avejis-shercheva-saabazano-otaxistivs
ავეჯის დამზადება

ავეჯის შერჩევა სააბაზანო ოთახისთვის

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1125

0

21.12.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მზა აბაზანის ავეჯის შეძენისას, თითქმის წარმოუდგენელია, ავეჯის მონაცემები დეტალურად ემთხვეოდეს და აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, ამიტომ, სასურველი შედეგის მისაღებად  რეკომენდებულია აბაზანის ავეჯის შეკვეთით დამზადება. მომხმარებლის გემოვნებით შერჩეულ მასალას პლუს დიზაინი თავისთავად  ნიშნავს გარანტირებულ შედეგს. თუმცა, მხოლოდ სწორად შერჩეული მასალა არ არის საკმარისი, რომ  აბაზანის ავეჯმა პირვანდელი პეწი და გამძლეობა დიდხანს შეინარჩუნოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია  ექსპლოატაციის წესების დაცვაც.  აბაზანის ავეჯი რომ დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია იმის ცოდნა თუ რომელი მასალისგან დამზადებული ავეჯი უძლებს წყლის პირდაპირ ჭავლს და შხეფებს და რომელი მაღალ ტემპერატურას და ტენიანობას.

აბაზანის ავეჯი შეკვეთით

მეტის გაგება

აუცილებელი პარამეტრები

სააბაზანო ოთახი, თავისი განსხვავებული სპეციპიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, განსხვავდება სხვა საცხოვრებელი ოთახებისგან, ამიტომ, აბაზანის ავეჯის შერჩევა თავისთავად  სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. სხვა ოთახებისთვის არასწორად შერჩეული ავეჯი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, ამის გამო მფლობელმა შესაძლოა, უბრალოდ არაკომფორტულად იგრძნოს თავი ან არამკითხე სტუმრებმა უგემოვნოდ ჩათვალონ. სააბაზანო ოთახის ავეჯის შერჩევისას დაშვებული შეცდომები კი უფრო მძიმე შედეგს იძლევა, რადგან განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმის გამო, ასეთი ავეჯი  მოკლე დროში ზიანდება და შესაკეთებელი ან უარეს შემთხვევაში გადასაყრელი ხდება. ამიტომ აბაზანის ავეჯმა რომ იმედები არ გაგიცრუოთ, შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე აუცილებელი პარამეტრი:
1. რეზისტენტულობა წყლის, ორთქლისა და ტენის მიმართ;
2. კომპაქტურობა;
3. ფუნქციონალურობა;
4 ერგონომიკა;
5. სტილის შესაბამისობა ჩაფიქრებულ დიზაინთან;
6. შესაბამისი დამცავი საფარი.

სააბაზანოს ავეჯი


დამცავი საფარის სახეები:

დამცავი საფარი განსაზღვრავს აბაზანის ავეჯის ექსპლოატაციის ვადას და ესთეტიკურ ვიზუალს, ამიტომ ის მნიშვნელოვანი პარამეტრია. საფარის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

აკრილი

1. აქვს სარკისებრი პრიალაზედაპირიანი დეკორატიული საფარი, რომელიც უძლებს 80 გრადუსამდე ტემპერატურას;
2. წყალგამძლეა;
3. აქვს ანტიბაქტერიული ზედაპირი და არ შეიცავს სიცოცხლისთვის საზიანო ნივთიერებებს;
4. აკრილის სწორი ზედაპირი გამოირჩევა ნაკაწრების მიმართ რეზისტენტულობით;
5. იდეალურია პატარა ზომის სააბაზანოსთვის, რადგან ვიზუალურად ზრდის სივრცის აღქმას.

შპონი

ხის თხელი ანათალია, რომლის სისქე 0, 01-დან 10 მმ-მდე მერყეობს. შპონით ხდება სხვა მასალების გადაკვრა და ავეჯს აძლევს დახვეწილ იერს. მისი დადებითი მხარეებია:
1. დახვეწილი ვიზუალი, ფერისა და ტექსტურის ფართო არჩევანი;
2. ქმნის ძვირადღირებული ბუნებრივი ხის იმიტაციას.
3. ექვემდებარება რესტავრაციას;
4. აკმაყოფილებს ეკოსტანდარტებს;
5. ჰიდროფობური ზედაპირის გამო კარგად იტანს ტენიანობას და ტემპერატურულ ცვალებადობას.
6. მართალია შპონი ძვირადღირებული მასალაა, მაგრამ მაღალი ხარისხის და დახვეწილი ვიზუალის გამო ის ამად ღირს!

შპონი

ლაქი და მინანქარი

ეს არის საიმედო საფარი, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით. ის თანამედროვე და ელეგანტურია. საფარისთვის გამოიყენება პოლიესტერი და ნიტროცელულოზის ემალი, რომლებიც თვისობრივად წააგავს ლაქს. მისი უპირატესობა დაბალი ფასია აკრილთან და შპონთან მიმართებაში.

თვითწებვადი ფონი

მას ხშირად იყენებენ ძველი ავეჯის აღსადგენად. ის ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და თუ ავეჯს არ აქვს რთული კონფიგურაცია, ამის გაკეთებას ხელოსნის დაუხმარებლად, თავადაც შეძლებთ და რაც მთავარია- სწრაფად და იაფად. თვითწებვადი ფონი ვიზუალურად ქმნის მარმარილოს ,ბუნებრივი ხის და სხვა მრავალგვარ იმიტაციას. მთავარი პლუსები:
1. გარემოს უსაფრთხოების დონე;
2. გამძლეობა;
3. ტენიანობის მიმართ მდგრადი;
4. ხელმიაწვდომი ფასი;
5. ფერის და ტექსტურის დიდი არჩევანი;
მინუსი: შეიძლება გაიკეთოს ბუშტუკები მაღალი ტენიანობის და ტემპერატურის მერყეობის გამო.

აბაზანის დიზაინი


 აბაზანის ავეჯის პოპულარული ტიპები:

შეკიდული ავეჯი:

ამ ტიპის ავეჯი უფრო და უფრო პოპულარული ხდება მისი მახასიათებლების წყალობით: ის კომპაქტური და ერგონომიულია; შეკიდული ავეჯი პრაქტიკულია, რადგან მისი დამონტაჟება შესაძლებელია როგორც  ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში; მოსავლელად მარტივია,რადგან აადვილებს ძნელად მისადგომ ადგილებში წმენდას; სივრცის ეკონომიის მიზნით საკმაოდ მოსახერხებელია მცირე ფართის ოთახებისთვის;  ამარტივებს კედლებზე განლაგებული კომუნიკაციებს დამალვას.

შეკიდული ავეჯი

დასადგამი ავეჯი:

მის პოპულარობას განსაზღვრავს ისეთი დამატებითი ელემენტები, როგორიცაა თაროები და სხვა ტიპის სათავსოები, სადაც მოხერხებულად შეგიძლიათ განათავსოთ სარეცხი საშუალებები და ისეთი წვრილმანი ნივთები, რომლებიც გირჩევნიათ, რომ თვალს მიფარებული იყოს. მისი მეშვეობით  მოხერხებულად შეიძლება საინჟინრო კომუნიკაციების დამალვა.

ავეჯი ფეხებზე:

აბაზანის ავეჯი  ფეხებზე  ელეგანტურია. ის იდეალურად მიესადაგება დიდი ფართის სააბაზანო ოთახის დიზაინს. ფეხების სიმაღლის წყალობით დაცულია იატაკზე  დაღვრილი წყლისგან. თუ აბაზანაში გათბობა იატაკშია დამონტაჟებული, მაშინ ავეჯი ფეხებზე იდეალური ვარიანტია, რადგან მაღალი ტემპერატურის მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება გააფუჭოს არა მხოლოდ ავეჯი, არამედ მასში დაცული ნივთები.

სააბაზანოს ავეჯი

მოდულური ავეჯი:

ის  შესაფერისია ნებისმიერი ზომის აბაზანის ოთახისთვის. შედგება ცალკეული ელემენტებისგან რომლის დაშლა და გადაადგილება ძალიან მარტივია. ასევე ადვილადაა შესაძლებელი მათი შეერთება. ეს არის სხვადასხვა სიმაღლის, სიგანის, სიღრმისა და დანიშნულების სათავსოები.

კარადა-პენალი:

ოპტიმალური ვარიანტია ძალიან პატარა სააბაზანოსთვის, რადგან აქვს ვიწრო და მაღალი დიზაინი.  მზადდება მაღალხარისხიანი წყალგამძლე მასალით. ტევადი გამოსაწევი უჯრები საშუალებას იძლევა უპრობლემოდ განთავსდეს ყველა საჭირო ნივთი. თანამედროვე კარადა - პენალები აღჭურვილია მწყობრი დახურვის მექანიზმით, აგრეთვე push to open სისტემით, რაც დაჭერის მეშვეობით გაღებას ნიშნავს.

კარადა პენალი




გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები