etapobrivi-da-nacilobrivi-remonti
რემონტი

ეტაპობრივი და ნაწილობრივი რემონტი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

659

0

28.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მთლიანი ოფისის ან ბინის რემონტი რომ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ერთი ოთახის გარემონტება, ეს ყველას კარგად მოეხსენება და ასე ვთქვათ,  მარტივი მათემატიკაა. ისიც ცნობილია, სრული ფართის რემონტისგან განსხვავებით რამდენი მინუსი ახლავს ბინის ეტაპობრივ რემონტს, მაგრამ როცა რემონტი გარდაუვალია, თქვენ კი ამისთვის არც ფინასურად, არც ფსიქოლოგიურად მზად არ ხართ, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ეტაპობრივი ან ცალკეული ოთახების რემონტია. საცხოვრებლის განახლების ამ მეთოდს აქვს გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ საქმეს შეუდგებით.

ეტაპობრივი რემონტი

დადებითი მხარეები:

1. ყველაზე „სასიამოვნო“ პლუსი არის ფინანსების ეტაპობრივი ხარჯვა;
2. ბინის ეტაპობრივი ან ნაწილობრივი რემონტი არის მათთვის, ვისაც  ბინაში რაღაცის შეცვლა სურს, მაგრამ მასშტაბური განახლებისთვის მთლიანი თანხის თავის მოყრა უჭირს;
3. აგრთვე მათთვის, ვისაც თავად ხელეწიფება სარემონტო სამუშაოები და შეუძლია დამოუკიდებლად თავი გაართვას გარკვეული ტიპის სამუშაოებს, ამით თანხების დაზოგვას შეძლებს;
4. სწორად შედგენილი  განრიგით ეტაპობრივი რემონტი გაცილებით ბიუჯეტური გამოვა, მაგალითად, ამ თვეში ჭერის შეღბვას დაგეგმავთ, შემდეგ თვეში - შპალერს გააკრავთ და ა. შ... ასე უფრო ოპტიმალუად გადაჭრით რემონტის დაფინანსების საკითხს;
5. ცალკეული ოთახების კოსმეტიკური რემონტის გაკეთება რაღაც კუთხით მომგებიანიც არის, რადგან სახლის მფლობელს არ სჭირდება სხვა სახლში გადასვლა, თავისთავად არც ზედმეტი ქირის გადახდა;
6. საოფისე ფართის ეტაპობრივი რემონტი ან ოთახების ინდივიდუალურად შეკეთება მომგებიანია იმით, რომ არ გახდება საჭირო შრომის პროცესის შეწყვეტა.


თქვენს გრაფიკზე მორგებული სერვისები

მეტის გაგება

უარყოფითი მხარეები:

1. რემონტი შეიძლება რიგი მიზეზების გამო დროში გაიწელოს, რაც დიდ დისკომფორტს შეუქმნის იქ მაცხოვრებელ ოჯახის თითოეულ წევრს;
2. რემონტის დროში გაწელვამ შეიძლება გამოიწვიოს იმაზე მეტი დანახარჯი, რაც წინასწარ იყო დაანგარიშებული, რადგან ფასები ბაზარზე მერყეობს და შეიძლება რემონტის პარალელურად საჭირო მასალა გაძვირდეს;
3. ამ ტიპის რემონტისთვის დამახასიათებელია სრულიად არაპროგნოზირებადი ბიუჯეტი;
4. სამუშაოს განუსაზღვრელი ვადები .

რემონტი


რას გთავაზობთ კომპანია „მეტრიქსი“

თუ ამ ეტაპზე არ ხართ მზად ფინასურად ან სხვა მიზეზების გამო საფუძვლიანი რემონტისთვის, მაგრამ აუცილებლად გჭირდებათ რაღაც ტიპის განახლებები ოფისში ან ბინაში, კომპანია „მეტრიქსი“ მზადაა შემოგთავაზოთ დახვეწილი და თქვენს გრაფიკზე და ბიუჯეტზე მორგებული სარემონტო სერვისი.
კომპანია „მეტრიქსის“ მრავალპროფილიანი მომსახურების ერთ-ერთი მიმართულებაა, როგორც ბინის სრული რემონტი გასაღების ჩაბარებით, ასევე  ეტაპობრივი ან სახლის გარკვეული მონაკვეთის ინდივიდუალური რემონტი. ასე რომ თუ რამე მიზეზით ვერ ახერხებთ მთლიანი ბინის შეკეთებას, „მეტრიქსის“ სპეციალისტების დახმარებით შეგიძლიათ დაგეგმოთ და შეაკეთოთ ბინა ეტაპობრივად ან შემოიფარგლოთ ბინაში მხოლოდ ერთი ან ორი ოთახის ,დერეფნის ან აბაზანის გარემონტებით.

