hidroizolaciis-mnishvneloba-da-danishnuleba
რემონტი

ჰიდროიზოლაციის მნიშვნელობა და დანიშნულება

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1168

0

09.05.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფს პლუს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულების მაღალი ტექნოლოგია, პლუს ხარისხიანი მასალა - უდრის შენობის ექსპლოატაციის გარანტირებულად ხანგრძლივ ვადას, რადგან, მხოლოდ ჰიდროიზოლაციის გამოყენებითაა შესაძლებელი სხვადასხვა მავნე ზემოქმედებისგან საძირკვლის, სახურავის და სხვა დამხმარე სტრუქტურების ხარისხიანი დაცვა.


რა არის ჰიდროიზოლაცია?

წყლის ან სხვა სითხეების შეღწევა უარყოფითად მოქმედებს ყველანაირი შენობის მთლიანობასა და გარეგნობაზე. ჰიდროიზოლაცია არის შენობა-ნაგებობების და სტრუქტურათა ზედაპირების დაცვის საშუალება წყლის ან აგრესიული სითხეების ზემოქმედებისგან. ჰიდროსაიზოლაციო მასალებით დაცული ზედაპირი კი ნიშნავს სტრუქტურის უსაფრთხოებას და მისი ექსპლუატაციის ვადის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას. ჰიდროსაიზოლაციო მასალები არსებობს რამდენიმე სახის.

მასალის სახეობებია:

1. მეტალი;
2. მინერალი;
3. პლასტმასი;
4. პოლიმერი;
5. ასფალტი და ა. შ...


მასალა


კონკრეტული მასალის სახეობის შერჩევა კონკრეტული ობიექტისთვის ხდება სტრუქტურის მახასიათებლების მონაცემებზე დაყრდნობით:
•  ზედაპირის სიბრტყის მონაცემი: ვერტიკალური, დახრილი თუ ჰორიზონტალური;
•  სტრუქტურის ტიპი: წყალქვეშა, მიწისქვეშა თუ სტრუქტურა რომელსაც ატმოსფერული სივრცესთან აქვს შეხება;
•  სტრუქტურის პერიმეტრი: გარე თუ შიდა;
•  დაფარვის მეთოდი: ინექცია, გაჟღენთვა, წებვადი და ა. შ...;
•  ვიზუალური მაჩვენებელი: ერთი თუ მრავალფენიანი, გამაგრებით თუ მის გარეშე, დაცული სპეციალური ფენით თუ ფენის გარეშე და ა. შ...


ჰიდროიზოლაცია

დაგეგმე რემონტი "მეტრიქსთან" ერთად!

მეტის გაგება

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ჰიდროიზოლაცია?

თითქმის ყველა თანამედროვე ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამშენებლო მოთხოვნებს:
1. არ უნდა წარმოიქმნას კონდენსატი;
2. ჰქონდეს მაღალი სიმტკიცე და მექანიკური გამძლეობა, რაც ნიშნავს დამცავი ფენის უნარს გაუძლოს სხვადასხვა აღჭურვილობისა და თოვლის მასებით გამოწვეულ დატვირთვას.
3. იყოს ელასტიკური - ასეთი მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული კონფიგურაციის მქონე სახურავების მოწყობისას;
4. იყოს მდგრადი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ;
5. იყოს მდგრადი მზის პირდაპირი სხივების და სხვა ბუნებრივი მოვლენების მიმართ;
6. არ დაუშვას სითხის გადატანა და შეწოვა;
7. გააძლიეროს სტრუქტურა;
8. ხელი შეუშალოს შენობის განადგურებას და დაიცვას მიწისქვეშა წყლების, ნალექების, აგრესიული სითხეების გავლენისგან.
9. შეაჩეროს ოთახში ტენიანობის დონის მატება.
10. დაიცვას სტრუქტურა კოროზიისგან.


რემონტი


სად გამოიყენება ჰიდროიზოლაცია?

საძირკველი

საძირკვლის ჰიდროიზოლაცია გამოიყენება ბზარების, ნახეთქებისა და ფორების დასამუშავებლად, მონოლითის გასასწორებლად. ეს მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამის გარეშე დამცავი ფენა დროთა განმავლობაში დაიწყებს დაშლას, ლითონი დაექვემდებარება კოროზიას. ჰიდროიზოლაციამ საძირკველი უნდა დაიცვას არა მარტო ტენიანობისგან, არამედ მიწისქვეშა წყლების დაგროვებისგან სარდაფში.


სარდაფიიატაკი

იატაკის ჰიდროიზოლაცია უკეთესია გაკეთდეს შეღწევადი მასალებით. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ზომის ბზარების დახურვა. პრობლემური უბნების შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებით გამოყენებული იქნას რულონური ჰიდროიზოლაცია. მაღალი ტენიანობის მქონე ოთახებში (მაგალითად, აბაზანა), უმჯობესია გამოიყენოთ ღებვის მეთოდი ან ასფალტის შემცველი ნივთიერება. ასეთი მეთოდის ექსპლოატაციის ვადის გარანტია 5-6 წელია. გაითვალისწინეთ თუ აბაზანას აქვს იატაკქვეშა გათბობა, საღებავი შეიძლება გაიბზაროს მაღალი ტემპერატურის გამო. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოიყენოთ წებვადი ჰიდროიზოლაცია.


იატაკი

კედლები

კედლის ფოროვან ზედაპირებთან მუშაობისას საუკეთესო გზაა მემბრანული კვეთის გამოყენება, რაც ხელს უშალის ტენიანობის ზრდას კედლის ქვების შემადგენლობაში და ამცირებს კოროზიული პროცესების რისკს. ხის სახლების შემთხვევაში  ტენიანობის გახანგრძლივებულმა  ზემოქმედებამ შესაძლოა გააჩინოს ისეთი დამატებითი საფრთხეები როგორიცაა: ობის და ბაქტერიების გაჩენა, მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება. ამ მავნებლების უმეტესობა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ტენიანობისგან დასაცავად, საუკეთესო გზაა უფერო საღებავი, რომლის წასმაც შესაძლებელია მხოლოდ ანტიბაქტერიული პრაიმერით დამუშავების შემდგომ.


კედლები

სახურავი

დახრილი ტიპის სახურავი გაცილებით მცირე ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს ვიდრე ბრტყელი სახურავი, რადგან დახრილი სახურავი ბრტყელთან შედარებით ჰერმეტულია. მის  დასაცავად საკმარისია გადახურვის მასალასა და იზოლაციას შორის ჩაიდოს პოლიმერული მემბრანა. ბრტყელი სახურავისთვის შესაფერისია პოლიმერული რულონები, შეღწევადი ან შესხურებადი ტიპის ჰიდროიზოლაცია.
ზემოთ ჩამოთვლილი სამშენებლო სტრუქტურების გარდა ჰიდროიზოლაცია აგრეთვე გამოიყენება:
•  სოფლის მეურნეობაში (მარცვლეულის, კაშხლების, სარწყავი არხების წყლისგან დასაცავად);
•  წყალმომარაგების სისტემებში (ჩამდინარე წყლების, სადრენაჟო კომპლექსების, წყლის კოშკების, წყლის რეზერვუარებისა და საწყობების დასაცავად);
•  სატრანსპორტო გზებზე და რკინიგზაზე;
•  მანქანა-დანადგარების ზოგიერთი დეტალისა და კორპუსის დასამუშავებლად.


სახურავი


ჰიდროიზოლაცია მრავალსართულიან შენობაში

თუ ახალაშენებულ მრავალსართულიან შენობაში ცხოვრობთ და დაგეგმეთ მასშტაბური რემონტი ნულიდან, მაშინ შესაძლებლობა გეძლევათ, იატაკის მოჭიმვამდე, იზრუნოთ ჰიდროიზოლაციის გაკეთებაზე. მასალა და პროცესი საკმაოდ იაფია იმის გათვალისწინებით თუ  რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია მას. კარგად გაკეთებული ჰიდროიზოლაციის შემთხვევაში დაზღვეული ხართ ბევრი უსიამოვნებისგან, განსაკუთრებით მაშინ თუ ქვედა სართულის მეზობლებს ძვირადღირებული რემონტი აქვთ. ახალაშენებულ სახლებში ზოგადად გაჟონვის რისკი მაღალია. გაჟონვა ხდება არასწორად დამონტაჟებული მილებიდან ან გათბობა-კონდიცირების სისტემებიდან. ამიტომ მასშტაბური გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, რემონტის მსვლელობისას უნდა გადაწყვიტოთ, დაადაბლებთ იატაკის დონეს აბაზანაში თუ გააკეთებთ ზღურბლს, სამშენებლო ნორმების შესაბამისად.


რა გავითვალისწინოთ არჩევანის დროს?

ვიზუალის, დიზაინის, ფასისა და სხვა მახასიათებლების გარდა არჩევის დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
1. კლიმატური პირობები გარე სამუშაოებისთვის;
2. ტენიანობის დონე შიდა პერიმეტრზე;
3. კომუნიკაციების ხელმისაწვდომობა;
4. სამუშაო სივრცის ფართობი;
5. ოთახის ტემპერატურა და ვენტილაცია.
6. კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები სამშენებლო რეკომენდაციები.


ჰიდროიზოლაცია


                                                                        კომპანია "მეტრიქსი" მუდამ თქვენს სამსახურში!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები