remonti-nulidan
რემონტი

რემონტი ნულიდან

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

515

0

21.01.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რემონტის დაწყებამდე ბევრი ადამიანი ეძებს რაღაც ლოგიკურ ჩამონათვალს - რა რის მერე უნდა გაკეთდეს. მართალია, არსებობს რაღაც დადგენილი თანამიმდევრობა, რომლის მიხედვით ყოველი შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ლოგიკური გაგრძელება  წინა დასრულებული სამუშაოსი, რათა შემდგომმა საფეხურმა არ გააფუჭოს წინა ეტაპის შედეგები. სასურველი უნივერსალური გეგმა კი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ბევრი რამ დამოკიდებულია სამშენებლო ფართის თავისებურებებზე, მონაცემებზე, სპეციალისტების დაკვირვებებზე და დასკვნებზე და ა. შ... ასეთი ნიუანსები პროფესიონალი ხელოსნებისთვის უცხო არ არის. ისინი დეტალურად ერკვევიან სპეციფიკაში, კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვების შედეგად ლოგიკურად ალაგებენ ეტაპების თანამიმდევრობას და ადგენენ სამუშაო გეგმას.


კოსმეტიკური რემონტი


გაარემონტე ორჯერ უფრო სწრაფად!

მეტის გაგება

ეტაპობრივი სამუშაოები:

ფართის რემონტის ნულიდან დაწყების ზოგადი თანამიმდევრობა და ეტაპობრივი სამუშაოები  ასე გამოიყურება:

1. დაგეგმარება:

სამუშაოს დეტალური გეგმის შედგენა: რაც მოიცავს საინჟინრო სისტემების სქემებს (მილების მონტაჟი, ელექტროგაყვანილობა, სავენტილაციო სისტემა, გათბობა - კონდიცირება); იატაკის საფარი, ფილების განლაგება-დაგება და ა. შ...
 პ. ს. თუ ხელახალი დაგეგმარებაა საჭირო, შეათანხმეთ წინასწარ, რომ შემდგომში თავიდან აიცილოთ გართულებები.

2. მოსამზადებელი სამუშაოები:

კუთხის ბინის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს კედლების თბოიზოლაცია. თუ საჭიროება მოითხოვს მოანგრიეთ არასაჭირო ტიხრები, მეზობელი ბინებიდან გამომავალი ხმის დასაბლოკად საუკეთესო გამოსავალია ხმის იზოლაციის გაკეთება.
სარემონტო სამუშაოებს მსვლელობისას  დაგჭირდებათ პორტატული ნათურა - ეგრეთ წოდებული „პერენოსკა“, საკმარისი სიგრძით მცირე ფართობზე. რეკომენდაციაა დაამონტაჟოთ იაფი დროებითი სანტექნიკა. (მისი გადაგდება აღარ დაგენანებათ რემონტის დასრულების შემდეგ)


3. სარემონტო სამუშაოები:

ბინის სარემონტო სამუშაოების  ძირითადი თანამიმდევრობა ასე გამოიყურება:
1. გამანაწილებელი ყუთების მონტაჟი, დატიხვრა თაბაშირმუყაოთი და ბლოკით, კედლების დაღარვა სადენებისთვის;
2. ელექტრო, ანტენის და სუსტწერტილოვანი (ინტერნეტის) სადენების გაყვანა.
3. კედლებისა და ჭერის გათანაბრება-გასწორება, იატაკის მოჭიმვა, ხმის და თბოიზოლაციის გაკეთება;
4. გათბობის რადიატორების მონტაჟი, დამალული არმატურის დამონტაჟება აბაზანაში.
5. ფილების დაგება მობათქაშებულ ზედაპირზე - ჯერ კედლებზე, შემდეგ იატაკზე;
6. მუდმივი სანტექნიკის დამონტაჟება;
7. იატაკის საბოლოო გასწორება, კედლების შეფითხნა და ზუმფარის ქაღალდით გაპრიალება, ჭერის შეღებვა, წირთხლისა და რაფების მონტაჟი.
8. შპალერის გაკვრა, კედლების შეღებვა;
9. იატაკის საფარის დაგება;
10. კარების დაყენება და სამზარეულოს ავეჯის მონტაჟი (სამზარეულოს ავეჯის შეკვეთაზე იზრუნეთ წინასწარ!);
10. კონდიციონერის, განათების, პლინთუსების მონტაჟი;
11. გენერალური დასუფთავება;
12. ჩაშენებული ავეჯის შეკვეთა - მონტაჟი.

რემონტი


სასარგებლო სარემონტო რჩევები:

შენობის ფორმირება და სამეზობოლოს სარემონტო სამუშაოები

1. გამოცდილი სპეციალისტები თვლიან, რომ ახალ კორპუსში არ ღირს გრანდიოზული სარემონტო სამუშაოების ჩატარება რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამას აქვს საკმაოდ ლოგიკური და დამაჯერებელი მიზეზები; ერთ-ერთი მიზეზს წარმოადგენს სახლის საბოლოო ფორმირება. ახალაშენებულ კორპუსს ისედაც სჭირდება გარკვეული დრო საბოლოო ფორმირებისთვის. რასაც მშენებლები „სახლის დაჯდომას“ უწოდებენ.
2. აგრეთვე, მნიშვნელოვანი მიზეზია სამეზობლოს მიერ ერთდროულად განხორციელებული სარემონტო პროცესები. მაგ: ახალაშენებულ კორპუსში ყველა ჩქარობს რემონტის გაკეთებას, რომ რაც შეიძლება ჩქარა გადავიდეს ახალ ბინაში. ერთდროულად ამდენი რყევები, პერფორატორის ვიბრაცია, ნგრევითი სამუშაოები, მილების გაჟონვა, შიდა კედლების დამატება, რომელიც გაზრდილი წონით აწვება საძირკველს და ა. შ... - ეს ყველაფერი დიდი დატვირთვაა მთლიანად კორპუსისთვის და  შედეგად შენობა იწყებს ფორმირებას - „დაჯდომას“.  სპეციალისტების რჩევაა, არ გააკეთოთ კაპიტალური რემონტი, სანამ კორპუსში არ დასრულდება მიმდინარე რემონტების დიდი ნაწილი და შემოიფარგლოთ მსუბუქი კოსმეტიკური რემონტით.


კედლების ღებვა

რა შემთხვევაშია რეკომენდებული ახალაშენებულ სახლში რემონტი?

1.  თუ სახლი მონოლითურია, „შენობის დაჯდომა“ მინიმალური იქნება. ახალ კორპუსში დაუყოვნებლივ შეგიძლიათ დაიწყოთ კაპიტალური რემონტი. ასეთ შემთხვევაში, თავის დაზღვევის მიზნით, გამოიყენეთ ყველა პრევენციული ღონისძიება.
2. აგურით ან ბლოკით აშენებული შენობის შემთხვევაში, უფრო გონივრული იქნება მსუბუქი რემონტით დაკმაყოფილდეთ შენობის საბოლოო ფორმირებამდე.


მონოლითური შენობები

რით დავიწყოთ ახალი შენობის რემონტი?

საიდან უნდა დაიწყოს რემონტი უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად? - ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. სპეციალისტების აზრი იყოფა:
1. ზოგი თვლის, რომ ბინაში უნდა გამოიყოს ოთახი, რომელიც ყველაზე ბოლოს გარემონტდება, რადგან იქ განთავსებული იქნება სარემონტო მასალა და სანტექნიკა,რომელიც ჭუჭყისგან და დაზიანებისგან იქნება დაცული.
2. სხვები თვლიან რომ რემონტი ყველა ოთახში პარალელურად უნდა ჩატარდეს, აბაზანის გარდა. აბაზანა უმეტესად რემონტდება მაშინ, როცა ბინაში მოსწორებული ბეტონის ფენა (стяжка) შრება. მანამდე არ ღირს ამის გაკეთება, რადგან აზრი არ ექნება მტვრისა და ჭუჭყის გამო.
3. არსებობს კიდევ ასეთი ზოგადი წესი: ბინძური სამუშაოები კეთდება ყველა ოთახში ერთდროულად, სუფთა  რემონტი კი ოთახიდან ოთახში. ამ დასრულების ზოგადი პრინციპი არის ის, რომ სამუშაოები სრულდება ზემოდან ქვემოთ: ჭერი - კედლები - იატაკი, ეს არის გარანტია, რომ სამუშაოს შემდგომი ეტაპებები არ გააფუჭებს წინას შედეგს.


მოჭიმული იატაკი

ყველაზე გრძელვადიანი სარემონტო სამუშაოები

ახალაშენებულ შენობებში ყველაზე გრძელვადიანი სარემონტო პროცესებია იატაკის მოჭიმვა, მობათქაშება და ელექტრო სამუშაოები. მოჭიმული იატაკის (стяжка) გაშრობას თვეზე მეტი დრო და შესაბამისი ტემპერატურა სჭირდება, ბათქაშს - სამ კვირამდე. გაითვლისწინეთ, რომ არასასურველ შედეგს იძლევა პროცესის დაჩქარება სამშენებლო საშრობებით.

                                                                                                               კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!


გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები