misagebi-otaxi-hai-tekis-stilshi
ინტერიერის დიზაინერი

მისაღები ოთახი ჰაი-ტეკის სტილში

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

648

0

06.05.2022

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

ჰაი-ტეკი წარმოიშვა  და განვითარდა ინგლისში გვიანი მოდერნიზმის პერიოდში, XX საუკუნის 70-იან წლებში. ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სტილია და სიტყვასიტყვით ასეც ითარგმნება (hi-tech - მაღალი ტექნოლოგია).  სტილმა პოპულარობის პიკს 1978-79 წლებში, წიგნის " Hi-tech " გამოსვლის შემდეგ მიაღწია, სადაც საინტერესოდ იყო გაშლილი თემა სტილისა და ტექნოლოგიების ჰარმონიულ შერწყმაზე. პრაქტიკულობის, დახვეწილი ვიზუალის და სხვა მახასიათებლების წყალობით მალევე მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა. ამერიკელმა დიზაინერებმა წარმატებულად ჩართეს თავიანთ დიზაინერულ პროექტებში „ჰაი-ტეკისთვის“ დამახასიათებელი ინდუსტრიული ელემენტები: ყავის მაგიდები მინისა და მავთულისგან, უჟანგავი ფოლადის ავეჯი და აქსესუარები, საზღვაო აღჭურვილობა, საჰაერო ტრანსპორტის ილუმინატორები, სპორტული დარბაზის კარადები და სხვა ამდაგვარი დეტალები.


ჰაი-ტეკი

ძირითადი მახასიათებლები

ამ სტილის პოპულარობა განაპირობა იმანაც, რომ ის თანაბრად შესაფერისია როგორც დიდი კერძო სახლებისთვის ასევე პატარა სტუდიოს ტიპის ბინებისთვისაც. ამ თანამედროვე სტილის ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი  შტრიხი მინიმალიზმია, ამიტომ მისაღები ოთახი უნდა გამოირჩეოდეს მარტივი გაფორმებით და იწვევდეს მოჭარბებული თავისუფალი სივრცის შეგრძნებას. მისი ამოცნობა არ არის რთული მისი მკვეთრად გამოხატული მახასიათებლების წყალობით.

ეს მახასიათებლებია:

1. გამოკვეთილი პრაქტიკულობა და მინიმუმამდე შემცირებული დეკორატიული ორნამენტები (თითქმის არარსებობა);
2. მინისა და ქრომისგან დამზადებული მბზინავი დეტალები პროპორციული განლაგებით;
3. ზონებად დაყოფილი სივრცე სასრიალო კარების ან მინის და სხვა მსუბუქი ტიხრების გამოყენებით;
4. ისეთი გეომეტრიული ფორმების გამოყენება ინტერიერიში, რისი წყალობითაც ინტერიერი გარკვეულწილად არარეალურ, კოსმიურ ვიზუალს იძენს;
5. ინტერიერის ყველა ელემენტის პრაქტიკული და მკაფიო დანიშნულება;
6. სივრცის ზონირებისთვის განკუთვნილი დეკორატიული მინის ტიხრების ლითონის ელემენტებით გაფორმება;
7. ფუნქციონალურობასთან ერთად  მონოქრომული პალიტრა და ტექნიკური ინოვაციების აქტიური გამოყენება;
8. დეკორაციისთვის პლასტიკური, ბუნებრივი და ხელოვნური ქვების, ხის და ა. შ... გამოყენება;
9. გაერთიანებული მისაღების და სამზარეულოს შემთხვეაში მისი აღჭურვა სამზარეულოს უახლესი ტექნოლოგიით;
10. მისაღების კედლების გაფორმება თანამედროვე მხატვრების ტილოებით აბსტრაქტულ სტილში. არანაირი პეპლები, პალმები, ჩიტები და ყვავილები, მხოლოდ მკაცრი, გეომეტრიული ხაზები და ფიგურები მონოქრომული გადაწყვეტით.

მისაღები ოტახი

შექმენი მაღალტექნოლოგიური დიზაინი "მეტრიქსთან" ერთად

მეტის გაგება

განათება

ინტერიერის დიზაინერები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ განათებას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ოთახის ინტერიერის აღქმა. ყველანაირი სტილის მისაღები ოთახისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორი განათება, რადგან მისაღები საცხოვრებელ სივრცეში მთავარი ოთახია, თუნდაც იმიტომ, რომ იქ იკრიბება მთელი ოჯახი და ხდება სასურველი სტუმრების მიღება.
მაღალტექნოლოგიური მისაღები თავისთავად გულისხმობს ფართო და ვრცელი მოცულობის სივრცეს, ამიტომ ერთი ცენტრალური განათება არ არის საკმარისი, ასეთ შემთხვევაში მისასალმებელია ყველა ტიპის დამატებითი განათება:
•  მბზინავი ნათურები ქრომირებული ზედაპირებით;
•  წერტილოვანი  განათების სისტემები;
•  დაფარული განათება (ჩამალული ნათურები ავეჯის ან სხვა საგნების ზედაპირებზე);
•  ორიგინალური ჩამოკიდებული კონსტრუქციები დისტანციური მართვის პანელით.
წერტილოვანი განათების დამონტაჟება ყველაზე კომფორტულია, რადგან მისი განთავსება შესაძლებელია ყველგან: სარკეების გარშემო, ჭერის წახნაგებზე ან ოვალებზე, იატაკზე, კედლებზე და კარადის შიგნითაც კი. სტილს განსაკუთრებულ ორიგინალურ იერს  ანიჭებს განათების სისტემების იატაკზე დამონტაჟება. ასეთი ნათურების დასამზადებლად გამოყენებული მასალა (ლითონი, პლასტიკი, მინა) იძლევა საშუალებას რომ სანათებს ჰქონდეთ მრავალი საინტერესო ფორმები: ბურთის, კონუსის, კუბის, ტრაპეციის და ა. შ... ამავდროულად მათი ინკრუსტირება შესაძლებელია თვლებითა და კრისტალებით, თუმცა ეს ძვირ სიამოვნებად ითვლება. განათების დახმარებით აგრეთვე თავისუფლადაა შესაძლებელი ოთახის ზონირება.


განათება

ტექსტილი

ჰაი ტეკის სტილის მისაღები მთლიანობაში უნდა იყოს გაფორმებული რბილი ფერებით, მკვეთრი კონტრასტების გარეშე. დაშვებულია მცირე ნათელი აქცენტების გამოყენებით ამ ეფექტის ოდნავ განზავება. თუმცა, აქაც არსებობს უცვლელი წესი - შერჩეული ფერები უნდა იყოს გადაწყვეტილი ცივ ტონებში და რამდენადაც შესაძლებელია, მონოქრომული. ხელოვნური მასალის შეზღუდვა არ არის ამ სტილის მოთხოვნათა სიაში, ამიტომ  რბილი ავეჯის საფარისთვის თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ტყავი.
ფარდების დიზაინი შესაძლებელია გახადოთ ორიგინალური თუ გამოიყენებთ გლუვ, პრიალა რგოლებს სამაგრების სახით. ფარდები უნდა იყოს მარტივი, ზედმეტი ნაკეცების და ფუშფუშების გარეშე,  უკეთესია თუ მის მაგივრად გამოიყენებთ რულონური ტიპის ფარდებს ან ჟალუზებს. ასეთი ტექნო სტილისთვის იდეალური იქნება ავტომატური მექანიზმის დაყენება, რომლის საშუალებით დისტანციურად შეძლებთ მის აწევა-ჩამოწევას.
ფანჯრებისთვის უმჯობესია აირჩიოთ ისეთი  მყარი ქსოვილები, რომლებიც ისხლიტავენ ჭუჭყს და მტვერს, აქვთ წყალგაუმტარი და ამრეკლავი ეფექტი. როგორც წესი, ასეთ თვისებების ფლობენ სინთეზური მასალები. თუმცა,  შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუნებრივი ტექსტილი მკვრივი, მძიმე ტექსტურით, როგორიცაა ატლასი, სატინა და ა.შ...


ტექსტილი


ავეჯი

რომ არ დაირღვეს მოცემული დიზაინის მიმართულება, აუცილებელია ავეჯი შეესაბამებოდეს საერთო დეკორს. ამისთვის ავეჯი ან მისი დეტალები უნდა იყოს დამზადებული იდენტური მასალისგან. მაგალითად, მინის ზედაპირიანი  ყავის მაგიდა ლითონის მბზინავ ბორბლებზე შესანიშნავი შეხამება იქნებოდა ისეთი დიზაინისთვის, სადაც ჭარბადაა გამოყენებული მინა-ფოლადის პრიალა ელემენტები. თუ მისაღებ ოთახს მიერთებული აქვს სასადილო და სამზარეულო, მაშინ შეგიძლიათ მოაწყოთ ბარი - გაფორმებული ლითონის და შუშის დეტალებით, რასაც შეუხამებთ ლითონის სადგამიან სკამებს. ასევე შესაბამისია პლასტიკური მბრუნავი სკამები, მოდულური დივნები, სხვადასხვა ჩაშენებული კონსტრუქციები, მინის ორიგინალური თაროები.

სამზარეულოს დიზაინი


მცირე ფართის მისაღები ოთახის შემთხვევაში იდეალური იქნება ავეჯი-ტრანსფორმერები. ასაკეცი დივანი, რომელიც გადაიქცევა საწოლად. ბორბლებიან პუფში კი შეგიძლიათ დამალოთ მტვერსასრუტი. თუ მისაღები ოთახის სივრცე იძლევა საშუალებას და თქვენი სურვილიცაა, რომ გქონდეთ სათავსოები კარადების სახით, მაშინ უმჯობესია ეს იყოს კარადა-კუპე, რომელიც განთავსდება მთელი კედლის სიგრძეზე და შექმნის კედელთან ერთი მთლიანობის ილუზიას.
„გაჯეტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს“ ოდნავ შესამსუბუქებლად გამოიყენეთ მინიმალისტურ ქოთნებში ჩარგული ცოცხალი მცენარეები. მწვანე საფარი მისასალმებელია ჰაი-ტეკის ინტერიერისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მცენარეები არ უნდა იყოს აყვავებული და გაფურჩქნულ- ფერადოვანი.  აქაც, როგორც ინტერიერში, მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა.


დიზაინი


ფერი

სტილის ძირითად ფერებად ითვლება თეთრი, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, შავი, ყავისფერი და კრემისფერი. თუმცა, აქაც არსებობს გამონაკლისები და შეგიძლიათ საკუთარი კომბინაციებით დაალაგოთ კონტრასტები. ფერთა კონტრასტებით, აგერეთვე, შესაძლებელია ოთახის ზონირება.
ამ სტილის მისაღებისთვის კომბინაციები - იასამნისფერი ვერცხლისფერთან და ლურჯი კობალტისფერი მეტალიკთან ძალიან ჰარმონიულად ითვლება. ოთახში რბილი ლურჯი განათების დამატებით შესაძლებელია მყუდრო და თბილი გარემოს შექმნა. ასეთ განათებას მოუხდება სკამები, დივანი და სავარძლები ლურჯი  ფერის ტექსტილის დაფარვით ან ფანჯარაზე ამავე ფერის ჟალუზები.


ჰაი-ტეკი


                                                                                     კომპანია "მეტრიქსი" გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები