kosmetikuri-remonti
რემონტი

კოსმეტიკური რემონტი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1486

0

13.07.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რაც არ უნდა ხარისხიანად იყოს ბინაში გაკეთებული რემონტი, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ, ის საჭიროებს განახლებას. თუ ბინა წლების წინ ხარიხიანად და კაპიტალურადაა გარემონტებული, მაშინ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი დაგჭირდებათ, რაც, რა თქმა უნდა, ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მასშტაბური კაპიტალური რემონტი. კოსმეტიკური რემონტი შეგიძლიათ გაკეთოთ როგორც მთელ ფართზე, ასევე მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში; ანუ გაარემონტოთ მხოლოდ აბაზანა და ტუალეტი ან მხოლოდ საძინებელი, განაახლოთ სამზარეულო, საბავშვო ოთახი და ასე შემდეგ...


კაპიტალური თუ კოსმეტიკური?

ძირთადად განასხვავებენ ორი ტიპის რემონტს: კაპიტალურს და კოსმეტიკურს. ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუ რომელი ტიპის რემონტი გჭირდებათ. საწყის ეტაპზე გაარკვიეთ როგორ რემონტს საჭიროებს ფართი? დაფიქრდით, რამდენად მასშტაბური ცვლილებებისთვის ხართ მზად? თავად კონცეფცია - კოსმეტიკური რემონტი ნიშნავს სახლის ან ბინის დიზაინის შეცვლას ყოველგვარი რთული სტრუქტურული სამუშაოების გარეშე. ამ ტიპის რემონტი ძირითადად ინტერიერის აღდგენით სამუშაოებს გულისხმობს  და ბინის დაცლა კოსმეტიკური რემონტის დროს არ არის აუცილებელი. ჩვეულებრივ, ამ ტიპის რემონტში იგულისხმება დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ისეთი ხარვეზების აღმოფხვრა, როგორიცაა კედლის საღებავის დაზიანება ან მასზე გაჩენილი ბზარები. ანუ თუ აპირებთ მხოლოდ ახალი შპალერის გაკვრას ან უბრალოდ შეღებვას, იატაკის აღდგენას ან შეღებვას, ნაწილობრივ სანტექნიკის შეცვლას, ან თუნდაც ფანჯრების განახლებას - ეს კოსმეტიკური რემონტია, ხოლო კაპიტალური რემონტი კონსტრუქციულ ცვლილებებს მოიცავს, რაც გაცილებით გლობალურ შრომას და ბუნებრივია გაცილებით დიდი ოდენობით ფინანსებს მოითხოვს.


სწორი გადაწყვეტილება

გაითვალისწინეთ, რომ რემონტის ტიპის შერჩევა მარტო სურვილზეც არ არის დამოკიდებული, ამიტომ საჭიროა ჯერ გადახედოთ გაქვთ თუ არა ამისთვის საკმარისი ფინანსები, თავისუფალი დრო და მრავალი ისეთი ნიუანსი, რაც გასათვალისწინებელია, რათა რემონტის დროს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს დისკომფორტი არ შეგექმნათ. თუ დაკავებული ადამიანი ხართ და არ გაქვთ დრო ან უბრალოდ ვერ ერკვევით რემონტის ნიუანსებში, ეს ნამდვილად არ არის პრობლემა. თავიდანვე ამ საქმეში შეგიძლიათ ჩართოთ ამ საქმის პროფესიონალი სარემონტო კომპანია. კომპანიის წარმომადგენელი თქვენთან გასაუბრებისას დაადგენს ისეთ უმცირეს დეტალებს, როგორიცაა თქვენი და ოჯახის წევრების  გემოვნება, მოთხოვნილებები, თავისუფალი დროის გრაფიკი, ბიუჯეტი რემონტისთვის და ამის მიხედვით გადაწყვეტს თუ რა ტიპის რემონტი გჭირდებათ. თავად შეადგენს ხარჯთაღიცხვას და შეგითანხმებთ დეტალებს ისე, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი და კომფორტის ზონა მაქსიმალურად არ დაირღვეს პროცესის მსვლელობის დროს. ეს პროცესი ცოტა უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე საკუთარი ძალებით გარემონტება, მაგრამ დაზოგილი დრო, ნერვები და საბოლოო გარანტირებული შედეგი, ნამდვილად ღირის ამად.

დაზოგეთ დრო "მეტრიქსის" დახმარებით

მეტის გაგება

გამარტივებული პროცესი

რამდენიმე ათეული წლის წინ, საბჭოთა პერიოდში, ადამიანები კოსმეტიკურ რემონტს თითქმის ყოველთვის საკუთარი ძალებით აკეთებდნენ და ეს პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს კოსმეტიკურ რემონტს ვეძახით. ამჟამად, ეს კონცეფცია გარკვეულწილად შეიცვალა: დღევანდელი ბაზრის მრავალფეროვნების წყალობით გაიზარდა არჩევანის საშუალება, მარტივი გახდა წვდომა მასალაზე, ზღვა ინფორმაციამ დიზაინის შესახებ დახვეწა თავად პროცესი და შესძინა, ასე ვთქვათ, ესთეტიკური მხარე.


რა ღირს კოსმეტიკური რემონტი?

კოსმეტიკური რემონტის ღირებულების (ანუ რა დაჯდება საბოლოო ჯამში რეალურად),  გამოანგარიშება წინასწარ , სანამ არ გაკეთდება ხარჯთაღიცხვა, საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უდგება ამ საკითხს და ამიტომ, ასეთი რემონტის ღირებულება შეიძლება ყველასთვის განსხვავებული იყოს. ზოგს საკმარისად მიაჩნია მხოლოდ  ჭერის მოხატვა და კედლების ფერის შეცვლა, ზოგი კი უფრო შორს მიდის - აბაზანაში სანტექნიკის შეცვლამდე და ყველა აქსესუარის განახლებამდე. ამიტომ შეუძლებელია კოსმეტიკური რემონტის საშუალო ღირებულების გამოანგარიშება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზე. ამისთვის საჭიროა რეალური ხარჯთაღიცხვის გაკეთება, სადაც გაწერილი და დაანგარიშებული იქნება ყველა დეტალი. 


თანამიმდევრობა

კოსმეტიკური რემონტის კონცეფციაში არსებობს მუშაობის თანამიმდევრობის ორი ძირითადი წესი :
1. შავი სამუშაოდან (თუ გათვალისწინებული გაქვთ ისეთი სამუშაოები როგორიცაა: კაფელის გამოცვლა, კარ - ფანჯრის შეცვლა ან განახლება და აშ..) სუფთამდე. 
2. როგორც წესი, ნებისმიერი რემონტი კეთდება ზემოდან ქვევით, ანუ ჯერ კეთდება ჭერი, შემდეგ კედლები და ბოლოს იატაკი. 


კოსმეტიკური რემონტის ეტაპები

დაგეგმარება - ეს აუცილებელი ნაწილია, რათა რემონტი არ გაიწელოს წლების განმავლობაში, რაც იშვიათი შემთხვევა არააა. პროცესი რომ ქრონიკულში არ გადაიზარდოს, ამისთვის საჭიროა დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა:
წინასწარ მზად გქონდეთ მთლიანი თანხა, რომ შემდეგ მისმა ნაწილ - ნაწილ მოძიებამ არ შეაფერხოს რემონტის მსვლელობა.
ჩამოყალიბდეთ დიზაინზე: შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინი თავად ან სარემონტო კომპანიის დიზაინერს მიანდოთ ეს საქმე.
დაზუსტებით დაადგინეთ იმ პერიოდის საბაზრო ფასები, ამისთვის მოგიწევთ მაღაზიებში ან ბაზრობებზე სიარული ფასების დასადგენად და შესადარებლად. თუ კომპანიის მასალით გადაწყვეტთ რემონტს, მაშინ საქმე გაცილებით გაგიმარტივდებათ.
მოამზადეთ ბინა რემონტისთვის. თუ გამოათავისუფლებთ ფართს ავეჯისგან და დროებით სხვაგან განათავსებთ, ამით სარემონტო ჯგუფს გაცილებით გაუმარტივებთ საქმეს. 
თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ რემონტის დროს სხვაგან იცხოვროთ, ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვისაც კომფორტული იქნება და სარემონტო ჯგუფისთვისაც, მაგრამ თუ არ არის ამის შესაძლებლობა, მაშინ გარემონტება დაიწყეთ შემდეგი თანამიმდევრობით, რომ ნაკლები დისკომფორტი განიცადოთ: დაიწყეთ პროცესი ისეთი ოთახებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ. მათი დასრულების შემდეგ შეგიძლიათ განაგრძოთ ცხოვრება ამ ოთახებში და გააგრძელოთ დანარჩენი ფართის გარემონტება. 
                                                                                                       

                                                                                                          კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები