კაპიტალური რემონტი
რემონტი

კაპიტალური რემონტი

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

1770

0

16.08.2021

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

მეტრიქსის სერვისები

image-რემონტირემონტი

სარემონტო კომპანია თბილისში — სადაც პრობლემები ჩვენი საზრუნავია

ხელოსნის ძიება, მასალების შერჩევა, ვადების კონტროლი, გაფუჭებული ნერვები და დახარჯული დრო — სახლის რემონტი თბილისში ამ ყველაფერთან ასოცირდება. Metrix-თან თანამშრომლობისას კი ეს სია უბრალოდ არ არსებობს. მეტიც — სარემონტო სამუშაოები თქვენთვის უხილავი პროცესი გახდება: ჩვენ ვზრუნავთ, თქვენ — ცხოვრებთ.

ერთი გუნდი — სრული პასუხისმგებლობა

Metrix აერთიანებს გამოცდილ, სანდო სპეციალისტებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკუთარ თავზე იღებენ და პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში აბარებენ — გარანტიით.

სრული სარემონტო მომსახურება — ერთი გუნდი, სრული პასუხისმგებლობა

Metrix-ის გუნდი ასრულებს ყველა სახის სამუშაოს, რაც თქვენი სივრცის იდეალური მოწყობისთვის გჭირდებათ:

იატაკის ნებისმიერი საფარის დაგება

აბაზანის რემონტი და სანტექნიკის მონტაჟი

შპალერის გაკვრა და კედლის შეღებვა

გათბობა და კონდიცირების სისტემის მონტაჟი

ელექტრო გაყვანილობის სრული გაყვანა

კედლებისა და იატაკის თბოიზოლაცია

შეკიდული და გაჭიმული ჭერის მონტაჟი

პროფესიონალიზმი, რომელიც შედეგში ჩანს

Metrix დაკომპლექტებულია საქმის უბადლო ოსტატებით — სპეციალისტებით, რომლებიც ყოველ პროექტს უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით უდგებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო შედეგი — არამედ თქვენი სრული კმაყოფილება ბინის რემონტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე.

image-დიზაინერიდიზაინერი

ინტერიერის დიზაინი — სადაც სწორი დაგეგმარება გადამწყვეტია

დიზაინი და დაგეგმარება რემონტის განუყოფელი ნაწილებია — სწორედ ისინი განსაზღვრავენ სივრცის საბოლოო ფუნქციურობასა და ვიზუალურ შედეგს.

შეუსაბამო განათება, ცუდად დაგეგმილი გაყვანილობა თუ შეუფერებელი ავეჯი — ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა. ეს ყოველდღიური დისკომფორტია, რომელიც წლების განმავლობაში გაგახსენებთ ერთ არასწორ გადაწყვეტილებას.

რას იძლევა პროფესიონალი დიზაინერი?

Metrix-ის დიზაინერთან თანამშრომლობით თქვენი საცხოვრებელი სივრცე იქცევა სივრცედ, რომელიც:

თქვენს ცხოვრების რიტმზეა მორგებული — არა ჟურნალის გარეკანზე

მაქსიმალურად ფუნქციურია — ყოველი კვადრატული მეტრი გამოყენებულია

3D ვიზუალიზაციით წინასწარ ნანახია შედეგი — სიურპრიზების გარეშე

გრძელვადიან ტრენდებზეა დაფუძნებული — თანხის დახარჯვა მართლაც ღირს

Metrix-ის დიზაინერი — პირველი ნაბიჯიდან ბოლომდე

Metrix-ის სპეციალისტი თქვენთან შეთანხმებით ასრულებს სრულ დიზაინის ციკლს:

აზომვითი სამუშაოები და სივრცის სწორი დაგეგმარება

დიზაინისა და სტილის შერჩევა — თქვენი სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით

3D დიზაინის შექმნა — რეალისტური შედეგის წინასწარი აღქმისთვის

სასურველი მასალის შერჩევა და შეძენაში დახმარება

აქტიური ჩართულობა სამუშაო პროცესში — საჭიროების შემთხვევაში

შედეგი, რომელიც სახლში ყოველ დილას გახსენდებათ

სწორი დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზ სივრცეს — ის ნიშნავს სივრცეს, სადაც კომფორტულად ცხოვრობთ. Metrix-ის დიზაინერი თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს — სივრცე, რომელშიც ყოველდღიური კომფორტი და სტილი ერთმანეთს აღარ ეწინააღმდეგება.

image-ავეჯის დამზადებაავეჯის დამზადება

ავეჯი შეკვეთით — თქვენი გემოვნებით, თქვენივე სივრცეში

თუ თქვენი პრიორიტეტია საცხოვრებელი სივრცის გემოვნებიანი, ესთეტიკური ავეჯით შევსება — სწორ მისამართზე ხართ. Metrix-ის პროფესიონალი გუნდი თქვენს ხედვას რეალობად აქცევს, დასაწყისიდან მონტაჟამდე.

სრული თავისუფლება დიზაინის შერჩევისას

შეკვეთით დამზადებული ავეჯი მზა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავდება — აქ შეზღუდვები არ არსებობს:

თავად დაგეგმეთ დიზაინი ან მოიძიეთ იდეა სასურველი კატალოგებიდან

ისარგებლეთ Metrix-ის დიზაინერისა და ოსტატების რეკომენდაციებით

შეარჩიეთ სასურველი ფერი და მასალა — თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულად

მიიღეთ ინდივიდუალური დიზაინი, რომელიც სხვა არსად იქნება

ავეჯი ყველა სივრცისთვის — ერთი გუნდისგან

Metrix-ის ოსტატები ამზადებენ ნებისმიერი სირთულისა თუ მოცულობის შეკვეთას:

სამზარეულო

აბაზანა

საძინებელი

მისაღები ოთახი

საბავშვო ოთახი

ოფისი და ეზო

ყოველი შეკვეთა სრულდება უნაკლოდ და დროულად — უდიდესი პასუხისმგებლობითა და კომპეტენციით, რაც დამკვეთის მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს.

დაგვიკავშირდით დღეს

მზად ხართ, ავეჯის შეკვეთა სტრესის გარეშე გამოცდილებად აქციოთ? დაგვიკავშირდით დღეს — პირველივე საუბარში მიიღებთ ზუსტ ფასს, რეალისტურ ვადას და სრულ სიმშვიდეს. Metrix-ი გელოდებათ.

image-VIP მასტერიVIP მასტერი

VIP მასტერი — გამოიძახე ახლავე

გათბობა გაფუჭდა, სანტექნიკამ გაჟონა, ელექტროობის პრობლემაა — და ხელოსანი ვერ იპოვე? Metrix-ის VIP მასტერი სწორედ ამ სიტუაციისთვისაა.

ერთი ზარით უმალ იძახებ სპეციალისტს — 24/7, თბილისის ნებისმიერ უბანში:

სანტექნიკა და გათბობა/კონდიცირება

ელექტრო სამუშაოები

მინის და რკინის კარის დამზადება და მონტაჟი

ნებისმიერი სივრცის შემინვა

რკინასთან დაკავშირებული სამუშაოები

მასალაც არ გაქვთ? არც ეს არის პრობლემა — ოსტატი თავად შეიძენს. სასწრაფოდ გჭირდებათ ხელოსანი? — ის ძალიან სწრაფად გესტუმრებათ.

გამოძახების ღირებულება 20 ლარიდან იწყება.

დაახლოებით 10 – 15 წელიწადში ერთხელ სახლი მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს და განახლებას. ამ პროცესს კაპიტალური რემონტი ჰქვია და  საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა, თუ ამ პროცესისითვის ჯეროვნად მოემზადებით როგორც ფინანსურად, ასევე ინფორმაციული და ფსიქოემოციური თვალსაზრისით, სასურველ შედეგს უფრო მარტივად მიიღებთ და კმაყოფილიც დარჩებით. კაპიტალური რემონტის მიზანია შენობის დეფექტების მთლიანად აღმოფხვრა, მოძველებული კომუნიკაციების შეცვლა, სარემონტო სივრცის მაქსიმალურად ისე დაგეგმვა, რომ შეესაბამებოდეს მესაკუთრის გემოვნებას.

რა სამუშაოებს მოიცავს კაპიტალური რემონტი

1. დიზაინის პროექტის შედგენა დამკვეთის გემოვნების გათვალისწინებით.
2. დემონტაჟი: ძველი  მასალების მოშორება ბეტონის საწყისამდე იატაკის, კედლების, ჭერის გასათანაბრებლად.
3. ფართის ახალიდან დატიხვრა (თუ ამის საჭიროებაა), კარ- ფანჯრებისთვის ახალი, მოსახერხებელი ადგილების ორგანიზება.
4. კომუნიკაციების შეცვლა: საჭიროების შემთხვევაში იგულისხმება გათბობის მილების, ელექტრო სადენების, წყალგაყვანილობის მილების შეცვლა.
5. ძველი კარ - ფანჯრის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
6. კედლების, ჭერის, იატაკის გათანაბრება. შავი სამუშაოების მიყვანა ბოლომდე და  ზედაპირების მომზადება სუფთა სამუშაოებისთვის.
7. სუფთა სამუშაოები: კედლებზე შპალერის გაკვრა ან შეღებვა, იატაკის საფარი, ფილების დაგება, შეკიდული ჭერის დამონტაჟება და ა. შ..
8. სამშენებლო ნარჩენების გატანა.

დიზაინ პროექტი - რემონტის მნიშვნელოვანი ნაწილი

სწორად გაკეთებული დიზაინის პროექტი გამოგადგებათ რემონტის ყველა ეტაპისთვის სამშენებლო მასალების რაოდენობის გამოთვლაში. ის მთლიანი ფართის ინტერიერს განსაზღვრავს. მისი გათვალისწინებით შეგიძლიათ აირჩიოთ სამშენებლო მასალები და დაგეგმოთ სარემონტო სამუშაოების თანამიმდევრობა.
დიზაინ პროექტი შეგიძლიათ შეადგინოთ თავად სპეციალური კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ან მიმართოთ პროფესიონალ დიზაინერს.
დიზაინპროგრამაში მუშაობისას სასურველია გამოიყენოთ ფერები. ეს გაგიადვილებთ იმის აღქმას თუ რამდენად სწორად არის  შერჩეული  დეკორაციის ფერები და  მიესადაგება თუ არა ავეჯის სტილს და ტონალობას.

როდის არის საჭირო მშენებლობის ნებართვა?

არის ისეთი ტიპის სამუშაოები, რომელთათვისაც საჭიროა ნებართვა და მისი შესრულება ნებართვის გარეშე ითვლება კანონდარღვევად. თუ პროექტი ითვალისწინებს შიდა ტიხრების დემონტაჟს და მშენებლობას, კომუნიკაციების ადგილმდებარეობის შეცვლას, აბაზანისა და ტუალეტის ზომის შეცვლას; ცენტრალური გაზმომარაგებისა და სითბოს მიწოდებასთან დაკავშირებული ცლილებების განხორციელებას -  ასეთ შემთხვევებში საჭირო იქნება ნებართვა რათა ეს ქმედებები კანონიერად  ჩაითვალოს.
ნებართვის გარეშე შესაძლებელია კოსმეტიკური რემონტი, ელექტრო ღუმელების გადაკეთება, კონდიციონერებისა და ანტენების დაყენება, აივნებისა და ლოჯების მხოლოდ გარეგნული ცვლილებები, ახალი საკომუნიკაციო სისტემების დემონტაჟი და მონტაჟი და ა. შ..

გაარემონტე ხარისხის გარანტიით

მეტის გაგება

სამუშაოების თანამიმდევრობა კაპიტალური რემონტის დროს

არ აქვს მნიშვნელობა თავად გააკეთებთ რემონტს თუ ამ საქმეს სარემონტო კომპანიას მიანდობთ,  ორივე შემთხვევაში საჭირო იქნება შესასრულებელი სამუშაოების თანამიმდევრობის დაცვა, სწორად შედგენილი სარემონტო სამუშაოების თანამიდევრობის გეგმა გაგიმარტივებთ სამუშაო პროცესს, დაგიზოგავთ თანხებს  და დროშიც მოგებული დარჩებით, რადგან, არასწორი თანამიმდევრობით, უთავბოლოდ  და დაუგეგმავად რემონტის კეთება გამოიწვევს მრავალ სირთულეს, გაუგებრობას და შეცდომებს, რომელის გამოსწორებაც მარტივი არ იქნება.
1. პირველ რიგში, გამოათავისუფლეთ სარემონტო ფართი ავეჯისგან და ზედმეტი ნივთებისგან. ცარიელი ფართის დემონტაჟი გაცილებით მარტივია.
2. სანამ გათბობის სისტემის სტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ გათბობის სისტემა სითხისგან დაცლილია.
3.  კედლების და ჭერის გასუფთავება ძველი შპალერისგან. იატაკის დემონტაჟი (თუ გათვალისწინებულია მისი გამოცვლა და არა განახლება), კედლების ზედაპირის გასწორება და მობათქაშება ან  თაბაშირმუყაოს ფილების გამოყენება იდეალური სისწორისთვის.
4.კედლის მოპირკეთება აბაზანასა და სამზარეულოში.
5. ჭერის დეფექტების გასწორება თაბაშირმუყაოს ფილებით ან თაბაშირის ნარევის გამოყენებით. კედლებისა და ჭერის დეფექტების გასწორება საგოზავით და შემდგომ  ზედა ფენების დამუშავება ზუმფარის ქაღალდით.
6. იატაკის შავი სამუშაოების წარმოება. სანტექნიკის მონტაჟი.  კარისა და ფანჯრის წირთხლის შეკეთება, კარ - ფანჯრების გამოცვლა.
7. ჭერის დამუშავება საღებავით. კედლებზე შპალერის ან ისეთი ქაღალდის გაკვრა, რომლის მრავალჯერადად შეღებვაა შესაძლებელი და შემდგომ სასურველი ფერით შეღებვა.
8. იატაკის საფარის დაგება. პლინთუსებისა და დაფების (ე. წ. „ნალიჩნიკების“) აზომვა და დაყენება.
9. ბოლო ეტაპი არის  ელექტროტექნიკის და გათბობის რადიატორების დამონტაჟება.
ყველა ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, რემონტი შეიძლება ჩაითვალოს თითქმის დასრულებულად. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სარემონტო სამუშაოების შედეგით!

ფართის სრული რემონტი გასაღების ჩაბარებით

როცა, ასე თუ ისე, გაარკვიეთ თუ რა ტიპის და სირთულის სამუშაოებთან გაქვთ საქმე და რას მოიცავს კაპიტალური რემონტი, უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ მოსახერხებელი ვარიანტი: გარისკავთ და ამას საკუთარი ძალებით შეეჭიდებით, ირბენთ მაღაზიებსა და საწყობებში საჭირო მასალების საყიდლად, რასაც უამრავი დრო და ნერვები დაჭირდება თუ მოძებნით ვიწრო ან ზოგადი პროფილის სპეციალისტებს ვებსაიტებზე და მეგობრებისა და ნათესავების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და შემდეგ სისტემატურად გადაამოწმებთ  მათ სამუშაოს ხარისხს, რაც აგრეთვე დიდ ნერვებს და დროს მოითხოვს. არის მესამე ვარიანტიც: თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, არ დახარჯოთ დრო და ნერვები და დახარჯოთ იმაზე ოდნავ მეტი თანხა, რაც ზემოთ ჩამოთვლილ ორ ვარიანტზე დაგჭირდებოდათ, მაშინ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბინის კაპიტალური რემონტი ე. წ. „გასაღების ჩაბარებით“,  ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ სანდო სამშენებლო - სარემონტო კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით.

გაეცანით  კომპანია „მეტრიქსის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მაგალითებს. შეკვეთის გაფორმების შემდეგ თქვენ მიიღებთ  უმაღლესი ხარისხის ნამუშევარს და შედეგს, რომელსაც ელოდით!

კომპანია „მეტრიქსი“ გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები