ვინილის იატაკის დაგება
ვმუშაობთ 24/7

ვინილის იატაკის დაგება

განცხადება:

ვინილის იატაკი იდეალურია საცხოვრებელი სივრცისთვის, მის დაგებაში ჩვენი გამოცდილი ხელოსანი დაგეხმარებათ

დეტალები:

ხელმისაწვდომია

364 სპეციალისტი

შეფასება:

სტატია:

რა არის ვინილის იატაკი და რატომაა აუცილებელი პროფესიონალი ხელოსანი იდეალური შედეგის მისაღებად

ინტერიერის დიზაინში, სადაც ტენდენციები მუდმივად იცვლება, ერთ-ერთი შეუცვლელი და ჩაუნაცვლებელი იატაკის ვინილის საფარი გამოდგა, რომელსაც ასევე  ვინილის ლამინატს ან კვარც-ვინილის იატაკსაც უწოდებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მას რეტრო სტილი თანამედროვე დიზაინთან სინთეზირდა, ვინილის იატაკი უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

სტატიაში ვინილის იატაკის მახასიათებლებზე ვისაუბრებთ და დეტალურად განვიხილავთ, რატომაა ის ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რა უნდა გავითვალისწინოთ დაგებისას და როგორ შევარჩიოთ ვინილის იატაკის ხელოსანი.
 

ვინილის იატაკის მოკლე ისტორია

ვინილის იატაკი, რომელსაც ხშირად „ლინოლეუმსაც“ უწოდებდნენ, სახლების ინტერიერში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ეკონომიურმა და გამძლე საფარმა იატაკისთვის.

თუმცა, უკვე 1960-იან და 70-იან წლებში, ვინილის იატაკი უფრო მეტად დაიხვეწა და განვითარდა როგორც დიზაინის, ასევე დამზადების ტექნოლოგიის და გამძლეობის თვალსაზრისით. 

რას ნიშნავს ვინილის იატაკი და როგორი სახისაა:

ვინილის იატაკის რამდენიმე ვერსია არსებობს. თითოეული მისი სახეობა განსხვავებული თვისებებით ხასიათდება და შესაძლოა სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს მოარგოთ. მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, არის გამძლეობა, ვიზუალური დახვეწილობა და მდგრადობა.

ერთიანი ვინილის პარკეტი: ამ შემთხვევაში, ვინილის პარკეტი დიდ ხვეულებადაა წარმოდგენილი და როგორც წესი, იგება ერთ მთლიანობად. რაც იდეალური ვარიანტია ტენიანობისკენ მიდრეკილ სივრცეებში - სამზარეულოში და სველ წერტილში. გადაბმების არარსებობა გარანტიას გაძლევთ, რომ სისველე ვინილის ქვეშ არ შეაღწევს.

ვინილის ფირფიტები: ვინილის ფირფიტები ხელმისაწვდომია კვადრატულ ან მართკუთხა ფორმებში, რაც დიზაინის მრავალფეროვნებისთვის მეტ არჩევანს გთავაზობთ. ასევე, მარტივია მათი გამოცვლა ან ჩანაცვლებაც. ვინილის ფირფიტები ხშირად კერამიკული იერსახის იმიტირებისთვის.

ვინილის ფიცრები: ფირფიტების მსგავსად, ვინილის ფიცრებიც კონკრეტული ფორმების და ზომებისაა. რაც მთავარია, ინტერიერში ქმნიან დახვეწილი პარკეტის იერსახეს და მოვლის და გასუფთავების კუთხითაც, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომებს.

ვინილის იატაკის სტრუქტურა და შემადგენლობა შესაძლოა ბრენდების, მწარმოებლის ან წარმოშობის მიხედვით განსხვავდებოდეს, თუმცა, ძირითადად, მოიცავს სამ ძირითად ნაწილს:

ბაზა PVC, ანუ პოლივინილი პასუხისმგებელია იატაკის საფარის სიმყარეზე, მდგრადობაზე და გამძლეობაზე.

დეკორატიული საფარი რომელიც ვინილის იატაკის ვიზუალური ეფექტის ძირითადი ნაწილია

დამცავი ფენა - საჭიროა იმისთვის, რომ ვინილის იატაკმა დიდ ხანს შეინარჩუნოს ვიზუალური იერსახე და მდგრადობა.


 

ვინილის იატაკის უპირატესობები

მრავალფეროვნება და გამძლეობა:

ვინილის იატაკის ხანგრძლივი პოპულარობის და  მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მრავალფეროვნებაა. ვინილი ხელმისაწვდომია ფერების, დიზაინის და ტექსტურების ფართო სპექტრში და გთავაზობთ დიზაინის უსასრულო შესაძლებლობებს, რაც მას შესაფერისს ხდის ნებისმიერი ესთეტიკური პრეფერენციისთვის ან ინტერიერისთვის. მიუხედავად იმისა, გირჩევნიათ ხის ეფექტი, მარმარილოს დახვეწილობა, თუ ქვის დამახასიათებელი ვიზუალი, ყოველთვის იპოვით თქვენი გემოვნებისა და ინტერიერის შესაფერის ვინილის იატაკს.
 

გარდა ამისა, წარმოების ტექნოლოგიაში მიღწევებმა განაპირობა ვინილის იატაკის იმგვარად განვითარება, რომ დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ეს მასალა გამძლეა და მარტივია მისი მოვლა და დასუფთავებაც.

ვინილის იატაკი ცნობილია დამახასიათებელი გამძლეობით გარემო ფაქტორების მიმართ. ვინილი მდგრადია ნაკაწრების, ლაქებისა და ტენიანობის მიმართ, სრულიად წყალგაუმტარია და არ ცურავს, რაც მას იდეალურად ვარიანტად აქცევს ხშირი მოხმარების მქონე ადგილებში, როგორიცაა სამზარეულოები, სველი წერტილები და სახლის შესასვლელი სივრცეები. 

ამასთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, ვინილის იატაკი სხვა ტიპის იატაკის საფარებთან შედარებით, მოითხოვს მინიმალურ მოვლას. რეგულარული წმენდა ან მტვერსასრუტი, სპეციალური საშუალებებით მოწმენდასთან ერთად, როგორც წესი, სრულიად საკმარისია, რომ ვინილმა შეინარჩუნოს სისუფთავე. სათანადო მოვლის შემთხვევაში, ვინილის იატაკი შეინარჩუნებს ვიზუალურ ეფექტს ხანგრძლივი დროით, რაც საკმაოდ გონივრული ინვესტიციაა სახლის მფლობელებისთვის.

 

მარტივია დასაგებად:

იატაკის ტრადიციული საფარებისგან განსხვავებით, როგორიცაა პარკეტი ან ფილა, ვინილის იატაკის დაგება შედარებით მარტივია. თუმცა, იდეალური შედეგის მისაღებად აუცილებელია, საქმე პროფესიონალ და გამოცდილ ხელოსანს ანდოთ. პროფესიონალ ხელოსნებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ სწორად შეაფასონ იატაკის მდგომარეობა და უშუალოდ დაგებამდე შესაბამისად მოამზადონ ზედაპირი. 

ასევე, ვინილის იატაკის დაგება მოითხოვს იდეალურ გადაბმებს, პირველ რიგში ვიზუალური ეფექტისთვის, ხოლო შემდგომში დეფორმირების, დასველების და ბმის დარღვევის თავიდან ასაცილებლად. პროფესიონალ ხელოსნებს აქვთ შესაბამისი ხელსაწყოები და რაც მთავარია ხელსაქმის გამოცდილება, რათა უზრუნველყონ იდეალური, მდგრადი გადაბმა. 


გარემოსდაცვითი პერსპექტივა

ბოლო წლების განმავლობაში, დიზაინის ინდუსტრიაში მდგრადობასა და ეკოლოგიურობაზე ხშირად კეთდება აქცენტები. დღეს, ვინილის იატაკი მზადდება გადამუშავებული მასალებით და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებით, რაც მაქსიმალურად ამცირებს მათ გარემოზე ზემოქმედებას.

გარდა ამისა, ვინილის იატაკი საკმაოდ  ენერგოეფექტურია, რადგან ის უზრუნველყოფს ეფექტურ თბოიზოლაციას, ხელს უწყობს სივრცის შიდა ტემპერატურის შენარჩუნებას და ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს. 

დღესდღეობით, როცა ინტერიერის დიზაინს მუდმივი ინოვაციები და ცვალებადი ტენდენციები ახასიათებს, ვინილის იატაკის დაგება საკმაოდ გონივრული და მომგებიანი ინვესტიციაა. 

დიზაინის ფართო ასორტიმენტით, გამძლეობით, დაგებისა და მოვლის სიმარტივით და ეკოლოგიურად სუფთა მახასიათებლებით, ვინილის იატაკი ინარჩუნებს გამოყენებადობას და პოპულარობას როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე კომერციული დანიშნულების სივრცეებისთვის

 

 

გამოიძახე ხელოსანი კომენტარით

დაწერეთ კომენტარის სახით, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი და მიიღეთ 10% ფასდაკლება სპეციალისტის მომსახურებაზე!

გააზიარე:

მოითხოვე სპეციალისტი

597701010