინის კარის საკეტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა. წარმოიდგინეთ, საღამოს სამსახურიდან ბრუნდებით, დაღლილი ხართ, ერთი სული გაქვთ, როდის მოკალათდებით დივანზე და თქვენს საყვარელ სერიალს ჩაუჯდებით. ამ დროს კი აღმოაჩენთ, რომ შესასვლელი კარის საკეტი გაფუჭდა და აღარ იღება. თუ Metrix-ის რკინის კარის ხელოსნის გამოძახებას გეგმავთ, სანერვიულო ნამდვილად არაფერია. Metrix-ის გუნდი გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, შესაბამისად, ამ  მრავალწლიანი გამოცდილებისა და ცოდნის დახმარებით, ხელოსანს შეუძლია, უპრობლემოდ გააღოს ჩაკეტილი კარი. საჭიროების შემთხვევაში კი, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გამოცვლის როგორც კოდირებულ, ასევე ჩვეულებრივ, სტანდასრტულ საკეტს. რაც მთავარია, რკინის კარის საკეტის შესაძენად სირბილი და დროის ხარჯვა თქვენ არ მოგიწევთ. ამ პროცესს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, რკინის კარის ხელოსანი თავად უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ Metrix-ის რკინის კარის ხელოსნების გამოძახება დღის ნებისმიერ მონაკვეთში და კვირის ნებისმიერ დღეს, 24/7-ზეა შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სერვისით სარგებლობა დაგჭირდებათ. ისინი უსწრაფესად მოვლენ თქვენს მისამართზე და უმაღლესი ხარისხით მოგემსახურებიან. Metrix-ის რკინის კარის ხელოსნებს შეუძლიათ:

 

  • რკინის კარის შეკვეთით დამზადება და მონტაჟი
  • რკინის კარის რესტავრაცია და რეგულირება
  • რკინის კარის დაშპონვა, გაწმენდვა, შეღებვა
  • ჩაკეტილი რკინის კარის საკეტის გაღება
  • რკინის კარის საკეტის დაშლა და აწყობა
  • სადარბაზოს კარის დამზადება
  • სადარბაზოს კარის გაღება, საკეტის დამზადება და სხვა.


რკინის კარის დამზადება და ფასები ინდივიდუალურია და სრულად თქვენს შეკვეთაზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა ზომისაა კარი, რა სირთულის სამუშაოა შესასრულებელი, რომელი მასალა გაქვთ შერჩეული  და ა.შ.
ამ დეტალებს Metrix-ის პროფესიონალი ხელოსანი ზომების აღების და დეტალების შეთანხმების შემდეგ გაგაცნობთ. შეკვეთის გაფორმება და შესრულების სამუშაოები კი მომენტალურად, თქვენი თანხმობისთანავე დაიწყება.

რჩევები რკინის კარის მოვლისა და სისუფთავისთვის

იმისთვის, რომ თქვენი ახალთახალი რკინის კარი ხანგრძლივი დროით ინარჩუნებდეს პირვანდელ იერსახეს და მდგომარეობას, საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომ ის არ დაზიანდეს და დიდხანს შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია.
თუ გსურთ, რკინის კარის გამოცვლა მალევე არ მოგიხდეთ, საჭიროა, კვირაში ორჯერ მაინც გაწმინდოთ. ასე დიდხანს შეუნარჩუნებთ საღებავის საფარველის ხასხასა ფერს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარის დეკორატიულ ჩანართებს, რათა თავიდან აიცილოთ ჩამჯდარი ჭუჭყი და ჟანგი. სასურველია, თუ კარს რბილი ნაჭრით გაწმენდთ და სპეციალურად კარის მასალისთვის განკუთვნილ ხსნარებს გამოიყენებთ.

ასე რომ, თუ rkinis karebis damzadeba დაგჭირდათ, უკვე იცით, რომ უმაღლესი ხარისხის და სტანდარტების მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ Metrix-ს.

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010