აბაზანის რემონტი


ეთიკური ნორმები

ბინაში ცალკეული ოთახების შეკეთება ჩვეულებრივი მოვლენაა, ცალკე თემაა თუ როგორ იცავენ დადგენილ ეთიკურ ნორმებს სარემონტო კომპანიები. კომპანია „მეტრიქისის“ შემთხვევაში შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა დაცულია. კომპანია ითვალისწინებს და პატივს სცემს მეზობელი ბინების მაცხოვრებლების პირად სივრცეს და ზრუნავს მათი მშვიდი გარემოს დაცვაზე, ამიტომ ბინებში სარემონტო სამუშაოებს "მეტრიქსი" ასრულებს ხმაურის დასაშვები ნორმების გათვალისწინებით, კანონით ნებადართულ საათებში.

რემონტი


ფასის გამოთვლა

სარემონტო სამუშაოების ღირებულება, იქნება ეს საძინებელი ოთახი, სამზარეულო, მისაღები, სააბაზანო ან თუნდაც უბრალოდ დერეფანი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის სარემონტო სამუშაოები და რა ხარისხის მასალა იქნება მითითებული თქვენს შეკვეთაში.  შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების გამოთვლას აწარმოებს გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში ჩაგაბარებთ მაქსიმალური სიზუსტით დაანგარიშებულ ხარჯთაღიცხვას, თანხა იქნება საბოლოო და თქვენ არ დაგჭირდებათ არცერთი თეთრის დამატება. შესრულებული სამუშაოები თავისთავად ითვალისწინებს გარანტირებულად მაღალ ხარისხს.

რემონტი


მარტივად და სწრაფად

ეტაპობრივი რემონტის ვარიანტი თითქოს შესაფერისია კლიენტთა ნებისმიერი კონტიგენტისთვის, მაგრამ კვლევებმა აჩვენა რომ, ხშირად ვინც ამ ვარიანტს მიმართავს არის მოსახლეობის საშუალო ფენა. მათთვის ფინასურად რთულია ისეთი სარემონტო სერვისის შეკვეთა, როგორიცაა - რემონტი გასაღების ჩაბარებით. ამაზე არავინ დავობს, რომ მთლიანი ბინის გრანდიოზული რემონტი სჯობს მრავალი თვეების მანძილზე ეტაბოვრივი რემონტის გაჭიმვას, მაგრამ თუ ძირფესვიანად შეისწავლით ამ საკითხს, შეადგენთ სწორად გათვლილ გეგმას და იმოქმედებთ სანდო კომპანიასთან ერთად, მაშინ მიხვდებით, რომ არც ისეთი რთულია ეტაპობრივი რემონტი, როგორც თავიდან ჩანდა. ცალკეული ოთახების გარემონტების შემთხვევაში კი შეგიძლიათ იმოქმედოთ სხვადასხვა სქემებისა და ვარიაციების მიხედვით, მაგალითად:


თუ ბინა ერთოთახიანია:

ერთდროულად რემონტდება სამზარეულო და სააბაზანო, შემდეგ ოთახი და ბოლოს დერეფანი. სველი წერტილების ერთდროულად შეკეთების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 14 – 16 დღეა. სამუშაოების ამ თანმიმდევრობით მთელი ბინის შეკეთებაზე დახარჯული დრო იქნება 28 – 31 დღე.

თუ ბინა ოროთახიანია:

დაგჭირდებათ დაახლოებით იგივე სქემა:  დაიწყეთ აბაზანის რემონტით, შემდეგი ეტაპი სამზარეულო და პირველი ოთახია, ამის დასრულების შემდგომ მეორე ოთახი დერეფნით. როგორც წესი, ყველა სარემონტო სამუშაოები ბინის უკანა ოთახებიდან იწყება, დერეფანი ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოა ნებისმიერ სარემონტო სქემაში, რადგან ყველაზე მოძრავი წერტილია. 48 დღე ასეთი მოცემულობისთვის, კარგი მაჩვენებელია.

სამი ან მეტი ოთახის შემთხვევაში:

ასეთივე სქემით შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ რემონტი სამ და მეტოთახიან ბინებში, როგორც ეტაპობრივად ასევე ინდივიდუალურად, პროცესის ხანგრძლივი პერიოდის გაწელვის გარეშე.

სამოთახიანის რემონტი


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები