rkinis-karebis-fasebi
ინტერიერის დიზაინერი

რკინის კარების ფასები ქართულ ბაზარზე - მითი და რეალობა

სტატიის შინაარსი შემოწმებული და განახლებულია სარემონტო კომპანია METRIX ის მიერ.

238

0

22.05.2024

ავტორი: კომპანია მეტრიქსი

რკინის კარების ფასები ქართულ ბაზარზე - მითი და რეალობა

რა ახდენს გავლენას ლითონის კარის შეკვეთის ღირებულებაზე საქართველოში? რატომ იცვლება ფასები? მეტრიქსი ეცდება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რელევანტური ინფორმაცია მოგაწოდოთ რკინის კარის დამზადების პროცესთან დაკავშირებით. რკინის კარის ცვალებად ფასს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს. ჩამოვთვალოთ ისინი:


სხვადასხვა დანიშნულებისა და დიზაინის ლითონის კარი 


ფასთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რკინის კარის ნაირსახეობა გახლავთ. მაგალითად, ეზოს ჭიშკრისა და ავტოფარეხის ფარდის ფასის ვარდნა შეიძლება სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ხოლო სადარბაზოს შესასვლელისა და ბინის სტანდარტული რკინის კარის ფასის რყევა სხვა რამემ განაპირობოს. ამ დროს მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორი კარის დამზადება გსურთ: მექანიკურის თუ ავტომატურის, გორგოლაჭებიანის თუ რელსზე გასაგორებლის, ცალფრთიანის თუ ორფრთიანის. საფეხმავლო შესასვლელად  ნახევარფრთას ამატებთ ეზოს კარებს თუ  ერთ-ერთ განივ ფრთაში იღებთ აღნიშნულ ღიობს. ფასზე მოქმედებს კარის ავტომატურად გაღება- დახურვის მექანიზმების ხარისხი, გახსნის მაქსიმალური კუთხე და .სტანდარტული რკინის კარის კვადრატული სამუშაო, საშუალოდ, 450 ლარიდან  750  ლარამდე მერყეობს. არსებობს სხვადასხვა ზომის ეზოს კარი. თუ თქვენს მიერ შერჩეული რკინის კარის დამამზადებელ კომპანიას მასიური რკინის კარის კვადრატულ ნაკეთობაში 500 ლარს გადაუხდით, შეკვეთილი კარი კი სიგრძეში 5 მეტრი, ხოლო სიმაღლეში 2 მეტრი იქნება, დამზადებულ კარში 5000 ლარის გადახდა მოგიწევთ. წამახული ბოლოებით გისოსის ტიპის ბჭის კარის იგივე ზომებში შოვნა შეიძლება 500 - 1000 ლარით ნაკლებადაც შეძლოთ.

დაამზადე რკინის კარი ჩვენთან

მეტის გაგება

აზომვა, ტრანსპორტირება და მონტაჟი.


რკინის კარის დამზადების საფასურს ზოგჯერ აზომვის, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯი ემატება, ზოგჯერ კი - არა. ფასზე გავლენას ახდენს ბევრი წვრილმანი: მარშრუტი, გზის საფარი, სატრანსპორტო საშუალების საწვავის ოდენობა, აზომვისა და მონტაჟის დროს ხელოსნის მიერ გაწეული დამატებითი სამუშაო და .შ. ხშირად არის შემთხვევებიც, როცა ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში ხორციელდება შეკვეთა, ოსტატი კი ისე იწყებს მუშაობას, რომ კარის ღიობამდე ვერ მიდის, ამიტომ თავად მეპატრონე იღებს ზომებს და ატყობინებს მას. მილიმეტრის ცდომილებამ შესაძლოა კარის ფასი საგრძნობლად გაგიზარდოთ, რადგან ღიობს შემცირებამ ან გაფართოებამ მოუწიოს. გარდა ამისა, თუ თქვენ ცხოვრობთ აჭარაში და უკვეთავთ ქართლში რკინის სტანდარტულ, მოჩუქურთმებულ კარს 2.20/90-ზე, რომელიც ღირს საშუალოდ 1500 ლარი (ფასში შედის ტრანსპორტირებაც) ,ამ ფასად გურიაში შეიძლება ფრთანახევრიანი რკინის კარი დაამზადებინოთ ხელოსანს.

ნაკეთობის სირთულე.


რკინის კარის ფასები შესასრულებელი სამუშაოს რაგვარობის შესაბამისადაც იცვლება. ეს შეიძლება იყოს: კარის შიდა და გარე წყობა, პროფილი, დიზაინი, ფრთების რაოდენობა, სარკმელ-საჭვრეტლები, ჭედურობა, ორნამენტები, ჩუქურთმები და .. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დროს კვლავაც თქვენს გემოვნებას ენიჭება, ამიტომ, გააჩნია რა ზომისა და ფორმის რკინის კარზე შეაჩერებთ არჩევანს. მაგალითად, სტანდარტულ 2.20/90 სმ - ის რკინის ცალფრთიან კარს გისოსის ტიპის მინის უჯრედებით 1200 ლარად დაამზადებინებთ, მაგრამ ფრთანახევრიან იგივე ტიპის 130/220 სმ - ის ზომის კარში უკვე მინიმუმ 1700 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო ორფრთიანი კარი  2300 - 2500 ლარი მაინც დაგიჯდებათ. სტანდარტული რკინის კარის ერთი ფრთის საშუალო ფასი 1000 ლარიდან - 1500 ლარამდე მერყეობს. ნახევარფრთის დამატება კარის ღირებულებას დაახლოებით 50 პროცენტით აძვირებს. საყოველთაოდ გავრცელებული ორფრთიანი ლითონის კარის ფასი კი, ზოგჯერ 3000 ლარსაც აღწევს. მოკლედ , გაითვალისწინეთ, რომ  თუკი ორნამენტებიან 2.20 - 95 სმ სტანდარტულ კარს ჩარჩოიანად  1500 ლარად ააწყობინებთ კარის დამამზადებელ საამქროს, ფრთანახევრიანში 2000 - ლარის გაღება მოგიწევთ, ორფრთიანი კი 2500 - 3000 ლარამდე დაგიჯდებათ. მაგრამ 2.20/1.00სმ - ის ზომის რკინის კარი , რომელიც სტანდარტული კარის რიცხვში გადის, უკვე მეტ თანხას საჭიროებს. სტანდარტული კარის სიგრძე-სიგანის 5 სმ - იანი მატება, შეკვეთას დაახლოებით 100 ლარით აძვირებს. 5 სმ - იანი კლება კი 100 ლარით აიაფებს.


 რკინის კარის დასამზადებლად საჭირო ნედლეული.


შეკვეთის ღირებულება რკინის კარის დასამზადებლად საჭირო მასალის ფასების მიხედვითაც იცვლება. ზოგჯერ ხელოსანს მარაგში აქვს მასალა, ზოგჯერ კი მისი შეძენა შეკვეთის აღების შემდეგ უწევს. თუ მას იაფად აქვს ნაყიდი მასალა, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ და სარფიან შეღავათსაც ელოდეთ. მაგრამ, თუ პირიქით მოხდა ,გირჩევთ სხვასთან დაიჭიროთ საქმე. კარის ფასზე მოქმედებს რკინეულის ხარისხიც, ზომა, წონა და სისქე. ლითონის ფურცლის სტანდარტული სისქე ,რომლითაც რკინის კარი იკერება ,1.5 - 2 მმ მდე მერყეობს. სეიფებისა და სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების საცავების დასამზადებლად უფრო სქელი რკინის ფურცელი გამოიყენება და მისი ფასიც გაცილებით მაღალია. ფასთა სხვადასხვაობა, მაინცდამაინც, თვალშისაცემი არ გახლავთ. მაგალითად, თუ სტანდარტული ცეცხლსასროლი იარაღის შესანახი სეიფის ცალფრთიანი რკინის კარის შეკერვა ერთ ხელოსანთან მხოლოდ 1000 ლარი დაგიჯდებათ, მეორემ შეიძლება ამისთვის 900 ლარიც გაკმაროთ. მნიშვნელობა აქვს იმასაც, ძველი რკინის მასალით მუშაობს, თუ ახალი მეტალის ნედლეულით. ახალი, კარგად დამუშავებული ლითონის ფურცელი კერვისას ნაკლებად დეფორმირდება, ძველი რკინა კი მეტ ყურადღებასა და ოსტატობას მოითხოვს ხელოსნის მხრიდან. არიან ოსტატები, რომლებსაც მომაკვდავი, ძველი კარის გაცოცხლებაც შეუძლიათ. აქაც გააჩნია ნაკეთობის სირთულეს. ზოგი ორ დღეში ამთავრებს, ზოგს ორი კვირაც სჭირდება. მაგალითად, მარნის რკინის კარის სტანდარტული კარკასისა და ფიგურების ფასი ხის ფაქტურითა და დაძველების ეფექტით , საშუალოდ 1500 ლარს აღწევს. ქართულ ბაზარზე ლითონის მასალები, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის. ხარისხიანი მასალა დეფორმაციისა და დაჟანგვისგან იცავს კარს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კარის დამამზადებლებისგან უმაღლესი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავების შერჩევას. თერმულად დამუშავებული კარგი საღებავის გამოყენება ფასის ნიშნულსაც მაღლა ეწევა.


მომხმარებლის ნდობით ბოროტად სარგებლობა


ისე არაფერი აძვირებს რკინის კარის ფასს და ისე არაფერი აუფასურებს მისი დამამზადებლის სახელსა და შრომას, როგორც ეს უკანასკნელი მიზეზი. ხშირად, ზოგიერთი კომპანია და რკინის კარის ხელოსანი ზედმეტის უფლებას აძლევს თავის თავს. ისინი სარგებლობენ მომხმარებელთა გამოუცდელობით და საკუთარი წინდაუხედაობით სხვების ნაშრომსაც ჩრდილს აყენებენ

თუმცა, ჩრდილი მალე გადაივლის ხოლმე და სააშკარაოზე მხოლოდ ნაკეთები საქმეები რჩებასწორედ ისინი მეტყველებენ  ჩვენი კომპანიის ავ-კარგზეც და სხვების ოსტატობაზეც. გაფუჭებულ საქმეს ძნელად ეშველება ან აღარაფერი შველის. იმისათვის, რომ ეს ყოველივე თავიდან აიცილოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი პუნქტები:

  • ადგილზე მოიწვიეთ ხელოსანი და პირადად ააღებინეთ ღიობის ზუსტი ზომა.
  • სთხოვეთ მილიმეტრის სიზუსტით შეიძინოს რკინის კარისა და ჩარჩოს მასალები.
  • ერთად ან თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ შეარჩევინეთ ხარისხიანი საკიდ-საკეტი და სამაგრი მექანიზმები.
  • სამუშაო შეასრულებინეთ მეტალის ახალი ნედლეულით.
  • შეღებვამდე ჯერ ზუმფარით, შემდეგ კი ფითხით, ზედმიწევნით კარგად დაამუშავებინეთ კარის ზედაპირი.
  • შეაღებინეთ რკინის კარი ორ - სამ პირად
  • ნუ დაგენანებათ ამ ყველაფერში თანხის გადახდა.

შეუნარჩუნეთ დაყენებულ კარს სისუფთავე. კარგად მოუარეთ ჩუქურთმებსა და ორნამენტებს, გაწმინდეთ ხშირად, რათა ხანგრძლივად და სრულყოფილად გემსახუროთ ნაკეთობა. მართალია, ლითონის კარის ფასი ბევრად აღემატება სხვადასხვა ტიპის მასალით დამზადებული კარების ხარჯს, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს ამად ღირს
​​​​​​​

მშვიდობიან შენაძენს გისურვებთ!

გააზიარე ბლოგი სოციალურ ქსელში

მსგავსი სტატიები